• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

როგორ მოქმედებს მადლიერების დღე და შავი პარასკევი აქციებზე?

ნოემბერი 24, 2023
in სიახლეები
როგორ მოქმედებს მადლიერების დღე და შავი პარასკევი აქციებზე?
გაზიარება

შავ პარასკევს დაფიქსირებულმა გაყიდვებმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს ინვესტორების თავდაჯერებულობისა და მომხმარებელთა ხარჯვის ტენდენციებს. როდესაც შავ პარასკევს სამომხმარებლო ხარჯები მაღალია, ინვესტორები ამით იღებენ პირველ მითითებას მომგებიანი სავაჭრო სეზონის შესახებ. ამ ტენდენციას შეიძლება საცალო ვაჭრობის კომპანიების აქციების ფასები ასახავდეს. ხოლო თუ ეს ფირმები შავ პარასკევს მოლოდინებს ვერ დააკმაყოფილებენ, შესაძლოა, მომხმარებლებმა ხარჯები შეამცირონ. ბირჟას კი ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაქცია ექნება.

მადლიერების დღის შემდგომი შოპინგი

საცალო მოვაჭრეები ეყრდნობიან შავი პარასკევის ძლიერ გაყიდვებს, რათა წლის განმავლობაში მოგება გამოიმუშაონ. როგორც წესი, ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ დიდ ფასდაკლებებს ჭარბ საქონელზე, სეზონურ და ძვირადღირებულ ნივთებზე, სადღესასწაულო დეკორაციებსა და საჩუქრებზე.

აშშ-ის ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის თანახმად, 2022 წელს, მადლიერების დღიდან კიბერ ორშაბათამდე1, თითქმის 197 მილიონმა ადამიანმა იყიდა ნივთები მაღაზიებში ან ონლაინ. ამ ხუთი დღის განმავლობაში თითო ადამიანის საშუალო დღიურმა ხარჯმა $325.44 შეადგინა. მთავარი შესყიდვები მოიცავდა ტანსაცმელს და აქსესუარებს, სათამაშოებს, სასაჩუქრე ბარათებს, წიგნებს, ვიდეო თამაშებს, საკვებს, ტკბილეულს და ელექტრონიკას.

მადლიერების დღის შემდეგ შაბათ-კვირას აშშ-ში შოპინგით დაკავებული ადამიანების რაოდენობა (2017-2022 წლების დინამიკა)

2023 წლისთვის მოსალოდნელია, რომ სადღესასწაულო ხარჯები ნოემბერსა და დეკემბერში რეკორდულ დონეს მიაღწევს — 2022 წელთან შედარებით 3%-4%-ით გაიზრდება და $957.3-$966.6 მილიარდს შეადგენს. 2022 წელს აშშ-ში მომხმარებელთა თითქმის ნახევარმა (46%) განაცხადა, რომ სადღესასწაულო საყიდლები ნოემბრამდე დაიწყო და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ეს ტენდენცია გაიზრდება.

ისტორიული სადღესასწაულო გაყიდვები და 2023 წლის პროგნოზი აშშ-ში

საცალო გაყიდვების სადღესასწაულო ტენდენციები

მადლიერების დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კვების ინდუსტრიაში მოღვაწეობენ, ხოლო შავ პარასკევს დიდი დატვირთვა აქვს საცალო ვაჭრობის ფირმებისთვის. ამასთან, აშშ-ის საფონდო ბირჟები მადლიერების დღეს დახურულია, ხოლო შავ პარასკევს — შეზღუდული დროით არის ღია.

ინვესტორები შავი პარასკევის გაყიდვების მაჩვენებლებს, საცალო ვაჭრობის სექტორის შესაფასებლად, დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ეკონომისტები, რომლებიც კეინსიანური2 დაშვებების მიხედვით მსჯელობენ, მიიჩნევენ, რომ დანახარჯები განაპირობებს ეკონომიკურ აქტივობას. შესაძლოა, მათ შავი პარასკევის სუსტი მაჩვენებლები შენელებული ზრდის მანიშნებლად შეაფასონ. ბაზრებზე, როგორც წესი, გაზრდილ სავაჭრო აქტივობას და უფრო მაღალ ანაზღაურებას ადგილი აქვს დღესასწაულის ან გრძელი შაბათ-კვირის წინა დღეს. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც დღესასწაულის ან შაბათ-კვირის ეფექტი.

Deloitte3-ის 2023 წლის სადღესასწაულო გამოკითხვის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ამ სადღესასწაულო სეზონზე მომხმარებლები საშუალოდ $1,652-ს დახარჯავენ, რაც 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელს აღემატება.

საფონდო ბირჟის წარმადობა

2001 წლიდან 2022 წლამდე, S&P 500-ის საერთო წარმადობა მადლიერების დღესასწაულის გარშემო არაერთგვაროვანი იყო და პოზიტიური ანაზღაურება მხოლოდ შემთხვევების ნახევარში დაფიქსირდა. ამ დროის განმავლობაში, S&P 500 1%-ზე მეტით გაიზარდა მხოლოდ სამ შავ პარასკევს — 2001, 2007 და 2012 წლებში, მაგრამ 2009 წელს ინდექსი დაახლოებით 1.7%-ით დაეცა.

აშშ-ის სექტორი, რომელზეც მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება შავი პარასკევის წინა და მომდევნო კვირების პერიოდში, საცალო ვაჭრობაა. გასული 10 წლის განმავლობაში, ამ სექტორის წარმადობამ, აღნიშნულ ორკვირიან პერიოდში, ზოგადად S&P 500-ს აჯობა.

საიდან მოდის ტერმინი „შავი პარასკევი“?

შავმა პარასკევმა ეს სახელწოდება ფილადელფიაში 1960-იან წლებში მიიღო. აქ ყოველწლიურ საფეხბურთო მატჩს სახმელეთო და საზღვაო ჯარებს შორის ძალიან ბევრი ტურისტი ესწრებოდა. მადლიერების დღის შემდეგ კი ისინი მზად იყვნენ, მაღაზიებში ფული დაეხარჯათ. პოლიციამ გრძელ სამუშაო დღეს, რომელსაც თან ახლდა მოძრაობის შეფერხება, ხალხმრავლობა და უამინდობა, „შავი პარასკევი“ უწოდა.

საცალო მოვაჭრეები ცდილობდნენ მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინათ ტერმინი „დიდი პარასკევი“, მაგრამ ეს მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ხალხმრავლობისა და მყიდველთა დიდი რიგების შემდეგ, „შავი პარასკევის“ გამოყენება საცალო მოვაჭრეებმაც დაიწყეს. მათ ეს სახელწოდება დააკავშირეს ფინანსურს ტერმინთან — “in the black”, რომელიც მომგებიანობას ნიშნავს, რადგან შავი პარასკევი საცალო ვაჭრობის ფირმების მომგებიანობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.


[1] Cyber Monday არის აშშ-ის მადლიერების დღესასწაულის მომდევნო ორშაბათს, რომელიც ონლაინ საცალო მოვაჭრეების მიერ არის ხელშეწყობილი, როგორც განსაკუთრებით ხელსაყრელი გარიგებების დღე.

[2] მაკროეკონომიკური თეორია ეკონომიკაში მთლიანი ხარჯვის და მისი ეფექტების შესახებ გამომუშავებაზე, დასაქმებასა და ინფლაციაზე. იგი შეიმუშავა ბრიტანელმა ეკონომისტმა — ჯონ მეინარდ კეინსმა 1930-იან წლებში დიდი დეპრესიის გააზრების მცდელობისას.

[3] Deloitte-ის საქმიანობა დაკავშირებულია აუდიტთან, დაზღვევასთან, ფინანსურ კონსულტაციასთან, გადასახადებთან და სხვა მსგავს სერვისებთან.

წინა

კვარტალური ანგარიშის შემდეგ Burlington Stores-ის აქციების ფასი თითქმის 21%-ით გაიზარდა

შემდეგი

ჯეფ ბეზოსმა ახლახან Amazon-ის 1.6 მილიონი აქცია გააჩუქა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ჯეფ ბეზოსმა ახლახან Amazon-ის 1.6 მილიონი აქცია გააჩუქა

ჯეფ ბეზოსმა ახლახან Amazon-ის 1.6 მილიონი აქცია გააჩუქა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved