• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Microsoft გახდა მეორე კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $3 ტრილიონს მიაღწია

იანვარი 25, 2024
in სიახლეები
Microsoft გახდა მეორე კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $3 ტრილიონს მიაღწია
გაზიარება

გუშინ, გარკვეულ მომენტში, ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციალის გარშემო შექმნილი ოპტიმიზმის ფონზე.

სავაჭრო დღის გარკვეულ ეტაპზე Microsoft-ის აქციების ფასი დღიურად 1.3%-ით გაიზარდა და $405-ს გადააჭარბა. შედეგად ტექნოლოგიური გიგანტი გახდა მეორე კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $3 ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია. Apple იყო პირველი კომპანია, რომელმაც ეს 2022 წლის იანვარში მოახერხა.

საბოლოოდ Microsoft-მა გუშინდელი სავაჭრო დღე დაახლოებით 1%-იანი დღიური ზრდით დაასრულა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $2.991 ტრილიონს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 57%-ით გაუმჯობესდა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი 8%-ზე მეტით გაიზარდა.

Apple vs Microsoft Market Cap.

Microsoft ლიდერობს AI რბოლაში ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-სთან მიმდინარე პარტნიორობის წყალობით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ChatGPT-ის გამომშვებ კომპანიაში თავდაპირველად, 2019 წელს, $1 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უნარი, შექმნას ორიგინალური კონტენტი და გაამარტივოს შრომატევადი ამოცანები, რევოლუციური აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft-მა თავისი ინვესტიცია $13 მილიარდამდე გაზარდა და, ამავდროულად, დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება თავისი პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრში.

უშუალოდ ამ შესაძლებლობებმა გამოიწვია კომპანიის ციფრული ასისტენტის — Copilot-ის შემუშავება, რომელიც შექმნილია Microsoft-ის მომხმარებლების დროის დაზოგვისთვის და კომპანიის პროდუქტიულობის ძირითადი პროგრამების გაუმჯობესების მიზნით. Copilot-ს შეუძლია ელექტრონული წერილების შეჯამება და საპასუხო მონახაზების შედგენა, შეხვედრების დაგეგმვა, PowerPoint-ში პრეზენტაციების შექმნა და ა. შ.

Copilot იქცა ჰიტად Microsoft-ის მომხმარებლებში, Fortune 100 კომპანიის (აშშ-ის 100 ყველაზე მსხვილი კომპანია შემოსავლების მიხედვით) დაახლოებით 40%-ს ჰქონდა წვდომა Copilot-ის საცდელ ვერსიაზე. გასული წლის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა — ემი ჰუდმა განაცხადა: „შემდეგი თაობის AI მიმართულება იქნება ჩვენს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი $10 მილიარდის ღირებულების ბიზნესი“.

Microsoft Stock

Wedbush-ის ანალიტიკოსების თქმით კი Microsoft „არსებითად გლობალური ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ჩირაღდნის მატარებელია“. მათ ასევე განაცხადეს, რომ ქლაუდ მიმართულებისა და ხელოვნური ინტელექტის ზრდის მომდევნო ტალღა ჯერ კიდევ არ არის ასახული Microsoft-ის აქციების ფასში.

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $402.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $436.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $375.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.4%-იან ზრდას გულისხმობს.

Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 24 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Tesla-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Tesla-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა

Tesla-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved