გუშინ Meta-მ და IBM-მა წამოიწყეს AI (ხელოვნური ინტელექტი) ალიანსი — ტექნოლოგიის შემუშავებაში, კვლევასა და შექმნაში მონაწილე 50-ზე მეტი ორგანიზაციისგან შემდგარი საერთაშორისო საზოგადოება.
ალიანსი მოიცავს ტექნოლოგიურ კომპანიებს, უნივერსიტეტების წამყვან კვლევით და სამეცნიერო სააგენტოებს. მისი წევრები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიც არის: Advanced Micro Devices (AMD), Dell Technologies, Intel, NASA და ა. შ.
კოალიციის მიზანია „ხელოვნური ინტელექტის ღია, უსაფრთხო და საიმედო განვითარება“ გამოთვლების, მონაცემების, ხელსაწყოებისა და ნიჭის გაერთიანებით ღია ინოვაციების დასაჩქარებლად, ამასთან, ძირითადი შესაძლებლობების, უსაფრთხოებისა და AI-სადმი ნდობის გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად იმისა, რომ Meta-მ შეიძლება პირდაპირი სარგებელი ვერ მიიღოს „ღია წყაროს“ ინსტრუმენტების (პროგრამული უზრუნველყოფა ან პლატფორმა კოდით, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და შეიძლება შეიცვალოს ან გაუმჯობესდეს ნებისმიერი ადამიანის მიერ) პოპულარიზაციისგან, შესაძლოა, ეს მიდგომა კომპანიას გავლენის მოპოვებაში და დახურული AI მოდელების წამყვან შემქმნელებთან (როგორებიც არის OpenAI, Google და Anthropic) დაპირისპირებაში დაეხმაროს.
Meta-სა და IBM-ის ახალი წამოწყება გამოჩნდა AI-სთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკებით გამოწვეული შეშფოთების ფონზე, როდესაც ზოგიერთი მთავრობა უახლეს ტექნოლოგიას უფრო მეტ რეგულაციის დაწესების მიზნით იკვლევს.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $318.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $387.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $345.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $161.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $154.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $179.00-ს, ხოლო მინიმალური — $130.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.