• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

როგორ უნდა ვმართოთ ემოციები ინვესტირების პროცესში?

ოქტომბერი 3, 2024
in რჩევები
როგორ უნდა ვმართოთ ემოციები ინვესტირების პროცესში?
გაზიარება

ინვესტირება არის მოგზაურობა, რომელიც აღსავსეა აღმავლობისა და ვარდნის ეტაპებით, ამ პროცესში კი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა საკუთარი ემოციების მართვაა. ემოციურმა ინვესტირებამ, რომელიც განპირობებულია შიშით, სიხარბით ან პანიკით, შეიძლება ირაციონალური გადაწყვეტილებები გამოიწვიოს, რაც თქვენს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს საფრთხეს შეუქმნის. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ, გავიგებთ, როგორ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები და მივიღოთ რაციონალური ფინანსური გადაწყვეტილებები.

შეიმუშავეთ მყარი საინვესტიციო გეგმა

ინვესტირების კომპლექსურ სამყაროში შებიჯებამდე აუცილებელია კარგად გააზრებული საინვესტიციო გეგმის შემუშავება. განსაზღვრეთ თქვენი ფინანსური მიზნები, რისკისადმი ტოლერანტობის დონე და დროის ჰორიზონტი. მკაფიო გეგმა წარმოადგენს საგზაო რუკას, რომელიც დაგეხმარებათ, ბაზრის გარდაუვალი რყევების ფონზე, უფრო დიდ სურათზე იყოთ ფოკუსირებული.

მიმართეთ დივერსიფიკაციას

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია ბაზრის ცვალებადობის წინააღმდეგ ფინანსური ფარის შექმნას ჰგავს. გადაანაწილეთ თქვენი ფული სხვადასხვა აქტივთა კლასში, ინდუსტრიასა და გეოგრაფიულ რეგიონში. დივერსიფიკაცია საინვესტიციო პორტფელზე ერთი წარუმატებელი ინვესტიციის გავლენას ამცირებს, ამასთან არბილებს ემოციურ რეაქციებს ინდივიდუალურ აქტივთა რყევებზე.

ფოკუსირდით უწყვეტ განათლებაზე

როგორც ყველა სფეროში, ცოდნა საინვესტიციო სამყაროშიც დიდი ძალაა. იყავით ინფორმირებული ბაზრის დინამიკის, ფინანსური ინსტრუმენტებისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. ინვესტირების საფუძვლების შესწავლა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ლოგიკასა და ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

იქონიეთ რეალისტური მოლოდინები

ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად რეალისტური მოლოდინების დასახვა საკვანძო საკითხს წარმოადგენს. კარგად გაიაზრეთ, რომ ბაზრები აღმავლობისა და ვარდნის ეტაპებს გადის — ეს სრულიად ბუნებრივია. თქვენს ინვესტიციებთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და სარგებლის გააზრებით, ბაზრის მოკლევადიანი რყევებისთვის უკეთ მომზადებას შეძლებთ.

 

ინვესტიციების გასაყიდად მკაფიო კრიტერიუმები შეიმუშავეთ

ინვესტიციების გაყიდვის კრიტერიუმები წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი ფინანსური მიზნებისა და რისკისადმი ტოლერანტობის საფუძველზე. ეს საშუალებას მოგცემთ, ბაზრის რთულ პირობებში, იმპულსურად მოქმედების ნაცვლად, რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ.

Investor

რეგულარულად გადახედეთ და გადააბალანსეთ საინვესტიციო პორტფელი

მნიშვნელოვანია, რეგულარულად გადახედოთ თქვენი პორტფელის წარმადობას და მასში საჭირო კორექტივები შეიტანოთ. ბაზარზე პირობები ცვალებადია, ასევე იცვლება კონკრეტული აქციებისა და სექტორების წარმადობა. საინვესტიციო პორტფელის პერიოდული გადაბალანსება საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ აქტივთა სასურველი განაწილება, რომელიც თქვენს საინვესტიციო მიზნებს შეესაბამება.

ნუ ეცდებით ბაზართან სინქრონიზებას

ბაზართან სინქრონიზების მცდელობა თქვენს მოგებას დააზარალებს. პოზიციების გასახსნელად და დასახურად საუკეთესო დროის გამოცნობა ძალიან რთულია. ამაში წარმატებას ხშირად ინსტიტუციური ინვესტორებიც კი ვერ აღწევენ.

ამის ნაცვლად შეგიძლიათ მიმართოთ ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოებას. ეს სტრატეგია რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში დაგეხმარებათ. ამ სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, შუალედებით ჩადოთ. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.

მოიძიეთ რჩევები პროფესიონალებისგან

მათთვის, ვისაც ბაზრის მოვლენებზე საკუთარი ფსიქოლოგიური რეაქციების მართვა უჭირს, ფინანსური პროფესიონალებისგან რჩევის მოძიება შეიძლება ღირებული ვარიანტი იყოს. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ უფრო ობიექტური და რაციონალური პერსპექტივის შექმნაში, რაც თქვენს ფინანსურ მიზნებთან და რისკისადმი ტოლერანტობის ხარისხთან შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ.

იმუშავეთ ემოციების კონტროლზე

ემოციების ამოცნობისა და კონტროლის უნარი წარმატებული ინვესტორებისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ემოციებმა, როგორიცაა შიში და სიხარბე, შეიძლება წამგებიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები გამოიწვიოს. მოერიდეთ ბაზრის სენტიმენტებზე დაყრდნობით ინვესტირებას ან ხალხის მასების ბრმად მიყოლას. მიიღეთ რაციონალური გადაწყვეტილებები კვლევის, ანალიზისა და თქვენი საინვესტიციო გეგმის საფუძველზე. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ინვესტირება მოითხოვს დისციპლინას, მოთმინებას, ფოკუსირებას გრძელვადიან პერსპექტივაზე და არა მოკლევადიან მოვლენებზე.

წინა

4 საინვესტიციო გაკვეთილი ჩარლი მანგერისგან

შემდეგი

მასების ფსიქოლოგიის გავლენა საფონდო ბირჟაზე

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
მასების ფსიქოლოგიის გავლენა საფონდო ბირჟაზე

მასების ფსიქოლოგიის გავლენა საფონდო ბირჟაზე

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved