პარასკევ დილით მოდერნას აქციების ფასის კლება დაიწყო, აღნიშნული შედეგი კემბრიჯში, მასაჩუსეტში ბაზირებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას მოყვა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შედეგიანობასთან დაკავშირებით. ინფორმაციამ ინვესტორებამდეც მიაღწია და შედეგად წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქციების ფასი ნაზრდი თითქმის 50%-მდე შეამცირა. (მოდერნას აქციის ფასი 2020 წლის 31 დეკემბერს 104.47 აშშ დოლარი იყო, 2021 წლის 9 დეკემბერს დღე 285.11 აშშ დოლარით გახსნა, ხოლო 10 დეკემბერს მისი ფასი 234.69 აშშ დოლარამდე დაეცა) Moderna-ს აქციები პარასკევს 10 დეკემბერს 11:30-სთვის 8%-ით დაეცა, მიზეზი როგორც უკვე ავღნიშნე გაზიარებული ინფორმაცია და კვლევის შედეგი იყო, კვლევამ კი გრიპის ვაქცინის ტესტირებაში მონაწილე პაციენტებში ანტისხეულების კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა აჩვენა. (ტესტირება სამ ფაზიანი და ამ ეტაპისათვის მესამე ფაზის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს).
მიუხედავად იმისა, რომ Moderna-მ კვლევის შედეგები დადებითად წარმოაჩინა, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა მეთიუ ჰარისონმა თქვა, რომ პირველადი მონაცემები “არადიფერენცირებული” ჩანდა ბიოტექნოლოგიური ფირმა Sanofi-ის გრიპის ვაქცინასთან, რომელიც უკვე არის ბაზარზე – აღნიშნულმა მონაცემებზე კონცეტრირებულ ინვესტორებში იმედგაცრუება გამოიწვია, რადგან მათ უკეთესი შედეგისა და ეფექტურობის იმედი ჰქონდათ.
შემდეგ ფასი 13%- ით შემცირდა და ერთთვიან დაბალ ნიშნულს მიაღწია, ვარდნის შემცირება კიდევ ერთ განცხადებას მოყვა, 10 დეკემბერს 16:00-სთვის Moderna-მ გამოაცხადა ახალი შეთანხმების შესახებ, რომელიც Covid-19 ვაქცინასა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Covax ფლატფორმისათვის 2021 წლის ბოლომდე 20 მილიონი დოზის მიწოდებას გულისმობდა, ასევე საუბარი იყო 2022 წლის პოტენციური შეკვეთების მოცულობაზე.
ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 250 დოლარის ფარგლებშია, ფასი 48%-ით დაეცა 9 აგვისტოს შემდეგ, როდესაც მან ისტორიულ მაჩვენებელს 484 დოლარს მიაღწია. რამაც 97 მილიარდი დოლარით შეამცირა ფირმის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც ახლა დაახლოებით $101 მილიარდს შეადგენს.
მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი სისუსტისა, Moderna კვლავ რჩება S&P-ის მესამე ყველაზე წარმატებულ კომპანიად, აქციების ფასი დაახლოებით 127%-ით გაიზარდა, Covid-19 ვაქცინის წყალობით, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოში.
დიდი შედეგი
8 მილიარდი აშშ დოლარი. Forbes-ის თანახმად ამდენს შეადგენს Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის სტეფან ბანსელის აქტივების მოცულობა, რომელიც კომპანიას შეუერთდა 2011 წელს. იგი კომპანიის დაახლოებით 8%-იან წილს ფლობს. თავად მოდერნა 2010 წელს დაარსდა და საჯარო კომპანიად (IPO) 2018 წლის დეკემბერში გარდაიქმნა.
მნიშვნელოვანი საკითხი
Covid-19 ვაქცინები, რომლებიც Moderna-ს ერთადერთი კომერციული პროდუქტია, ნამდვილად ძალიან დიდი სიკეთე აღმოჩნდა ბიზნესისთვის, თუმცა Moderna-ს აქციების ფასის მერყეობა ახალმა დაშვებებმა განაპირობა. კრიტიკოსები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, როგორ გაგრძელდება Covid-19 ვაქცინების გაყიდვები,როგორი იქნება შემოსავლის ნაკადი მომავალ წლებში. გასულ თვეში კომპანიამ გამოაცხადა მესამე კვარტლის შედეგები გაყიდვებისა და შემოსავლების მიმართულებით, აღნიშნულმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინი არ გაამართლა, შემოსავალი 5 მილიარდ აშშ დოლარამდე იყო, მაშინ როდესაც ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზები 6,2 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავდა. გაყიდვების მაჩვენებლების გარდა მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვებმა და ანტივირუსული Covid-19 მკურნალობის შემუშავებამ, რამაც თავის მხრივ მოთხოვნა შეამცირა ხოლო გამყიდველ აქციონერთა რაოდენობა გაზარდა.
Covid-19 ვაქცინის ან პროდუქტის მრავალფეროვნება იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი Moderna-სა და მის კონკურენტებში უოლ სტრიტზე ქულების მოპოვებაში. Wells Fargo-მ ცოტა ხნის წინ გააკეთა პროგნოზი Pfizer-ის აქციების ფასზე, რომელიც “ყიდვის” ნაწილში 60$ მოიცავს, რაც გულისხმობს დაახლოებით 16%-იან ზრდას. აღნიშნული პროგნოზი გამოწვეულია ახალი ანტივირუსული აბით, სახელით Paxlovid, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება Covid-თან დაკავშირებული ფინანსური ზრდისთვის და შეიძლება იყოს „თამაშის შემცვლელი“ კომპანიის მოგების გენერირებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ ანალიტიკოსები მომავალი წლისათვის Pfizer-ს დაახლოებით 18 მილიარდი აშშ დოლარის გაყიდვებს უწინასწარმეტყველებენ.