• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გავრცელებული ინფორმაციით, Nvidia ჩინეთისთვის ახალი AI ჩიპის გამოშვებას აფერხებს

ნოემბერი 27, 2023
in სიახლეები
გავრცელებული ინფორმაციით, Nvidia ჩინეთისთვის ახალი AI ჩიპის გამოშვებას აფერხებს
გაზიარება

პარასკევს Nvidia-ს აქციების ფასი 1%-ზე შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევარგამტარების მწარმოებელი აჭიანურებს ჩინეთისთვის ახალი ხელოვნური ინტელექტის (AI) იმ ჩიპის გამოშვებას, რომელიც აშშ-ის ექსპორტის უახლეს შეზღუდვებს შეესაბამება.

მიმდინარე წლის განმავლობაში Nvidia-ს აქციების ფასი საგრძნობლად — დაახლოებით 234%-ით არის გაუმჯობესებული.

Reuters-ის განცხადებით, H20 ჩიპი არის ყველაზე ძლიერი სამი ნახევარგამტარიდან, რომელიც კომპანიამ უნდა გამოუშვას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა — ჯო ბაიდენმა აგვისტოში ჩინეთში ექსპორტის შემზღუდველ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. შეზღუდვები მოიცავს სენსიტიურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სამ სექტორში: ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა, კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი.

ითვლებოდა, რომ Nvidia ჩიპების გამოშვებას მიმდინარე თვეში შეძლებდა. თუმცა Reuters-ის ცნობით, H20 ჩიპი, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში გამოვა მასთან დაკავშირებული სერვერების შემქმნელების პრობლემების გამო.

Reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ სხვა ჩიპს — L20-ს, შეფერხებები არ ემუქრება და ის გეგმის მიხედვით გამოვა. ხოლო მესამე ჩიპის — L2-ის სტატუსი ჯერჯერობით გაურკვეველია.

აღსანიშნავია, რომ გასულ ორშაბათს Nvidia-ს აქციების ფასი გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია კომპანიის AI ნახევარგამტარებზე მოთხოვნის ზრდის გამო. თუმცა აქციების ფასი შემცირდა, როდესაც კომპანიის მენეჯმენტმა, კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, განმარტა, რომ აშშ-ში დაწესებული ექსპორტის შეზღუდვები მიმდინარე კვარტლის შედეგებზე ნეგატიურად იმოქმედებს.

Nvidia Stock

რაც შეეხება კვარტალურ შედეგებს, Nvidia-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 206%-ით — $18.1 მილიარდამდე გაიზარდა მონაცემთა ცენტრის უზარმაზარი ზრდის ფონზე. ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს $2.01 მილიარდით გადააჭარბა. წმინდა მოგებამ კი 1.274%-ით მოიმატა და $9.2 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $3.71 იყო (პროგნოზი — $3.02). კორექტირებულმა EPS-მა კი $4.02-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.39).

ფირმის მონაცემთა ცენტრის ბიზნესი საკვანძოა კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ პოპულარულ სერვისებს, როგორიცაა ქლაუდი და AI. Nvidia-ს ამ მიმართულებამ კი სტრატოსფერულ სიმაღლეებს მიაღწია. ბოლო კვარტალში, მონაცემთა ცენტრის შემოსავალმა რეკორდული $14.51 მილიარდი შეადგინა, გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ $3.8 მილიარდთან შედარებით. ეს მაჩვენებელი ასევე აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.7 მილიარდს.

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $478.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $660.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

პარასკევს Apple-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა

შემდეგი

კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Alibaba-ს აქციების ფასი შემცირდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Alibaba-ს აქციების ფასი შემცირდა

კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Alibaba-ს აქციების ფასი შემცირდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved