„წლის კომპანია“ Microsoft (Yahoo Finance-ის რეიტინგი) აქციონერების გამდიდრებას აპირებს – ამტკიცებს საინვესტიციო კომპანია Wedbush-ის ექსპერტი დენ აივზი.
„მათ შეუძლიათ ამის მიღწევა“ – ადასტურებს და საკუთარი არგუმენტებით ამყარებს ტექნოლოგიების მიმართულებით ყველასათვის ცნობილი ანალიტიკოსი ბოლო დროს, ფინანსურ წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ Microsoft-ის საბაზრო კაპიტალი, 2022 წლის დასაწყისში, $3 ტრილიონს მიაღწევს.
ექსპერტი ტექნოლოგიური კომპანიის აქციებს „ბაზარზე საუკეთესოდ“ აფასებს და ვარაუდობს, რომ მომდევნო წელს, 12 თვის განმავლობაში, „მაიკროსოფტის“ თითო აქციის ფასი $345-ს მიაღწევს.
ამ მომენტისთვის, Microsoft-ის თითო აქცია 322 დოლარად ივაჭრება.
$2.42 ტრილიონიანი საბაზრო ღირებულებით, „მაიკროსოფტს“, მხოლოდ 23% პროცენტი აკლია, $3 ტრილიონიან საბაზრო კაპიტალიზაციას რომ მიაღწიოს. მიმდინარე მონაცემებით, მას კომპანია Apple სულ ცოტათი უსწრებს, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი აქვს – დღეს iPhone-ის მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.7 ტრილიონია.
ექსპერტის აზრით, Microsoft-ს ყველა შესაძლებლობა აქვს, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ბაზრის ლიდერი გახდეს და ამას კომპანიის აქციებზე ფასის ზრდა ადასტურებს. დენ აივზი ამბობს, რომ ეს ინვესტორებსაც კარგად ესმით
„Microsoft გახდება $3 ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანია“.
რაც შეეხება Yahoo Finance-ის ჯილდოს, როგორც გამოცემის ტექნოლოგიების მიმართულების რედაქტორი დენ ჰოული ამბობს, აქ რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინეს და გადაწყვეტილება ისე მიიღეს
„პირველი – 2021 წელს, „მაიკროსოფტის“ აქციები, ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა, დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციების გაზრდილ ცვალებადობასთან ერთად.
მეორე – აღნიშნულ წელს, კომპანიის აქციების ფასი 45%-ით გაიზარდა.
მესამე – „მაიკროსოფტის“ უშუალო კონკურენტებმა Apple-მა და Amazon-მა, 2021 წელს, მხოლოდ 21% და 5.5%-ზრდა აჩვენეს.
Microsoft-ის ფინანსური მდგომარეობა ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი აქციების მზარდი ფასი. კომპანიამ, ბოლო 12 თვის განმავლობაში $176 მილიარდიანი შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, 20%-ით მეტია“.
კომპანიის მომავალთან დაკავშირებით, ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს ამბობს Wells Fargo-ს ანალიტიკოსი მაიკლ ტურინიც.
„ მას შემდეგაც კი, რაც პლანეტის ყველაზე მსხვილი კომპანია გახდა (საბაზრო კაპიტალიზაციით $2.5 ტრილიონი), Microsoft-ისთვის ძველებურად ნათელ მომავალს ვხედავ – მას, IT დანახარჯების კატეგორიების უზარმაზარი ზრდის პერსპექტივით, მომავალში, სხვადასხვა ბაზარზე (E3, E5, M365) ძლიერი პოზიციონირებისა და მონეტიზაციის შესაძლებლობა აქვს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი ფინანსური პროფილი მდგრად ზრდასა და მარჟის გაფართოებას (30%-დან 42%-მდე ოპტიმალური მარჟა, 5 წლის განმავლობაში) აგრძელებს“.