• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Microsoft და Amazon საფრანგეთში მილიარდობით დოლარის დაბანდებას გეგმავენ

მაისი 14, 2024
in სიახლეები
Microsoft და Amazon საფრანგეთში მილიარდობით დოლარის დაბანდებას გეგმავენ
გაზიარება

Microsoft და Amazon არიან იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მილიარდობით დოლარის ღირებულების ინვესტიციებს ახორციელებენ საფრანგეთში — ეს არის ნაწილი ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივისა, მიიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები.

გუშინ Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი 4 მილიარდი ევროს ($4.32 მილიარდი) ოდენობით ინვესტიციას ჩადებს საფრანგეთში ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრისა და ქლაუდ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.

„ჩვენ ვაშენებთ უახლეს ქლაუდ და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას, ვეხმარებით ადამიანებს AI უნარების დაუფლებაში და მხარს ვუჭერთ ფრანგულ სტარტაპებს“ — განაცხადა Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა.

$3.3 მილიარდიანი ინვესტიცია ვისკონსინში

საფრანგეთის ხელოვნური ინტელექტის სექტორებში ინვესტირება დაანონსდა ყოველწლიურ სამიტზე — „Choose France”, რომელიც გუშინ დაიწყო. Microsoft გლობალური მასშტაბით დგამს ქმედით ნაბიჯებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ასაშენებლად და გასულ კვირას კომპანიამ დააანონსა $3.3 მილიარდის დაბანდება ვისკონსინში, AI მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის.

გარდა ამისა, Amazon-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური კომპანია 1.2 მილიარდ ევროზე ($1.3 მილიარდი) მეტს დააბანდებს საფრანგეთის ოპერაციებში, რათა გაზარდოს თავისი AI გავლენა და, მიწოდების დაჩქარების მიზნით, მხარი დაუჭიროს ლოჯისტიკური ქსელის გაფართოებას.

Amazon საფრანგეთში სამუშაო ადგილებს შექმნის

Amazon-ის ინვესტიცია გაზრდის Amazon Web Services (AWS) ქლაუდ და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურებს, შესაბამისად, პარიზისა და Auvergne-Rhône-Alpes რეგიონებში. ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეგმა ითვალისწინებს 3,000 მუდმივი ახალ სამუშაო ადგილის შექმნას საფრანგეთში, სადაც Amazon-მა ახლახან დააანონსა 2,000 დამატებითი მუდმივი თანამდებობა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ისა და Amazon-ის აქციებს?

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $414.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $489.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი $187.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $220.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $245.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 13 მაისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Walmart-ის მენეჯმენტი თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებას გეგმავს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Walmart-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა

Walmart-ის მენეჯმენტი თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებას გეგმავს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved