• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

როგორ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია მეტავერსში?

სექტემბერი 20, 2022
in სიახლეები
როგორ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია მეტავერსში?
გაზიარება

მეტავერსში ინვესტირების კარგი მიზეზი არსებობს. მესამე მხარის კვლევითი ჯგუფები, როგორიცაა Prophecy Market Insights, Grandview Research, Bloomberg Intelligence და სხვები, ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის მეტავერსი $800 მილიარდს ან მეტს შეადგენს, რაც მას ამ ათწლეულის ზრდის ერთ-ერთ დიდ ტენდენციად აქცევს.

მეტავერსის ტენდენცია ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. გაითვალისწინეთ, რომ Facebook-მა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში დაირქვა Meta Platforms, რამაც მეტავერსული აქციების მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. დღევანდელ ინვესტორებს შეუძლიათ პოტენციურად მომგებიანი ტენდენცია ძალიან ადრეულ ეტაპზე აითვისონ.

მოდით განვიხილოთ, თუ როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია მეტავერსში.

შეგიძლიათ მეტავერსში ინვესტირება?

დიახ, მეტავერსში ინვესტირება შეგიძლიათ. თუმცა, მეტავერსი ცალკეული ციფრული სამყარო არ არის, შესასწავლია ბევრი სხავდასხვა სახის მეტავერსი. ისინი ერთნაირი არ არის, ამიტომ ინვესტირების დაწყებამდე საჭიროა საფუძვლიანი კვლევის ჩატარება.

შესაძლოა, ინვესტორების საუკეთესო ინტერესებში იყოს ფოკუსირება რეალურ სამყაროში არსებულ კომპანიებზე, რომლებიც შემოსავლებს მეტავერსიის ტენდენციის საშუალებით გამოიმუშავებს.

Investor

კომპანიები, რომლებიც მეტავერსში ინვესტიციებს დებს

ასობით საჯარო კომპანიას სურს დაგარწმუნოთ, რომ მათი აქციები მეტავერსულია. Meta-ს რებრენდინგის განცხადების შემდეგ საჯარო კომპანიების რაოდენობა, რომლებიც კვარტალურ საკონფერენციო ზარებში მეტავერსს ახსენებს, გაორმაგდა. თუმცა, ცოტა კომპანია აბანდებს მეტავერსში იმდენ ფულს, რამდენსაც Meta Platforms, Snap და Nvidia.

თავისი Oculus ჩაფხუტით, Meta Platforms-მა მეტავერსის მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ციფრული სამყარო, რომელიც რეალურ დროში ურთიერთქმედების, ეკონომიკური აქტივობის და უფრო ფართო გამოცდილებების შესაძლებლობას იძლევა, უამრავ ინფრასტრუქტურასა და განვითარებას მოითხოვს. Meta ყოველ კვარტალში მილიარდობით დოლარს ხარჯავს Reality Labs-ის ბიზნეს სეგმენტზე. კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მეტავერსი ძალიან გაიზრდება და ლოჯისტიკური გამოწვევების გადასაჭრელად ემზადებიან.

Snap არ არის უზარმაზარი მოთამაშე მეტავერსის სივრცეში, მაგრამ Snapchat-ის აპლიკაციის დედა კომპანიას სხვა მიმართულება აქვს. ის ყოველ კვარტალში ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს კვლევასა და განვითარებაზე, ჯერჯერობით ეს მისი ყველაზე დიდი საოპერაციო ხარჯია. ამ ხარჯების დიდი ნაწილი მისი ვირტუალური რეალობის (VR) და გაფართოებული რეალობის (AR) პროგრამული შესაძლებლობების განვითარებაზე მოდის. მეტავერსში მთავარია VR და AR კონტენტი. იმ თანხის გათვალისწინებით კი, რომელსაც Snap კონტენტის საშუალებით გამოიმუშავებს, დიდი შანსია, რომ მისი ტექნოლოგია მეტავერსში ბევრმა მომხმარებელმა გამოიყენოს.

Metaverse

Nvidia არის მეტავერსის კიდევ ერთი პოტენციური არქიტექტორი, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია. მწარმოებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მეტავერსულ კომპანიებს, რათა თავიანთი ქარხნებისთვის ციფრული „ტყუპები“ შექმნან, რაც მათ პრობლემების მოგვარების და პროცესების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. კარგი ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამული უზრუნველყოფა ხელს უწყობს სიმულაციების დაჩქარებას და Nvidia AI-ს მიმართულებით მოწინავეა. Nvidia-ს ხელოვნურ ინტელექტს უკვე 25000-ზე მეტი კომპანია იყენებს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიები სულ უფრო ხშირად მიმართავს Nvidia-ს მეტავერსულ გადაწყვეტას, სახელწოდებით Omniverse.

ისეთ აქციებს, როგორიცაა Meta Platforms, Snap და Nvidia პოტენციური უარყოფითი მხარეც გააჩნია. როგორც აღინიშნა, ეს კომპანიები მეტავერსის მიმართულებით მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს. თუმცა, შესაძლებელია, რომ მეტავერსი არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორც ყველა იმედოვნებს. თუ ეს მიმართულება საბოლოოდ მომგებიანი არ აღმოჩნდება, მაშინ, უმჯობესი იქნებოდა ამ კომპანიებს გაწეული ხარჯები აქციონერებისთვის კაპიტალის დასაბრუნებლად გამოეყენებინათ.

ამ კომპანიების აქციების შეძენამდე მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟაზე ინვესტირების საფუძვლები გვესმოდეს.

მეტავერსის ფონდები

Roundhill Investments გთავაზობთ გაცვლით სავაჭრო ფონდს (ETF), რომელსაც ეწოდება Metaverse ETF. ეს ETF მოიცავს Meta Platforms-ს, Snap-სა და Nvidia-ს, ისევე როგორც ათობით სხვა კომპანიას, რომელიც მეტავერსზეა ორიენტირებული. ამ ფონდში ინვესტირება, შესაძლოა, მეტავერსის პოტენციურად მზარდი ტენდენციით სარგებლობისთვის შესანიშნავი გზა იყოს, რომელიც დივერსიფიკაციის საშუალებასაც გაძლევთ. თუმცა, ETF-ებში ინვესტირება აქციებში ინვესტირებისგან განსხვავდება, რადგან ETF მენეჯერებს შეუძლიათ აქტიურად იყიდონ/გაყიდონ პოზიციები და ინვესტორს მენეჯმენტის საკომისიო დააკისრონ.

შეჯამება

მეტავერსული ტენდენცია არის საინტერესო შესაძლებლობა, რომელშიც ინვესტირება რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მის გარშემო არსებულ ემოციურ აჟიოტაჟში არ ჩაერთოთ. თითოეული მეტავერსული ინვესტიცია ფრთხილად განხილვას საჭიროებს და ეს სეგმენტი თქვენი მთლიანი საინვესტიციო პორტფელის მხოლოდ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.

წინა

რატომ განაგრძობს Adobe-ის აქციების ფასი შემცირებას?

შემდეგი

ერთი შესანიშნავი ინვესტიცია, რომელიც მრავალი ინვესტორის პორტფელს შეეფერება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ერთი შესანიშნავი ინვესტიცია, რომელიც მრავალი ინვესტორის პორტფელს შეეფერება

ერთი შესანიშნავი ინვესტიცია, რომელიც მრავალი ინვესტორის პორტფელს შეეფერება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved