• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

IPO-ს შემდეგ Cava Group-ის აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა

ივნისი 16, 2023
in სიახლეები
IPO-ს შემდეგ Cava Group-ის აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა
გაზიარება

რა მოხდა?

სარესტორნო ქსელის — Cava Group-ის აქციების ფასი გაიზარდა გუშინ დილით, როგორც კი კომპანიამ პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელა. 2023 წელს IPO ბაზარი წარმატებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა Cava-ს ასეთი დებიუტი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ინვესტორების განწყობა უმჯობესდება. საბოლოო ჯამში, გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში, Cava-ს აქციების ფასი 97%-ზე მეტით გაიზარდა და დაახლოებით $44 შეადგინა.

და რა?

ინვესტორები Cava-ში ხედავენ რამდენიმე ფაქტორს, რაც სარესტორნო ბიზნესისთვის სასურველია. პირველ რიგში, კომპანიის მენეჯმენტს სჯერა, რომ 2032 წლისთვის Cava-ს 1000-ზე მეტი ლოკაცია ექნება მაშინ, როდესაც აპრილის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 263-ს შეადგენდა. უფრო მეტიც, წლიური გაყიდვები თითო ლოკაციაზე — ასევე ცნობილი, როგორც ერთეულის საშუალო მოცულობა (AUV) — დაახლოებით $2.5 მილიონს შეადგენს.

გარდა ამისა 2023 წლის პირველ კვარტალში Cava-ს რესტორნის დონის მოგების მარჟა 25%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, Chipotle Mexican Grill-ის რესტორნის დონის საოპერაციო მარჟა დროის იმავე მონაკვეთში 25.6% იყო.

შედეგად, ძლიერი ბიზნესისა და გაფართოების დიდი გეგმის გათვალისწინებით, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ინვესტორებს სურდათ, შეეძინათ Cava-ს აქციები, როგორც კი ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა.

ახლა რა?

Cava-ს ბევრი სასურველი თვისება აქვს და ბაზრის ენთუზიაზმიც გასაგებია, თუმცა არსებობს გარკვეული რისკებიც, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.

კომპანიის საინვესტიციო თეზისის დიდი ნაწილი ტრიალებს კომპანიის შესაძლებლობის გარშემო, გაზარდოს AUV დროთა განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს მომგებიანი რესტორნის დონეზე, თუმცა მთელი კომპანიის მასშტაბით, კორპორატიული ხარჯების ჩათვლით, 2022 წელს კომპანიამ $59 მილიონის მოცულობის ზარალი დააფიქსირა, რაც გასული წლის $37 მილიონის ოდენობით ზარალს აჭარბებს. მზარდი AUV მოგების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი იქნება.

გარდა ამისა, Cava-ს AUV, რეალურად, ყველაზე დაბალია იმ ორ რეგიონში, რომლებიც ბოლოდროინდელი განვითარების ყურადღების ცენტრშია — აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი. როდესაც კომპანია წელს შუა დასავლეთში გაფართოვდება, საინტერესოა, მისი AUV ამ რეგიონშიც საშუალოზე დაბალი იქნება თუ არა.

წინა

უორენ ბაფეტის მარტივი მენტალური მოდელი წარმატების მისაღწევად

შემდეგი

ვინ იყო ფილიპ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ვინ იყო ფილიპ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ვინ იყო ფილიპ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved