• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

პარასკევს Deckers Outdoor-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მაისი 27, 2024
in სიახლეები
პარასკევს Deckers Outdoor-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
გაზიარება

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Deckers Outdoor-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კომპანიის აქციების ფასმა 14%-ზე მეტით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 53%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Deckers Outdoor-ის აქციების ფასი თითქმის 600%-ით გაიზარდა, რაც ბევრად აჭარბებს იმავე პერიოდში S&P 500-ის აღმასვლის 93%-იან მაჩვენებელს. მომხმარებლებს კომპანიის პროდუქცია მოსწონთ — განსაკუთრებით მისი Hoka და Ugg ბრენდები. ეს ტენდენციები გაგრძელდა მეოთხე კვარტალშიც, წმინდა გაყიდვებმა წლიურად 21%-ით მოიმატა და $959.8 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $885.04 მილიონი).

Deckers-ის მეოთხე კვარტლის გაყიდვები განსაკუთრებით ძლიერი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მთელმა ფისკალურმა 2024-მა წელმა კარგად ჩაიარა — ამ პერიოდში წმინდა გაყიდვები 18%-ით გაუმჯობესდა. Deckers-ის მენეჯმენტი კი მიიჩნევს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ბიზნესის პიკი. ფისკალური 2025 წლისთვის კომპანიაში ამ მაჩვენებლის კიდევ 10%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

Deckers Outdoor Stock vs S&P 500 (Year to Date Performance)

ასევე შთამბეჭდავია მოგების მარჟის გაუმჯობესება. ფისკალურ 2024 წელს Deckers-ის მთლიანი მოგების მარჟა დაახლოებით 50%-დან (ფისკალური 2023 წელი) თითქმის 56%-მდე გაუმჯობესდა. ამ დიდმა ნახტომმა, საოპერაციო დისციპლინასთან ერთად, $900 მილიონზე მეტის მოცულობის საოპერაციო შემოსავალი მოიტანა.

გარდა ამისა, გასულ კვარტალში Deckers Outdoor-ის მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $4.95-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.9-ს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Deckers Outdoor-ის აქციებს?

Deckers Outdoor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,033.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,045-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,265, ხოლო მინიმალური — $825.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Deckers Outdoor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Deckers Outdoor-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 24 მაისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Amazon-ის გაყიდვების რა წილი მოდის ელექტრონულ კომერციაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Amazon-მა AI სტარტაპში $2.75-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო

Amazon-ის გაყიდვების რა წილი მოდის ელექტრონულ კომერციაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved