• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავების ფონზე, აქციებთან ერთად ფიუჩერსების ფასიც ეცემა

მარტი 4, 2022
in სიახლეები
რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავების ფონზე, აქციებთან ერთად ფიუჩერსების ფასიც ეცემა
გაზიარება

პარასკევს, აშშ-ის აქციებთან ერთად ფიჩერსების ფასიც დაეცა, რადგან ომის რისკები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა. გარდა ამისა, ინვესტორები აშშ-ში სამუშაო ადგილების შესახებ ყოველთვიურ მონაცემებს ელოდნენ.

S&P 500-ის ფიუჩერსული კონტრაქტების ფასი შემცირდა, მიუხედავად უკრაიანის განცხადებისა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. 2020 წლის ოქტომბრის ყველაზე უარესი კვირის გზაზე ევროპის Stoxx 600-ის საორიენტაციო მაჩვენებელი 1.5%-ზე მეტით შემცირდა, ამავდროულად კი დაიკლო აზიის საფონდო ინდექსმა.

უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა, რომ რადიაციის დონე არ შეცვლილა. ევროპის უდიდესი ატომური სადგურის ტერიტორია რუსულმა ჯარმა დაიკავა.

ბაზარზე მიმდინარე ასეთი პროცესების ფონზე, მოკლევადიანი სახაზინო თამასუქების ფასი გაიზარდა, ნავთობმა კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა გაახანგრძლივა. დოლარის კურსი გამყარდა, ევრო – გაუფასურდა.

რუსეთის მეზობელ ქვეყანაში შეჭრის, ასევე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, ბაზარზე რისკის „მადა“ შემცირდა. ამასთან, ენერგიის, ლითონისა და მარცვლეულის ხარჯები გაიზარდა, რადგან მოვაჭრეები რუსეთის ნავთობსა და სხვა რესურსებს ერიდებიან.

Bank Of America Corp., EPFR Global-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპულმა საფონდო და ფინანსურმა აქციებმა 2 მარტამდე, მთელი კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი გადინება განიცადა, მაშინ როდესაც ინვესტორები ნაღდი ფულისკენ მიისწრაფოდნენ.

ვაჭრობის აკრძალვა

ზედიზედ მეხუთე დღეა, რაც რუსეთის საფონდო ბირჟა დახურულია. ეს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში რეკორდს წარმოადგენს. ამ ფაქტის მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთი შიდა ინვესტორებზე სანქციების გავლენის თავიდან აცილებას ცდილობს.

კონფლიქტისგან მოშორებით, მოვაჭრეები აფასებენ მონეტარული პოლიტიკის პერსპექტივას და აშშ-ში დასაქმების ყოველთვიურ ანგარიშს ელიან.

ხუთშაბათს, ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) ხელმძღვანელმა – ჯერომ პაუელმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ FRS, ინფლაციის შესაჩერებლად, საპროცენტო განაკვეთების ზრდის სერიის დაწყებას აპირებს. იგი ასევე მიუთითებს, რომ ეს პროცესები კეთილგონივრულად წარიმართება და გათვალისწინებული იქნება ინფლაციის რისკები.

City Index-ის ფინანსური ბაზრების უფროსმა – ფიონა ცინკოტამ განაცხადა, რომ საქონლის ფასების ზრდა დიდი შეშფოთების საგანია, რაც სტაგფლაციის შიშს იწვევს. მან ასევე დასძინა, რომ ამ ომის საკვანძო ეკონომიკური შედეგები: ფართო მოხმარების საქონლის ფასების ზრდა, ენერგიის მომატებული ფასები, ზრდის ტემპების შენელება და ზრდადი ინფლაცია, ნამდვილად არ არის საუკეთესო პერსპექტივები.

წინა

4 მიზეზი, რატომ დაიბრუნა Target-მა უოლ სტრიტის პატივისცემა

შემდეგი

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved