Boeing-ისთვის მაისი ძლიერი თვე იყო, რადგან კომპანია, თავისი CST-100 Starliner კოსმოსური ხომალდის წარმატებული საცდელი ფრენით კოსმოსში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, SpaceX, Boeing-თან შედარებით, კოსმოსურ ფრენებთან დაკავშირებით კვლავ ლიდერობს. 2019 წელს საკუთარი ეკიპაჟის გარეშე სატესტო ფრენის შემდეგ კომპანიამ ორბიტაზე 25 ადამიანი დააყენა, ხოლო Boeing-ის მაჩვენებელი ამ დროისთვის ნული იყო.
Boeing მიზნად ისახავს შეაფერხოს SpaceX-ის ლიდერობა (შესაძლოა, მიმდინარე წელს) და მომავალ წლებში შემოსავლის გამომუშავება პილოტირებული კოსმოსური ფრენებიდან დაიწყოს.
კიდევ ერთხელ
Boeing-ის მაისის “OFT-2” საცდელი ფრენა იყო ორწლიანი მუშაობის კულმინაცია, რაც Starliner-ს პირდაპირ ფრენის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის არმქონე მისია სრულიად უპრობლემოდ არ განხორციელებულა, NASA-მ საკმაოდ თავდაჯერებულად დაასახელა ორი ასტრონავტი – მისიის მეთაური ბარი „ბუჩ“ ვილმორი და პილოტი სუნი უილიამსი – Starliner-ზე Boeing-ის ეკიპაჟის სატესტო ფრენის (CTF) მისიის წევრებად.
NASA-ს CFT-ის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, რადგან ის ჯერ კიდევ OFT-2-ის მიერ გამომუშავებულ მონაცემებს აფასებს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსურ სააგენტოს შიდა კალენდარში 8 დეკემბრის გაშვების თარიღი აქვს მონიშნული. Ars Technica-ს თანახმად, არსებობს სულ მცირე „გონივრული შესაძლებლობა იმისა, რომ Starliner მეორე ფრენას წელს განახორციელებს.“
რას ნიშნავს ეს Boeing-ისთვის და მისი ინვესტორებისთვის?
უპირველეს ყოვლისა, ეს Boeing-ისთვის დიდი პიარ მოგება იქნებოდა. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს დაამტკიცოს, რომ როგორც SpaceX, ისიც კოსმოსური კომპანიაა. მიუხედავად იმისა, რომ SpaceX დღემდე დასრულებული მისიების თვალსაზრისით აშკარა ლიდერია, გარკვეული გაგებით, Boeing ამ კონკრეტულ კოსმოსურ რბოლაში SpaceX-ს „დაეწია.“
წარმატებული CFT მისია ასევე ნებას მისცემს Boeing-ს შეაგროვოს დარჩენილი $4.2 მილიარდის მოცულობის ნაშთი, რომელიც მას ჯერ კიდევ 2014 წელს მიენიჭა Starliner-ის განვითარებისთვის, ფრენის შესამოწმებლად და ISS-ში ექვსი ოპერატიული ეკიპაჟის ფრენისთვის.
თუმცა, CFT, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს დაეხმაროს Boeing-ს NASA-სგან ეკიპაჟით კოსმოსური ფრენის სხვა მისიების მოგებაში. როდესაც NASA-მ SpaceX-ს პირველი სამი დამატებითი ეკიპაჟის მისია შეუკვეთა, შემდეგ კი ივნისში კიდევ ხუთი ფრენის უფლება მისცა, მან არსებითად დააკმაყოფილა ISS-ის პილოტირებადი ტრანსპორტის საჭიროებები კოსმოსური სადგურის საოპერაციო სასიცოცხლო ციკლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 2030 წელს ამოიწურება.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, NASA-მ მომდევნო 8 წლის განმავლობაში ISS-ში დამატებითი ასტრონავტების გაგზავნის მიზეზი იპოვოს, ან შესაძლოა ISS-ის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა გაზარდოს, ამ ეტაპზე Boeing-ს გამარჯვების იმედი ვეღარ ექნება. Boeing-ის წარმომადგენლებმა უნდა იმედოვნონ, რომ NASA ISS-ში მეტი ფრენის საჭიროებას აღმოაჩენს, ან სხვაგვარად კომპანიას ახალი მომხმარებლების მოძებნა მოუწევს.
კოსმოსური მომხმარებლები
სად შეიძლება მოიძებნოს ეს მომხმარებლები? არსებობს სამი შესაძლებლობა. პირველი: შესაძლოა, Boeing-მა Axiom Space-ს მიმართოს, რათა ამ კომპანიის დაგეგმილ სამომავლო კოსმოსურ სადგურს მოემსახუროს. Axiom-ს SpaceX-თან უკვე აქვს მჭიდრო კავშირები, რამაც, შესაძლოა, ყველაფერი გაართულოს. მეორე: Boeing უკვე არის ჯეფ ბეზოსის Orbital Reef კოსმოსური სადგურის პროექტის პარტნიორი და თუ ყველაფერი გამოვა, Starliner-ის მომავალი ფრენებისთვის Orbital Reef ლოგიკური დანიშნულება იქნება.
ალტერნატიულად, Boeing-ს შეუძლია კოსმოსურ ტურიზმზე ორიენტირდეს. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ Starliner ადამიანის კოსმოსური ფრენისთვის უსაფრთხოა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც Boeing-ს ამ სფეროში ოპერირება არ შეუძლია. როდესაც SpaceX-მა თავისი პირადი კოსმოსური მისია – “Inspiration4” შეასრულა, გავრცელდა ხმები, რომ ოთხი კოსმოსური ტურისტის ფრენისთვის კომპანიამ $200 მილიონი გამოიმუშავა.
მართალია, ღია კითხვაა, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს $50 მილიონის ღირებულების კოსმოსური ტურიზმის ბილეთების ბაზარი, მაგრამ ამ სერვისების მიწოდება ახლა მხოლოდ ორ კომპანიას შეუძლია, Boeing კი ერთ-ერთი მათგანია.