• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Nike ფულს?

ნოემბერი 7, 2024
in ინდუსტრიები
როგორ გამოიმუშავებს Nike ფულს?
გაზიარება

NIKE ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გლობალური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს, ავითარებს და ყიდის სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, აღჭურვილობას, აქსესუარებსა და მომსახურებას.

Nike-ის ინდუსტრია

Nike-ის პროდუქციის უმეტესი ნაწილი დამოუკიდებელი კონტრაქტორების მიერ მზადდება. ისინი მომხმარებლებს Nike-ის საცალო მაღაზიებისა და ციფრული პლატფორმების მეშვეობით ან დამოუკიდებელი დისტრიბუტორების, ლიცენზიატებისა და გაყიდვების წარმომადგენლების მიერ მიეწოდება.

NIKE დაფუძნებულია ორეგონში და მას ბევრი გლობალური კონკურენტი გააჩნია, მათ შორის არიან Adidas AG, ASICS Corp., Lululemon Athletica, Puma SE და Under Armour. Nike ბაზარზე სამი სეგმენტის საშუალებით ოპერირებს: Nike-ის ბრენდი, Converse და კორპორატიული მიმართულება.

  • Nike-ის ბრენდი: მოიცავს ექვს გეოგრაფიულ სეგმენტს: ჩრდილოეთ ამერიკა; ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა; დიდი ჩინეთი1; აზია წყნარი ოკეანე და ლათინოამერიკა; და გლობალური ბრენდის განყოფილებები.
  • Converse: Nike-ის Converse სეგმენტი ჩართულია ყოველდღიური სპორტული ფეხსაცმელების, ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინში, დისტრიბუციაში, ლიცენზირებასა და გაყიდვაში შემდეგი სავაჭრო ნიშნებით: Converse, Chuck Taylor, All-Star, One Star, Star Chevron და Jack Purcell.
  • კორპორატიული მიმართულება: Nike-ის კორპორატიული სეგმენტის შემოსავალი ძირითადად შედგება უცხოური ვალუტის ჰეჯირების მოგებისა და ზარალისგან, რაც Nike-ის სხვა საოპერაციო სეგმენტების შემოსავლებთან არის დაკავშირებული.

Nike-ის ფინანსები

ბოლო კვარტალური ანგარიში Nike-მა 21 მარტს გამოაქვეყნა. ფისკალური 2024 წლის მესამე მეოთხედში კომპანიის შემოსავალმა $12.43 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.27 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.98 (პროგნოზი — $0.76). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $0.77 შეადგინა, რამაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.06-ით გადააჭარბა.

Nike-ის ფინანსურმა დირექტორმა — მეთიუ ფრენდმა გაიმეორა პროგნოზი, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი დაახლოებით 1%-ით გაიზრდება. თუმცა, მისი თქმით, ფისკალური 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება.

დეკემბერში, წინა კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას, Nike-ის მენეჯმენტმა ფისკალური 2024 წლისთვის ზრდის პროგნოზები შეამცირა საზღვარგარეთულ ბაზრებზე სისუსტის მიზეზით. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ჩინეთის, ამასთან ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ბიზნესებს. კომპანიამ კი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხარჯების დაახლოებით $2 მილიარდით შემცირების გეგმები დააანონსა.

ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Nike-ის პროდუქტის ხაზებით მიღებული შემოსავალი ასე იყოფა: ფეხსაცმელი (68%); ტანსაცმელი (28%); აღჭურვილობა (4%) და სხვა.

ისტორია და ხელმძღვანელობა

Nike-ის სახელწოდება შთაგონებულია გამარჯვების ბერძენი ქალღმერთის სახელით. კომპანია 1964 წელს, ფილ ნაითისა და ბილ ბოუერმანის მიერ დაარსდა და იმ დროისთვის მას Blue Ribbon Sports ერქვა. 1970-იან წლებში Nike იაპონური ფეხსაცმელების იმპორტიდან საკუთარის შექმნაზე გადავიდა. 1971 წელს კომპანიის ლოგო კაროლინ დევიდსონმა შექმნა. ამჟამად Nike-ს აქვს სათავო ოფისები აშშ-ში, ჩინეთსა და ნიდერლანდებში. მისი აღმასრულებელი დირექტორი კი ჯონ დონაჰოეა.

Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] ეს ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება ყველა იმ რეგიონის აღსანიშნად, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (PRC), ისე ჩინეთის რესპუბლიკა (ROC).


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?

შემდეგი

რას ნიშნავს Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?
ინდუსტრიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?
ინდუსტრიები

რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რა არის ARPU?
ინდუსტრიები

რა არის ARPU?

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?

რას ნიშნავს Apple-ის „გალავნიანი ბაღი“?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved