ძლიერდება ზეწოლა კომპანიებზე, რომ რუსეთის უკრაინასთან ომის ფონზე, აგრესორ ქვეყანასთან კავშირები გაწყვიტონ. ზოგიერთი კომპანია ამ პროცესში პროაქტიური იყო, მაგალითად, ნავთობის გიგანტები, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა დატოვეს რუსეთი. BP ტოვებს თავის 20%-იან წილს, რომელიც მას რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ში გააჩნია. შედეგად კი მას მოუწევს უზარმაზარი თანხის – $25 მილიარდის გადახდა. ამავდროულად, Shell უარს ამბობს რუსეთში ყველა ოპერაციასა და პარტნიორობაზე, მათ შორის რუსეთის მთავრობის საკუთრებაში არსებულ მორიგ ნავთობ გიგანტთან – Gazprom-თან, რამაც შეიძლება მისთვის $3 მილიარდის ოდენობით ზარალი გამოიწვიოს.
როგორც ჩანს, თუ რუსეთის მთავრობის ნავთობზე დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ეს ადეკვატური პასუხია, მაგრამ, გარდა ნავთობკომპანიებისა, სამომხმარებლო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიების მმართველებიც აჩერებენ რუსეთში ოპერაციებს ან ამ ქვეყნის საწარმოებში თავიანთ წილებს ყიდიან.
იბადება კითხვა, თუ რუსეთიდან გასვლა სწორია, რატომ უნდა გაჩერდნენ კომპანიები? ინვესტორებმა უნდა განიხილონ დივესტირების (გარკვეული სახის აქტივების შემცირება ფინანსური, ეთიკური ან პოლიტიკური მიზნებისთვის ან ფირმის მიერ არსებული ბიზნესის გაყიდვა) უფრო ფართო შედეგები, თუ მოწოდებები პრინციპული პოზიციის შესახებ ამ კონფლიქტის ჩარჩოებს გასცდება.
ქვიშაში ხაზების გავლება
იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთთან კავშირს წყვეტს, იზრდება. იელის უნივერსიტეტი შეჭრაზე მსხვილი კორპორაციების რეაგირებას აფიქსირებს და ბოლო შედეგებით, რუსეთი 200-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა.
Disney, Nike, TJX, Netflix ტოვებენ ქვეყანას. Tik-Tok კი არ დაუშვებს რუსეთში ახალ პოსტებს.
სხვები, როგორიც არის Alphabet-ის Youtube, რუსულ არხებს მონეტიზაციის ნებას არ დართავს. Roku, Snap და Spotify რუსეთში რეკლამების გაყიდვებს წყვეტენ. საავტომობილო კომპანიები, როგორებიც არის, Ford, GM და Stellantis აჩერებენ ერთობლივ წარმოებას ან ასრულებენ რუსეთში გადაზიდვებს.
თუმცა ზოგიერთი კომპანია რუსეთში ბიზნესის წარმოებას აგრძელებს. მაგალითად, Twitter პლატფორმიდან კრემლთან დაკავშირებულ რეკლამებს შლის, მაგრამ აგრძელებს ამ ქვეყანაში ფუნქციონირებას, რადგან ის განიხილება, როგორც რუსი ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება.
ბიზნესის კეთების ღირებულება
მრავალი კომპანია რუსეთში ბიზნესის კეთების მიმართ ორმაგ მიდგომას იყენებს, აჩერებს ახალ გადაზიდვებს ან ინვესტიციებს, მაგრამ აუცილებელი ნივთების გაყიდვას აგრძელებს. მაგალითაც, იოგურტის მწარმოებელ Danone-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანიას ეკისრება „პასუხისმგებლობა“ რუსეთში ოპერირება გააგრძელოს, თუმცა კომპანია ახალ ინვესტიციებს არ ახორციელებს.
მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ზეწოლა და ბოიკოტის მუქარა განხორციელდა სხვა კომპანიებზე, რომლებიც თავდაპირველად უკან დახევას თავს არიდებდნენ. იელის უნივერსიტეტის თანახმად, PepsiCo, Kellogg, McDonald’s და Starbucks ჯერ კიდევ აწარმოებდნენ ბიზნესს რუსეთში, თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველამ გადაწყვიტა ოპერაციების შეჩერება.
Pepsi კომპანიაში გაზიანი წყლის გაყიდვას წყვეტს, მაგრამ საკვები პროდუქტების მიწოდებას გააგრძელებს. ასევე Kellog შეაჩერებს გადაზიდვებს, მაგრამ დიდი ბრიტანეთი იტყობინება, რომ კომპანიას რუსეთში აქვს 3 ქარხანა, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებს.
მეორეს მხრივ, Coca-Cola-მ რუსულ საინფორმაციო გამოშვება Tass-განუცხადა, რომ რუსეთს არ დატოვებს, რადგან კომპანიას პარტნიორების, საზოგადოებისა და ათასობით თანამშრომლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია. მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობას წყვეტენ.
ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთ სამომხმარებლო კომპანიაში, თავშეკავებას ფინანსური მიზეზი ჰქონდა. ამ ქვეყანაში დასამკვიდრებლად კომპანიები წლების განმავლობაში მილიარდობით ან ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავდნენ და ყველანაირი კავშირის გაწყვეტა მათთვის დიდი ზარალია.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ის გავლენა, რომელიც კომპანიებისთვის რუსეთის ბაზრის დატოვებას ექნება.
კომპანია | რუსული ექსპოზიცია |
Caterpillar | $4 მილიარდი (შემოსავლის 8%) |
Kimberly Clark | $600 მილიონი (შემოსავლის 3%) |
McDonald’s | $2.3 მილიარდი (შემოსავლის 9%) |
Mondelez International | $1 მილიარდი (შემოსავლის 3.5%) |
Nestle | $1.7 მილიარდი (შემოსავლის 2.3%) |
რამდენად შორს მიდის ეს პროცესი?
ეს არ არის უმნიშვნელო თანხები, მაგრამ ბევრი კომპანიისთვის, იმასთან შედარებით თუ რა მოცულობის შემოსავლებს იღებენ ისინი სხვა ქვეყნებისგან, შეიძლება უმნიშვნელო მაჩვენებლები იყოს.
ჩნდება აშკარა კითხვა: თუ კომპანიებზე, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზნით, ზეწოლას აქვს ადგილი, რატომ არ არის იგივე დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ, რომელსაც უიღურების ეთნიკური მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდური კამპანია ედება ბრალად და როგორც ცნობილია, შესაძლოა, ტაივანში შეიჭრას.
ჩინეთი მრავალი კომპანიის ზრდის მთავარი წერტილია. McDonald’s-ს ჩინეთში 4,395 რესტორანი აქვს, რაც ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ბაზარზე მეტია. ჩინეთში ოპერაციების შეწყვეტა, რუსეთის 847 ლოკაციის დაკარგვასთან შედარებით, დამღუპველი იქნებოდა.
Starbucks ჩინეთში არსებული 17,100 ყავის მაღაზიის 31%-ს ფლობს და კომპანიის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ჩინეთი Starbucks-ის ზრდისა და მომგებიანობისთვის გადამწყვეტია.
Disney ჩინეთში ორ თემატურ პარკს ფლობს, თუმცა მთლიანობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი კომპანიის შემოსავლის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს.
საბოლოო ანგარიში
იმის გამო, რომ ამ კომპანიებიდან მრავალი სოციალური სამართლიანობის საკითხებში აქტიურად იყო ჩართული, საზოგადოება მოელის, რომ ამ კომპანიებს გლობალური მოვლენების შესახებ უფრო ვრცელი ხედვა ექნება. ომი, ალბათ, ყველაზე დამანგრეველი ბოროტებაა, რომელსაც ადამიანებისა და ეკონომიკისთვის უდიდესი ზარალი მოაქვს, მაგრამ რუსეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომპანიებისთვის შეიძლება უფრო რთული ამოცანა იმის გადაწყვეტა იყოს, თუ რამდენად ღირსეულ გზას აირჩევენ ისინი.