Apple-ის ყველაზე ცნობილი პროდუქტი — iPhone, რომელიც კომპანიამ 2007 წელს გამოუშვა, იყო რევოლუციური მოწყობილობა, რომელმაც ტექნოლოგიურ გიგანტს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ამ სმარტფონმა, რომელიც, სავარაუდოდ, კომპანიების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია, Apple გლობალურ კულტურულ ფენომენად აქცია.
დღესაც კი, iPhone Apple-ისთვის ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტია, რომელმაც ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში (დასრულდა 2023 წლის 30 დეკემბერს) კომპანიას $69.7 მოუტანა. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, სმარტფონზე Apple-ის მთლიანი შემოსავლის 58% მოდის. ეჭვგარეშეა, რომ ბიზნესი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ პროდუქტით ისევე, როგორც სხვა მოწყობილობებით: MacBook, iPad, AirPods და Apple Watch.
თუმცა, როდესაც საქმე მომგებიანობას ეხება, მოწყობილობების გაყიდვები ფერმკრთალდება სხვა მზარდ სეგმენტთან შედარებით.
Apple-ის მძლავრი ეკოსისტემის ჩამოყალიბება
გასულ კვარტალში სერვისების მიმართულებისგან გამომუშავებულმა ფულმა Apple-ის მთლიანი შემოსავლის 19% შეადგინა. ამ სეგმენტის გაყიდვები წლიურად 13%-ით გაიზარდა, უფრო სწრაფად, ვიდრე პროდუქტების განყოფილებაში, სადაც გაყიდვები არსებითად უცვლელი იყო. სერვისები შედგება სხვადასხვა მიმართულებისგან, როგორიც არის რეკლამირება, AppleCare, iCloud, App Store, Arcade, Fitness+, Music, News+, TV+, Apple Card და Apple Pay.
გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში ეს სეგმენტი სწრაფი ტემპით გაფართოვდა, მისი საოცარი მთლიანი მარჟა — 72.8% — ბევრად აღემატება მოწყობილობების სეგმენტის იმავე მაჩვენებელს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს შეთავაზებები ციფრული ხასიათისაა, რაც დაბალ ზღვრულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
გარდა ზრდის ხელშეწყობისა და გაუმჯობესებული მომგებიანობისა, სერვისების სეგმენტი მხარს უჭერს Apple-ის მთელ ეკოსისტემას. ამის გარეშე, გლობალური ბაზა, რომელიც 2.2 მილიარდი აქტიური მოწყობილობისგან შედგება, არაფრით იქნება განსხვავებული სხვა პროდუქტებისგან და კომპანიას ფასწარმოქმნის ძალაუფლებას არ მისცემს.
თუმცა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფა და გამოწერის სერვისები კომპანიის პროდუქტებს ბევრად უფრო ღირებულს ხდის. ისინი განაპირობებს მიჯაჭვულობას და მომხმარებელთა ლოიალობას.
ანალიტიკოსების შეფასებები
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $181.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $206.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.