• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ამ გაცვლით სავაჭრო ფონდში ინვესტირებამ შეიძლება მილიონერ პენსიონერად გაქციოთ

მარტი 1, 2022
in სიახლეები
ამ გაცვლით სავაჭრო ფონდში ინვესტირებამ შეიძლება მილიონერ პენსიონერად გაქციოთ
გაზიარება

დიდი ხნის განმავლობაში, უბრალო ადამიანებს აქციებში ინვესტირებამ მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვების საშუალება მისცა. თუმცა აქციების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველა აქცია სარგებელს ვერ მოგიტანთ და ხშირად შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელი მათგანი იქნება უსარგებლო. თუ თქვენ პორტფელში წამგებიანი აქციების დიდი ნაწილი აღმოჩნდება, ფული, რომლის დაგროვებასაც პენსიაზე გასვლისთვის გეგმავდით, უბრალოდ აღარ გექნებათ.

სწორედ ამიტომ არის Vanguard Total World Stock Index ETF ასეთი მიმზიდველი პოტენციური ინვესტიცია. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში აქციების ყიდვით და მათი ფართო, გლობალურად დივერსიფიცირებულ პორტფელში გაერთიანებით, ეს გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF) გამარჯვებულებისა და დამარცხებულების გამიჯვნის აუცილებლობას აქრობს. ინვესტორები ამ ETF-ის საშუალებით, ზოგადად გლობალური საფონდო ბაზრის შესაბამისად მიიღებენ ანაზღაურებას და არა კონკრეტულად ცალკეულ აქციაზე. სწორედ ამ ETF-ში ინვესტირებამ შეიძლება მილიონერ პენსიონერად გაქციოთ.

Investor

დაბალი ღირებულება და ჩინებული პოტენციური ანაზღაურება

Vanguard Total World Stock Index ETF-ს მოკრძალებული – 0.07%-იანი ხარჯების კოეფიციენტი (ეს კოეფიციენტი ზომავს იმას, თუ რამდენს გადაიხდით ფონდის ფლობისთვის ერთი წლის განმავლობაში) აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ინვესტორები, ძირითადი აქციების ფლობით, გაცილებით ნაკლები ძალისხმევით იღებენ თითქმის ყველა პოტენციურ შემოსავალს. მართლაც, მას შემდეგ, რაც 2008 წელს ეს ETF შეიქმნა, ინვესტორებმა მიიღეს საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 7.75%-ის ოდენობით, რაც შეესაბამება მაჩვენებლის იმ დონეს, რომლის შენარჩუნებასაც ფონდი ცდილობს.

ასეთი ანაზღაურება გარანტირებული არასდროს არის, მაგრამ თუ ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდება, ფონდი მილიონერი პენსიონერის სტატუსს მრავალ ინვესტორს მიანიჭებს. ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს, თუ რამდენი წელი იქნება საჭირო ნულიდან მილიონი დოლარის დასაგროვებლად, რაც თქვენ მიერ გამომუშავებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურად გადანახული ფულის მოცულობაზეა დამოკიდებული.

თვიური ინვესტიცია 8%-იანი წლიური ანაზღაურება 6%-იანი წლიური ანაზღაურება 4%-იანი წლიური ანაზღაურება
$1500 21.3 24.5 29.3
$1250 23.1 26.9 32.5
$1000 25.5 29.9 36.7
$750 28.7 34.0 42.4
$500 33.4 40.1 51.0

თითოეული ეს ოდენობა დოლარებში წარმოადგენს თანხას, რომელიც თანამშრომელს შეუძლია ტიპიურ 401(k) გეგმაში შეიტანოს. 401(k) – ეს არის კვალიფიციური მოგების გაზიარების გეგმა, რომელიც თანამშრომელს თავისი ხელფასის ნაწილი ინდივიდუალურ ანგარიშზე შეტანის საშუალებას აძლევს. 2022 წელს 50 წლამდე ადამიანებისთვის ლიმიტი არის წელიწადში $20 500, ან თვეში $1750-ზე მეტი.

თუ ისტორიის მიხედვით ვიმსჯელებთ, დავასკვნით, რომ Vanguard Total World Stock Index ETF-ში რეგულარული ინვესტიციების განხორციელება ჩვეულებრივ ადამიანებს დაეხმარება პენსიაზე გასვლისას მილიონერები გახდნენ. თუმცა მთავარი ის არის, რომ მალე დაიწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ცხრილში მოცემული ანაზღაურების მაჩვენებლებისთვის, რაც უფრო დიდია თქვენი დროის ჩარჩო, მით უფრო ნაკლები ყოველთვიური ინვესტიციაა საჭირო მილიონერის სტატუსის მისაღწევად.

გარდა ამისა, ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადანახვა ამ მიზნის გონივრულ დროში მიღწევაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, როდესაც მომავალი ანაზღაურება არ არის ისეთი დიდი, როგორც წარსული ანაზღაურება. თუ მაშინვე ვერ შეძლებთ იმდენის დაზოგვას, რამდენის სურვილიც გაქვთ, მცირეოდენით დაწყება, ლოდინზე უკეთესი იდეაა. რაც უფრო მალე დაიწყებთ ინვესტირებას, მით მეტი დრო გექნებათ სიმდიდრის დასაგროვებლად.

მსოფლიო მასშტაბებზე ორიენტირება

ყველაზე დიდი უპირატესობა, რასაც Vanguard Total World Stock Index ETF გთავაზობთ არის ის ფაქტი, რომ თქვენ, როგორც მასში ინვესტორი არ ცდილობთ გამარჯვებული აქციები დამარცხებულებისგან გამიჯნოთ. თქვენ კონკრეტულ სექტორზე, კომპანიაზე ან ქვეყანაზე ზედმეტად დიდ ფსონს არ აკეთებთ. თქვენ ფოკუსირდებით გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და ინოვაციებზე, ასევე დროთა განმავლობაში მთლიან შემოსავალზე. პრაქტიკულად, მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდის ეს ანაზღაურება, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ მისგან სარგებელი მიიღოთ.

როდესაც საქმე ინვესტიციებს ეხება, რა თქმა უნდა, არ არსებობს „უფასო ლანჩი“. ამ ETF-ის ერთ-ერთი მთავარი პოტენციური პრობლემა ის არის, რომ, ისევე როგორც ინდექსთან დაკავშირებული ETF-ების უმეტესობა, ისიც საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით არის შეწონილი. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი საჯარო ვაჭრობის მქონე კომპანიებს, ფონდის მუშაობაზე უდიდესი გავლენა აქვთ.

რისკი, რომელიც ამ ფაქტს მოაქვს არის ის, რომ ფონდის ტოპ 10 ჰოლდინგი ერთობლივად ამ ETF-ის მთლიანი კაპიტალიზაციის უზარმაზარ 13%-ს წარმოადგენს და ამ 10 ჰოლდინგიდან 9 აშშ-ში დაფუძნებული ბიზნესია. შედეგად, ამ ფონდმა შეიძლება ვერ უზრუნველგყოთ დივერსიფიკაციის იმ ხარისხით, რომელიც თქვენთვის მისაღებია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სხვა ინვესტიციები მრავლად მოიცავს აშშ-ის კომპანიებს.

კიდევ ერთი პოტენციური პრობლემა არის ის, რომ Vanguard Total World Stock Index ETF პრაქტიკულად ყველგან ახორციელებს ინვესტიციებს. შესაბამისად, თუ თქვენ ამ ფონდში ჩადებთ ინვესტიციას, შეიძლება წილი ისეთ კომპანიაში ან ქვეყანაში მიიღოთ, რომელიც თქვენს მიზნებში არ შედის.

მიუხედავად ამისა, თუ გსურთ პორტფელის მარტივი გზით შექმნა, ნამდვილად ღირს Vanguard Total World Stock Index ETF-ის განხილვა. ეს არის მარტივი შენაძენი, რომელიც წარმოუდგენლად დაბალი ზედნადები ხარჯებით მსოფლიო საფონდო ბირჟაზე წვდომის საშუალებას გაძლევთ.

დაიწყეთ თქვენი საინვესტიციო მოგზაურობა დღეს

არ აქვს მნიშვნელობა, თუ საბოლოოდ როგორ აირჩევთ ინვესტირებას, დრო, რომელიც პენსიაზე გასვლამდე გაქვთ, თქვენს მოგზაურობაში ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ მილიონერი პენსიონერი გახდეთ. ასე რომ, დაიწყეთ ახლავე და გადადგით ეს უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი უფრო ძლიერი ფინანსური მომავლისკენ.

წინა

Delta-ს აქციების ფასი ეცემა, ღირს თუ არა ავიაკომპანიაში ინვესტირება?

შემდეგი

2 საუკეთესო გაცვლითი სავაჭრო ფონდი დივიდენდური შემოსავლის მისაღებად

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2 საუკეთესო გაცვლითი სავაჭრო ფონდი დივიდენდური შემოსავლის მისაღებად

2 საუკეთესო გაცვლითი სავაჭრო ფონდი დივიდენდური შემოსავლის მისაღებად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved