• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რამდენად უსაფრთხოა ახლა საფონდო ბირჟა?

აგვისტო 15, 2022
in სიახლეები
რამდენად უსაფრთხოა ახლა საფონდო ბირჟა?
გაზიარება

ბოლო კვირების განმავლობაში საფონდო ბირჟა უკეთესი წარმადობით ხასიათდება, გასულ თვეში S&P 500 11%-ზე მეტით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც საფონდო ბირჟის წარმადობაზე ზემოქმედებს, ამ ზრდის მიზეზი მაინც შეიძლება შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ წარდგენილი ინფლაციის დადებითი ანგარიში იყოს. ანგარიშის მიხედვით, აშშ-ში ივლისში ინფლაცია შენელდა, რაც ზოგიერთ ინვესტორს იმის იმედს აძლევს, რომ ინფლაციამ პიკს უკვე მიაღწია.

თუმცა, ნამდვილად დასრულდა თუ არა bear market ამჟამად გაურკვეველია. ნამდვილად უსაფრთხოა ახლა ინვესტირება? უნდა მოერიდოთ ინვესტიციების ჩადებას? აი, რა უნდა იცოდეთ.

როდის არის საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის საუკეთესო დრო?

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბაზრის პოზიტიური ტრაექტორია პერსპექტიული იყო, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ის გაგრძელდება. საფონდო ბირჟა არაპროგნოზირებადია და ექსპერტებიც კი ვერ იწინასწარმეტყველებ, თუ როგორ იმუშავებს იგი.

კარგი ამბავი ის არის, რომ ახლა სულაც არ არის ინვესტირებისთვის ცუდი დრო. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მაცდური იყოს ინვესტიციების მხოლოდ მაშინ ჩადება, როდესაც ბაზარი იზრდება, ასეთი ნაბიჯი საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, რადგან აქციებს შეიძენთ მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე ძვირია. ვარდნის პერიოდში კი შეგიძლიათ ხარისხიანი აქციები იაფად იყიდოთ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ დოლარის ღირებულების გაშუალებების სტრატეგია. ეს არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირება. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. ამ სტრატეგიის მიზანია თავიდან აიცილოთ ის ზარალი, რომელიც ბაზართან სინქრონიზების მცდელობას მოაქვს.

ინვესტორები, რომლებიც დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიას იყენებენ, როგორც წესი, თითო აქციისთვის უფრო დაბალ საშუალო ღირებულებას იხდიან, ვიდრე ისინი, ვინც ბაზართან სინქრონიზებას ცდილობენ. ასე რომ, ამ სისტემაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.

ახლა ინვესტირება უსაფრთხოა?

შესაძლოა, ახლა შესანიშნავი დრო იყოს აქციების შესაძენად. ბაზარი ჯერ სრულად არ აღდგენილა, ამიტომ ბევრი ხარისხიანი აქცია კვლავ ფასდაკლებით იყიდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა. თუ ბაზარი კვლავ დაეცემა, თქვენმა საინვესტიციო პორტფელმა შესაძლოა ღირებულება დაკარგოს, მაგრამ ეს კატასტროფა არ არის. მოკლევადიანი აღმავლობა და ვარდნა ნორმალურია და დროთა განმავლობაში, ფართო ბაზარს ისტორიულად დადებითი საშუალო შემოსავალი ახასიათებს.

ბაზრის ყოველდღიურ რყევებში ჩარევის თავიდან აცილება, შესაძლოა, რთული იყოს, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივა ამ არასტაბილურობას გააადვილებს. მაგალითად, მაშინ, როდესაც S&P 500 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული, ეს ინდექსი გასული ათწლეულის განმავლობაში 200%-ზე მეტით გაიზარდა.

S&P 500 Performance Over the Last 10 Years

გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირების შემთხვევაში, ეს ყოველდღიური რყევები თქვენთვის მნიშვნელობას დაკარგავს.

შეინარჩუნეთ თქვენი ფული უსაფრთხოდ

ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში თქვენი საინვესტიციო პორტფელის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სწორი ინვესტიციების შერჩევაა.

არასტაბილური აქციებიც კი შეიძლება ხანდახან აყვავდეს, როდესაც ბაზარი იზრდება და ეკონომიკა ძლიერია, მაგრამ ვარდნას მხოლოდ ყველაზე ძლიერი კომპანიები გადაურჩება. ჯანსაღი საფუძვლის მქონე ბიზნესებს რთული პერიოდების გადალახვის ძალა შესწევს და რაც უფრო მეტი ასეთი აქცია გაქვთ პორტფელში, მით უკეთესი.

არავინ იცის, ზუსტად როგორ იმუშავებს ბაზარი უახლოეს კვირებში ან თვეებში, მაგრამ როდესაც ჯანსაღი აქციებით სავსე პორტფელს ფლობთ, უფრო სავარაუდოა, რომ თქვენი ინვესტიციები აღდგება.

როდესაც ბაზარზე განსაკუთრებული არასტაბილურობაა, ინვესტირების გაგრძელება მარტივი არ არის, მაგრამ ეს არც ისეთი სარისკოა, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. სწორი აქციების შერჩევით და მათი შენახვით გრძელვადიან პერიოდში, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან გეცოდინებათ რომ თქვენი ფული მაქსიმალურად დაცულია.

წინა

რატომ იზრდება ამ კომპანიის დივიდენდური ანაზღაურება ასეთი ნელი ტემპით?

შემდეგი

შესაძლოა, ინვესტირებისთვის Bear Market შესანიშნავი დასაწყისი იყოს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, ინვესტირებისთვის Bear Market შესანიშნავი დასაწყისი იყოს

შესაძლოა, ინვესტირებისთვის Bear Market შესანიშნავი დასაწყისი იყოს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved