• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

საინტერესო სიახლეები საფონდო ბირჟიდან

ივნისი 26, 2023
in სიახლეები
საინტერესო სიახლეები საფონდო ბირჟიდან
გაზიარება

პარასკევს სხვადასხვა ცნობილ კომპანიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა. დღეს კი ჩვენ სამ აქციას შევეხებით და მათ შესახებ საინტერესო დეტალებს განვიხილავთ.

Accenture

Accenture არის ირლანდიურ-ამერიკული პროფესიული სერვისების კომპანია, რომელიც დაფუძნებულია დუბლინში. ის სპეციალიზებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სერვისებსა და კონსულტაციებში.

პარასკევს, ანალიტიკოსების უარყოფითი შეფასებების შემდეგ, Accenture-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა.

TD Cowen-ის ანალიტიკოსმა — ბრაიან ბერგინმა კომპანიის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $325-დან $300-მდე შეამცირა. აქციების შესახებ ახალ შენიშვნაში ანალიტიკოსმა დაწერა, რომ კომპანიის უახლესი ფუნდამენტური მონაცემები მიუთითებს მოთხოვნის შემდგომი გაუარესების სიგნალებზე, რაც მზარდ გაურკვევლობას იწვევს.

Accenture

ანალიტიკოსთა საზოგადოებაში სამიზნე ფასები ბრაიანის რამდენიმე კოლეგამ შეამცირა თუმცა მათ რეკომენდაციები არ შეუცვლიათ. მათ შორის იყო კეიტ ბაჩმანი BMO Capital-დან, რომელმაც სამიზნე ფასი $365-დან $355-მდე შეამცირა და ნეიტრალური რეიტინგი შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ Accenture-მა ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, კვარტალური ანგარიში წარადგინა. კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $16.6 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $16.49 მილიარდი). ეს შედეგი წარმოადგენს ზრდის ტემპის შენელებას წინა კვარტალთან შედარებით, როდესაც გაყიდვები 9%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მომგებიანობამ მატება განაგრძო – კორექტირებული მოგების მარჟა გაყიდვების 16.3%-მდე გაიზარდა, ერთი წლის წინ 16.1%-თან შედარებით. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $3.19 შეადგინა (პროგნოზი — $3.01).

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ 2023 წელს მოგების მარჟა გაყიდვების დაახლოებით 14.2%-ს შეადგენს, ხოლო შემოსავლის ზრდა — 8%-9%-ს, რაც წინა პროგნოზს — 9%-10%-ს ჩამოუვარდება.

Applied Digital

პარასკევ დილით Applied Digital-მა გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც გამოაცხადა, რომ მის სრულ მფლობელობაში მყოფმა შვილობილმა კომპანიამ — Sai Computing-მა თავისი ხელოვნური ინტელექტის (AI) ქლაუდ სერვისის პლატფორმისთვის მეორე მომხმარებელი მოიპოვა. $460 მილიონის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც სამწლიან პერიოდს მოიცავს, Sai Computing-ისა და Applied Digital-ისთვის მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმოადგენს.

Applied Digital-ის მენეჯმენტმა თავისი ხელოვნური ინტელექტის ქლაუდ ბიზნესის წამოწყების შესახებ გასულ თვეში გამოაცხადა და თავის პირველ მომხმარებელთან დადო $180 მილიონის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ორწლიან პერიოდს მოიცავს.

Applied Digital

ბაზარი აშკარად აღფრთოვანებულია Applied Digital-ის ახალი წამოწყებით და კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 557%-ით არის გაზრდილი. ეს მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული კონტრაქტები ცხადყოფს, რომ მომხმარებლები Applied Digital-ის პლატფორმის მიმართ ნდობით არიან განწყობილნი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეუძლია თუ არა კომპანიას გააგრძელოს ახალი კონტრაქტების დადება, ბოლო ორი თვის განმავლობაში ასეთი გარიგებები შესანიშნავი ნიშანია.

Virgin Galactic Holdings

პარასკევს Virgin Galactic Holdings-ის აქციების ფასი 18%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კოსმოსური ტურიზმის პროვაიდერის მენეჯმენტმა $400 მილიონის ღირებულების ახალი აქციების გაყიდვის გეგმები დააანონსა და აღნიშნა, რომ გასული 10 თვის განმავლობაში უკვე გაყიდა $300 მილიონის ღირებულების აქციები.

ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად, კოსმოსურმა კომპანიამ 2023 წლის მარტის ბოლომდე (ე.ი. ბოლო კვარტალში) გაყიდა 22 მილიონის ღირებულების აქცია ($135.4 მილიონი) და კიდევ 37.4 მილიონი აქცია ($164.6 მილიონი) მარტის ბოლოდან 22 ივნისამდე.

Virgin Galactic

მთლიანობაში გამოდის, რომ კომპანიამ $300 მილიონის ღირებულების 59.4 მილიონი ახალი აქცია გამოუშვა. ამრიგად, მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში გამოშვებულ იქნა ამჟამად არსებული აქციების 21%, რაც აქციების განზავების მართლაც განსაცვიფრებელი მაჩვენებელია. Virgin Galactic-ს კი ამით არ დაუსრულებია. $400 მილიონის ღირებულების აქციების რაოდენობა, რომლის გამოშვებასაც კომპანია გეგმავს, 93 მილიონს შეადგენს.

რატომ უშვებს Virgin Galactic ამდენ ახალ აქციას? ძირითადად იმიტომ, რომ მას ფული სჭირდება, ბევრი ნაღდი ფული. მიუხედავად იმისა, რომ Virgin Galactic ამ კვირაში შემოსავლების მომტანი კომერციული კოსმოსური ტურისტული ფრენების დაწყებას აპირებს, ამ ფრენებით მიღებული შემოსავალი ძალიან მცირე იქნება კომპანიის საოპერაციო ხარჯების დასაფარად. მეტი შემოსავლის გამომუშავებისთვის, კომპანიას მოუწევს, უფრო მეტი კოსმოსური თვითმფრინავი აწარმოოს. პრობლემა ის არის, რომ ამას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება — $50-$60 მილიონი თითო თვითმფრინავს.

წინა

ვინ არის ბილ გეითსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

რას ნიშნავს ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება?

რას ნიშნავს ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved