Shanghai Minghong Investment Management Co.-ის დამფუძნებელმა – ქიუ ჰუიმინგმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მისმა კომპანიამ, რომელიც დაახლოებით $11 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავს, 15 მარტს თავის მულტისტრატეგიულ ფონდს 400 მილიონი იუანის ($63 მილიონი) ღირებულების აქციების ექსპოზიცია დაამატა.
ფონდის მენეჯერების მტკიცებით, ასეთი ნაბიჯები ეწინააღმდეგება ბრალდებებს, რომ კომპიუტერით მართული სტრატეგიები არასტაბილურობას აძლიერებს და საცალო ინვესტორებში უსამართლობას იწვევს. კრიტიკა გაჩნდა მარტში, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის – შიაო განგის მხრიდან, რომელმაც რაოდენობრივ (Quant) ვაჭრობაზე (ამ დროს, სავაჭრო შესაძლებლობების დასადგენად და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის მიზნით, მარტივ ან კომპლექსურ მათემატიკურ მოდელებს იყენებენ) შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. მის კომენტარებს მხარი დაუჭირა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (ქვეყნის უმაღლესი საკონსულტაციო ორგანო) წევრმა – ჰე ციანგმა.
Zhejiang High-Flyer Asset Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – სიმონ ლუმ თქვა, რომ კომპიუტერი დიდწილად კონტრინტუიციურია და ადამიანის ბუნების საწინააღმდეგოა.
იშვიათი აღმოჩენები გვიჩვენებს, თუ როგორ აგროვებდნენ ზოგიერთი ტოპ რაოდენობრივი მოვაჭრეები აქციებს ყველაზე უარესი ვარდნის დროს, რამაც შეიძლება სტიმული მისცეს მენეჯერებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან იმით, განაგრძობენ თუ არა სასურველი წარმადობის შენარჩუნებას, როდესაც მათი აქტივები იზრდება და ბაზრები უფრო ტურბულენტური ხდება.
ეს არის შესაძლებლობა ჰეჯ-ფონდების მმართველებისთვისაც, წარმოაჩინონ, თუ როგორ რეაგირებენ მათი ბიზნეს მოდელები სტრესულ გარემოზე მაშინ, როდესაც მათი კომპანიები სულ უფრო მეტად ექცევა ყურადღების ცენტრში. როგორც გაირკვა, ჩინეთი რაოდენობრივ ჰეჯ-ფონდებს ემუქრება საფასურის ლიმიტების დადგენა, რადგან ხელისუფლება ინვესტორების დაცვას ცდილობს. გასული წლის ბოლოს, მარეგულირებლებმა შეაჩერეს პროდუქტის სწრაფი რეგისტრაციის არხი, სულ მცირე რამდენიმე მენეჯერისთვის და დაიწყეს უფრო დეტალური, ყოველთვიური ანგარიშების მოთხოვნა სავაჭრო საქმიანობისა და პოზიციონირების შესახებ.
შანხაიში დაფუძნებულმა რაოდენობრივმა ჰეჯ-ფონდმა – Highfort Investment-მა თებერვალში დროებით გააუქმა მენეჯმენტის საფასური მას შემდეგ, რაც პროდუქტის წმინდა ღირებულება დაეცა იმ დონის დაბლა, რომელიც ექსპოზიციის შემცირებას მოითხოვს.
High Flyer-ის წარმომადგენლებმა, რომელიც შარშან 90 მილიონი იუანის აქტივებს მართავდა, თქვეს, რომ 18 მარტს დასრულებული ორი ტურბულენტური კვირის განმავლობაში, კომპანიამ იყიდა მეტი აქცია ვიდრე გაყიდა, მაშინ, როდესაც საორიენტაციო Shanghai Composite ინდექსმა $850 მილიარდი დაკარგა, სანამ დააფიქსირებდა აგრესიულ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ ბაზრის დასტაბილურების პირობა დადო.
Lingjun Investment-ის (მართავს 70 მილიარდ იუანზე მეტი ღირებულების აქტივებს) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შერეულ ფონდებთან და ყველაზე აქტიურად მართულ კერძო ფონდებთან შედარებით, რაოდენობრივი ფონდები პირიქით, უფრო სტაბილურია ბაზრის არეულობის ფონზე.