ბაზრის დანაკარგები მიუთითებს თქვენს საინვესტიციო პორტფელში რაიმე სახის შემცირებაზე ან გაზრდის ნაკლებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს ზარალს. ბაზრის მასიური კრახის დროს პანიკამ და პორტფელის დაშლამ, შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი ფული დაგაკარგვინოთ. თუმცა, დროულად უკან დახევაც უნდა შეგეძლოთ.
იმის უკეთ გასაგებად, თუ რა უნდა გააკეთოთ, ჯერ უნდა განსაზღვროთ რა სახის დანაკარგები გაქვთ. ქვემოთ მოცემულია ზარალის რამდენიმე გავრცელებული ტიპი.
- კაპიტალის დანაკარგი – ეს არის ისეთი დანაკარგი, რომელზეც ყველა ვფიქრობთ, როდესაც პორტფელის ზარალზე ვსაუბრობთ. ეს დანაკარგები, ზოგიერთ დანარჩენთან შედარებით, უფრო მარტივია. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ აქციებს ყიდულობთ და ფასი ეცემა, შესაბამისად, თქვენ ზარალდებით და განიცდით კაპიტალის დანაკარგს (განსხვავებით კაპიტალის მოგებისგან).
- შესაძლებლობის დანაკარგი – შესაძლებლობების დაკარგვა ადამიანს ფსიქიკურად, შეიძლება, უფრო მეტად უცრუებდეს იმედს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ შესაძლებლობის მოახლოება ხშირად უფრო რთული შესამჩნევია. შესაძლებლობების დანაკარგებით განცდილი ფინანსური ზარალი ყოველთვის ნათელი არ არის – თქვენ უბრალოდ გეცოდინებათ, რომ შესაძლებლობა გაუშვით ხელიდან, მის სიდიდეს კი ზუსტად ვერ განსაზღვრავთ.
- ხელიდან გაშვებული მოგებით მიღებული ზარალი – ეს მაშინ ხდება, როდესაც ინვესტორები, ფინანსური მაღალი დონის მიღწევის შემდეგ, დიდხანს იცდიან, იმის იმედით, რომ მათი ინვესტიცია ზრდას განაგრძობს. ეს ხშირად არასტაბილურ აქციებს ახასიათებს, როგორიც არის ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების აქციები, მაგრამ შეიძლება, სტაბილური აქციებიც მოიცვას.
- ზარალი ქაღალდზე – ეს მაშინ ხდება, როდესაც ინვესტორი არ ყიდის წაგებულ პოზიციას, რადგან „ეს ზარალი მხოლოდ ქაღალდზე არის ასახული.“ ხშირად ფიქრობენ, რომ თუ აქციებს შემცირებული ფასით არ გაყიდით, თქვენ ჯერ ფული არ დაგიკარგავთ, რადგან აქციები არ გაგინაღდებიათ. სინამდვილეში, თუ ქაღალდზე ზარალი განიცადეთ, თქვენმა საფულემაც იზარალა, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ბაზარზე რაიმე სახის ზარალის განცდა, შეიძლება, პანიკის გამომწვევი იყოს, მაგრამ თავი არ დაკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინვესტორის აზრით, ზარალის შემცირება და სხვა მომგებიანი არჩევანის პოვნა საუკეთესო რამ არის, ეს ყოველთვის არ არის ფისკალურად მომგებიანი ნაბიჯი.
ფაქტობრივად, მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ღირებულების (იყიდე და გაყიდე) საინვესტიციო სტრატეგიები 20 ან მეტი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ანაზღაურებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა, შეიძლება, ყველაფერი ცუდად მოგეჩვენოთ, თქვენი ხედვის გრძელვადიან პერიოდზე მიმართვა დანაკარგების უფრო პოზიტიური პერსპექტივის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დარწმუნებით ვერ გეტყვით, არის თუ არა გარკვეული აქციების ყიდვა ან გაყიდვა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება, შეგვიძლია მოგაწოდოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დანაკარგებს და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ.
- გაესაუბრეთ ფინანსურ მრჩეველს
- გააანალიზეთ თქვენი პოზიციები
- შეაფასეთ და მიიღეთ უკეთესი გადაწყვეტილებები
- განაგრძეთ ინვესტირება.