• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მიუხედავად წარუმატებელი კვარტლისა საყიდელ აქციათა შორის უნდა გქონდეთ Goldman Sachs

იანვარი 28, 2022
in სიახლეები
აქციები ეცემა
გაზიარება

Goldman Sachs-ის ჯგუფისთვის გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიმდინარე წელი არცთუ წარმატებულად დაიწყო. 2021 წელს კომპანიამ $21 მილიარდი გამოიმუშავა –  რაც 2019 წლის მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს.

მიუხედავად აღნიშნული შედეგისა ინვესტორები მაინც ვერ გრძნობენ თავს ბედნიერად. გასულ კვირას, Goldman-ის აქციები დაეცა 10%-ით, რამაც მისი ფასი ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით დაბალ ზღვრამდე დაწია. ამის შემდეგ,  მეოთხე კვარტლის მოგებამ 10,81 აშშ დოლარი შეადგინა აქციაზე, რაც  პირველად ბოლო შვიდი კვარტლის განმავლობაში, ჩამოუვარდებოდა დაპროგნოზებულ შედეგს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს არსებობს შესაძლებლობა განახორციელოთ ინვესტიცია უოლ სტრიტის ყველაზე პრესტიჟულ საინვესტიციო საბანკო ნაწილში და თან ეს გააკეთოთ მიმზიდველ ფასად. Goldman იყო 2021 წლის საუკეთესო აქციებს შორის, აქციამ  47,6% ზრდა დააფიქსირა და, როგორც ჩანს, მზად არის კიდევ ერთი აღმავალი წლისათვის.

უოლ სტრიტის გიგანტების მსგავსად, გოლდმანმაც მიიღო მნიშვნელოვანი მოგება ობლიგაციების, ვალუტების, საქონლისა და აქციების ვაჭრობიდან.  მიუხედავად აღნიშნულისა, Goldman უფრო მეტად არის დამოკიდებული საინვესტიციო საბანკო მიმართულებაზე განსხვავებით მისი კონკურენტებისაგან, რაც ზრდის რისკის ფაქტორს. ამან შეიძლება მისი მოგება უფრო არასტაბილური და ნაკლებად პროგნოზირებადი გახადოს.

კონკურენცია, Goldman Sachs და კონკურენტები:

 

„გოლდმენის შემოსავალი მკვეთრად უნდა გაიზარდას პანდემიამდე არსებულთან შედარებით“, ამბობს დევინ რაიანი, JMP Securities-ის ანალიტიკოსი. მას აქვს რეიტინგი და აქციის ფასად  460 აშშ დოლარს ვარაუდობს.

რაიანი ამბობს, რომ ფირმა პრაქტიკულად არ იღებს საკრედიტო ვალდებულებას ახალი ბიზნესი მიმართულებებით გაფართოებისათვის, მნიშვნელოვანია რომ ასეთთა შორისაა   ციფრული სამომხმარებლო საბანკო ფრანჩაიზი Marcus, რომლის პორტფელშიც შედის  100 მილიარდ დოლარზე მეტი დეპოზიტები, 10 მილიონი კლიენტი და შედეგად 2021 წლის მიღწეული შემოსავალი 1,5 მილიარდი დოლარია. გოლდმანი არ ამხელს აღნიშნული მიმართულების მოგების მოცულობას. თუმცა ბიზნეს სტრუქტურიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ Goldman პლატფორმის ღირებულება $10 მილიარდსაც აჭარბებდეს.

კომპანიას ასევე აქვს სწრაფად მზარდი ბიზნესი კლიენტებისთვის ალტერნატიული აქტივების, მათ შორის კერძო კაპიტალის მართვის მიმართულებით. მისი მართვის ქვეშაა 2,5 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქტივები, რომელიც სხვადასხვა პლატფორმას მოიცავს. 

ეს ბიზნესის მიერ არჩეული გზის ნაწილია, რომელიც შემოსავლების დივერსიფიკაციას მოიცავს. 

მიუხედავად სამომხმარებლო მიმართულების ზრდისა ინვესტორებს ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული კითხვები.  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ გოლდმანი არ მიყვება საპროცენტო განაკვეთების ზრდის სტრატეგიას, განსხვავებით აღნიშნულ სექტორში მყოფი სხვა მოთამაშეებისაგან.

კიდევ ერთი საკითხია, რომ Goldman-ის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით სახელფასო ნაწილი, რომელიც გასულ წელს გაიზარდა 33%-ით და $17,7 მილიარდს მიაღწია. ინვესტორები შიშობენ, რომ ფირმას უწევს კვალიფიციური კადრებისათვის მაღალი ანაზღაურების გადახდა, შემდეგ კი შესანარჩუნებელი ხარჯი კიდევ უფრო იზრდება. 

თუმცა კომპანია აღნიშნულს უარყოფს.

„ჩვენი ანაზღაურება რეალურ შედეგზეა მიბმული რაც იმას ნიშნავს, რომ კომპენსაცია ცვალებადია ორივე მიმართულებით“, განაცხადა Goldman-ის ფინანსურმა დირექტორმა დენის კოულმანმა. “თუ ეს წელი განსხვავებული იქნება 2021 წლისგან, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული ხარჯი შედეგის მიხედვით დავაკორექტიროთ.”

გოლდმანის საბალანსო ღირებულებამ 2022 წლის ბოლოსთვის შეიძლება აქციაზე  310 აშშ დოლარს გადააჭარბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციები ივაჭრება 1,1-ჯერ მეტად წინა საბალანსო ღირებულებასთან შედარებით. რა მიმდინარე შედეგთან შედარებით მცირედით კლებას გულისხმობს. როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ კომპანიას აქვს მოძველებული შეხედულება, რაც კომპანიის მისწრაფებაში გამოიხატება, კომპანიაში აცხადებენ რომ:  „საბალანსო ღირებულების სტაბილურად გაფართოება მნიშვნელოვანი კორპორატიული მიზანია.“

მისი ბიზნეს მიმართულებების გათვალისწინებით, როგორებიცაა:  საინვესტიციო ბანკინგი და აქტივების მენეჯმენტი, გოლდმანი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მისი საბალანსო ღირებულება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც რომ 2022 წლის განმავლობაში აქციაზე 40 დოლარის მოგება კარგი შედეგი უნდა იყოს, რაც თითქმის გაორმაგებულია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნული აქციას დატოვებს სოლიდური შემოსავლის მომტანად. ინფორმაციისათვის უნდა ითქვას რომ  გოლდმანმა 2021 წელს აქციაზე რეკორდული 59,45 აშშ დოლარის გამომუშავება მოახერხა.

აქციები ახლა 2.3% უკუგებას იძლევა, ეს კი მას შემდეგ, რაც ფირმამ დივიდენდი 60%-ით გაზარდა 2021 წელს. დივიდენდის კიდევ ერთი ზრდის კარგი შესაძლებლობა 2022 წელია.

Goldman-მა უნდა განაახლოს ინფორმაცია ინვესტორებისათვის, ეს უნდა მოხდეს თებერვალში, საკითხი მის სტრატეგიულ ინიციატივებს შეეხება, რომლის შესახებაც 2020 წლის დასაწყისში გააჟღერა.

ჯერჯერობით, კომპანიამ მიაღწია თავის სამ მთავარ მიზანს: 

  • არსებული ფრენჩაიზის გაფართოება და გაძლიერება. 
  • ბიზნესის დივერსიფიკაცია.
  • საშუალო შემოსავლის გაზრდა. 

ინვესტორებს აინტერესებთ, გაზრდის თუ არა გოლდმანი კაპიტალზე უკუგებას, რაც დღეს 13%-ს  უდრის.

კოულმანი ამბობს: „ჩვენ ვართ ხუთეულში როგორც აქტივების მენეჯერები, როგორც Goldman Sachs-ის ნაწილი. ჩვენ გვაქვს სამომხმარებლო ციფრული ბანკი დიფერენცირებული პროდუქტებით რომელიც არის აქტიური ზრდის რეჟიმში ასევე Goldman Sachs-ის შიგნით. ჩვენ გვაქვს წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs და ვართ წამყვანი გაყიდვებისა და ვაჭრობის ბიზნესის მიმართულებით.“

ამ მიმართულებების ჯამი, ალბათ, გაცილებით მეტია, ვიდრე გოლდმანის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება $120 მილიარდი. 

ეს კი კომპანიასა და მის აქციაზე პოიტიური შეფასებით განგვაწყობს. 

წინა

Spotify-ის აქციებმა 2022 წელს ღირებულების 25%-მდე დაკარგა

შემდეგი

5 უსაფრთხო დიდი დივიდენდების მქონე აქცია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
დიდი პოტენციალის მქონე აქციები, რომელთა შეძენაც ღირს 20$-ადაც კი

5 უსაფრთხო დიდი დივიდენდების მქონე აქცია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved