მომდევნო ოთხშაბათს, 16 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება Investhub-ის ონლაინ ვებინარი — „როგორ შეძლებთ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას?“, სადაც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი — გოგა მელიქიძე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:
- რა ცვლილებები ამოქმედდა საპენსიო სქემაში მიმდინარე წლის აგვისტოდან?
- რა სახის პორტფელებია საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი?
- რას მოიცავს თითოეული პორტფელი და რა განსხვავებებია მათ შორის?
- როგორ უნდა გააკეთოს საპენსიო სქემის მონაწილემ სასურველი არჩევანი? და ა. შ.
ონლაინ ვებინარზე დასწრება უფასოა, ხანგრძლივობა — 1სთ. 30წთ. დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
ოთხშაბათს, 16 აგვისტოს, ონლაინ ვებინარის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს.