საფონდო ბირჟაზე ინვესტირება შეიძლება შესანიშნავი სტრატეგია იყოს დროთა განმავლობაში სიმდიდრის დასაგროვებლად, მაგრამ დამწყებთათვის ეს სფერო ხშირად გაურკვევლობებით არის აღსავსე. კარგი ამბავი ის არის, რომ სწორი ცოდნითა და გააზრებული მიდგომით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატებული საინვესტიციო მოგზაურობის დაწყება. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ მარტივ ნაბიჯებს, რომლებიც დაგეხმარებათ, საინვესტიციო სამყაროს ნაწილად იქცეთ.
ორიენტირდით განათლება
სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, ამ მიმართულებით საკუთარი თავის განათლებაზე იზრუნეთ. გაეცანით საფონდო ბირჟის საფუძვლებს, მიიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა საინვესტიციო პროდუქტის შესახებ და ა. შ.
ფინანსური განათლება ეკონომიკური კეთილდღეობის გადამწყვეტი ასპექტია. ის ინდივიდებს უზრუნველყოფს ცოდნითა და უნარებით, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვისთვის, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ფინანსურ უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად არის აუცილებელი.
თვალი ადევნეთ რეპუტაციულ ფინანსურ ვებგვერდებს და ბლოგებს; დაესწარით სემინარებს და ა. შ.
განსაზღვრეთ საკუთარი ფინანსური მიზნები
ნათლად ჩამოაყალიბეთ ფინანსური მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა მიზნით მიმართავთ ინვესტირებას — პენსიაზე გასასვლელად, სახლის შესაძენად და ა. შ. — სწორედ ეს მიზნები აყალიბებს თქვენს საინვესტიციო სტრატეგიას. მიზნების ცოდნა დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში და უფრო დიდ სურათზე კონცენტრირებაში.
შეაფასეთ რისკისადმი ტოლერანტობის დონე
ინვესტიციების სხვადასხვა ტიპს რისკის განსხვავებული დონე ახასიათებს, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენ მიერ შერჩეული საინვესტიციო პროდუქტის ეს მახასიათებელი რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონეს შეესაბამებოდეს. გახსოვდეთ, რომ პოტენციურად უფრო დიდ ანაზღაურებას, როგორც წესი, თან ახლავს რისკის უფრო მაღალი დონე.
შეადგინეთ ბიუჯეტი
ხარჯების ეფექტურად სამართავად შეადგინეთ ბიუჯეტი. სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ მყარი ფინანსური საფუძველი, მათ შორის გადაუდებელი საჭიროების ფონდი მოულოდნელი ხარჯების დასაფარად. ასევე პრიორიტეტად აქციეთ მაღალპროცენტიანი ვალისგან გათავისუფლება.
შეარჩიეთ სწორი საინვესტიციო პლატფორმა
შეარჩიეთ სანდო საბროკერო კომპანია, რომელიც მცირე ინვესტორებს ემსახურება. ორიენტირდით დაბალ საკომისიო გადასახადზე, მოსახერხებელ პლატფორმაზე და საგანმანათლებლო რესურსების არსებობაზე. შეარჩიეთ ისეთი პლატფორმა, რომელიც წილადობრივი (ფრაქციული) აქციების შეძენას გთავაზობთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც შეზღუდული ფულადი სახსრებით იწყებთ ინვესტირებას.
მიმართეთ დივერსიფიკაციას
დივერსიფიკაცია ინვესტირების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. გადაანაწილეთ თქვენი ფული აქტივთა სხვადასხვა კლასზე, რათა რისკი შეამციროთ. იფიქრეთ საინდექსო ფონდებში ან ETF-ებში ინვესტირებაზე — ეს საინვესტიციო პროდუქტები ინვესტორებს მყისიერი დივერსიფიკაციით უზრუნველყოფს და დამწყებთათვის შესაფერის ვარიანტს წარმოადგენს.
იყავით ინფორმირებული
თქვენი ინვესტიციების დაცვაში საფონდო ბირჟის სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რეგულარულად გადახედეთ საკუთარ ინვესტიციებს, შეაფასეთ მათი წარმადობა და, საჭიროების შემთხვევაში, საინვესტიციო პორტფელში ცვლილებები შეიტანეთ.
აკონტროლეთ პორტფელი
თვალყური ადევნეთ თქვენს ინვესტიციებს. პერიოდულად გადახედეთ პორტფელს, რათა მისი წარმადობა შეაფასოთ და დარწმუნდეთ, რომ ის თქვენს მიზნებს შეესაბამება. ეს მუდმივი მონიტორინგი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, როდის არის ხელახალი დაბალანსების დრო.
ორიენტირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე
საფონდო ბირჟისთვის არასტაბილური პერიოდები დამახასიათებელია, თუმცა ისტორიულად, გრძელვადიან პერსპექტივაში ფართო ბაზარი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მოერიდეთ ბაზრის მოკლევადიანი მოძრაობებიდან გამომდინარე მოქმედებას და დიდ სურათზე ფოკუსირდით. გრძელვადიანი მიზნებისადმი ერთგულების შენარჩუნებით არასტაბილურობის პერიოდების თავდაჯერებულად გადალახვას შეძლებთ.