• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ორშაბათს ბოინგის აქციების ფასი დაეცა, რა გახდა ამის მიზეზი ? 

ომიკრონის გავლენა ავიახაზების ინდუსტრიაზე

დეკემბერი 14, 2021
in სიახლეები
ორშაბათს ბოინგის აქციების ფასი დაეცა, რა გახდა ამის მიზეზი ? 

White commercial airplane standing on the airport runway at sunset. Passenger airplane is taking off. Airplane concept 3D illustration.

გაზიარება

რა მოხდა ბოინგის შემთხვევაში ?

თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსური გიგანტის Boeing-ის (NYSE:BA) აქციების ფასი ორშაბათს 3,7%-ით შემცირდა, (ახალი ფასი 197 აშშ დოლარით განისაზღვრა, ინფორმაციისათვის მნიშვნელოვანია რომ 2019 წლის 31 დეკემბერს აქციების ფასი 325.76 აშშ დოლარი იყო)  იმავე დღეს შემცირდა კომერციული თვითმფრინავების მწარმოებლების  აქციების ფასი, როგორიცაა United Airlines Holdings და American Airlines Group, ფასების ვარდამ  6%-ს მიაღწია.

მიზეზად Covid სახელდება. როგორც ჩანს, ბოლო დროს მიზეზი თითქმის ყოველთვის Covid არის.

მიზეზი

უქმეებზე პრეზიდენტის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა დოქტორმა ენტონი ფაუჩმა გააფრთხილა მოსახლეობა Covid-19-ის ახალი შტამის Omicron-ის საფრთხის შესახებ, ამასთან დასძინა რომ არსებული ვაქცინების ეფექტურობა ახალ შტამთან დაკავშირებით არ დადგენილა,  განსხვავებით სხვა არსებულ შტამებთან არსებული გამოცდილებისა. პარალელურად ისრაელში სამედიცინო მკვლევარებმა გააზიარეს საკუთარი დასკვნები, რომლის მიხედვითაც Pfizer-ის სამი დოზა 4-ჯერ ნაკლებად ეფექტური იყო Omicron-ის წინააღმდეგ, ვიდრე Delta შტამის დროს.

ცუდი ამბები ამით არ სრულდება, ორშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გააფრთხილა მსოფლიო, რომ  Omicron ვარიანტი წარმოადგენს “ძალიან მაღალ” რისკს და თან  არა მხოლოდ ამერიკისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

შემდეგ 

ორშაბათს ავიაკომპანიის აქციების ვარდნის კომენტირებისას ავიახაზების სპეციალისტმა ლუ უაიტმანმა განაცხადა რომ „პოსტ-პანდემიური შეჩერებული მოთხოვნის პირობებშიც კი… ჯერ კიდევ ვხედავთ რომ ინდუსტრიას სრულად გამოჯანმრთელებისათვის წლები დასჭირდება. “

აღნიშნული პერსპექტივიდან გამომდინარე ავიაკომპანიებისთვის უკეთესი იქნებოდა გადაედოთ თვითმფრინავების დაგეგმილი შესყიდვები Boeing-დან და Airbus-დან, ასევე შეამცირონ ახალი თვითმფრინავების შეკვეთების გაცემის ტემპი. ცხადია ეს ცუდი ამბავი იქნება Boeing-ისთვის; კომპანიის კომერციული თვითმფრინავების განყოფილებამ შედეგად უკვე მიიღო ზედიზედ ორი ზარალიანი წელი და მესამეზე მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი Boeing-ის აქციების ფასებთან დაკავშირებით, Omicron-ს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი შეცვალოს აღნიშნული პროგნოზები და დატოვოს Boeing შავ ორმოში.

უნდა ჩადოთ 1000 დოლარის ინვესტიცია Boeing Company-ში თუ არა ? 

სანამ Boeing Company-ში ინვესტირებას განიხილათ, მნიშვნელოვანია იცოდეთ. 

The Montley Fool-ის ანალიტიკოსების გუნდმა განაცხადა მათი აზრით 10 საუკეთესო აქციის შესახებ, რომელიც ინვესტორებმა უნდა იყიდონ ახლა…  და მათ შორის არ არის Boeing Company.

წინა

გრიპის ვაქცინის უახლესმა შედეგებმა მოდერნას აქციების ფასის კლება გამოიწვია

შემდეგი

ტოპ 10 კომპანია 2022 წელს ინვესტირებისათვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ტოპ 10 კომპანია 2022 წელს ინვესტირებისათვის

ტოპ 10 კომპანია 2022 წელს ინვესტირებისათვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved