• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ბილ აკმანის საინვესტიციო რჩევები

ოქტომბერი 5, 2023
in ინვესტიციის ანბანი
ბილ აკმანის საინვესტიციო რჩევები
გაზიარება

ბილ აკმანი, 1966 წლის 11 მაისს დაიბადა. მდიდარი და გაურთულებელი ბავშვობის შემდეგ მან 1988 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით ისტორიაში, შემდეგ კი — ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა Harvard Business School-ში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში უძრავი ქონების სფეროში მამასთან მუშაობის შემდეგ მან გადაწყვიტა, თავისი პირველი ჰეჯ-ფონდი 1992 წელს ჯოელ გრინბლატთან ერთად შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფონდის მოღვაწეობა წარუმატებელი არ ყოფილა, 2002 წელს ბილმა მისი დახურვა გადაწყვიტა. ორი წლის შემდეგ მან გახსნა Pershing Square Capital Management L.P. $54 მილიონის ოდენობით საწყისი კაპიტალით.

ბილის ახალმა ფონდმა პრაქტიკულად მყისიერ წარმატებას მიაღწია; მან კაპიტალის საგრძნობლად გაზრდა მოახერხა, მაგალითად, 2014 წელს წლიურმა ზრდამ 40% შეადგინა. პარალელურად, Pershing Square-ის საშუალებით, მან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო, ძირითადად ბავშვებისა და განათლების მხარდაჭერის კუთხით.

დღევანდელი სტატიის თემა კი სწორედ ამ შესანიშნავი ინვესტორის საინვესტიციო რჩევები იქნება.

მიიღეთ ცოდნა ინვესტირების შესახებ

პირველი, რასაც ბილ აკმანი დამწყებ ინვესტორებს ურჩევს, საფონდო ბირჟის შესახებ ცოდნის დაგროვებაა. „წაიკითხეთ ყველაფერი, რაც კი უორენ ბაფეტს დაუწერია და უყურეთ YouTube-ზე ყველა ვიდეოს, რომელშიც ის ოდესმე გამოჩენილა. ეს შესანიშნავი გზაა ინვესტირების შესასწავლად“ — ამბობს ბილი.

ინვესტორი აღნიშნავს, რომ მრავალი სხვა საქმიანობისგან განსხვავებით, ინვესტირება არის სფერო, რომლის სწავლაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად წიგნების, ვიდეოების და პრაქტიკის საშუალებით.

მოიძიეთ კომპანიები, რომელთა აქციებსაც სამუდამოდ შეინარჩუნებთ

ერთ-ერთი უმარტივესი წესი, რომელსაც ბილი გვთავაზობს არის ისეთ კომპანიებში ინვესტირება, რომელთა აქციებსაც ათწლეულების განმავლობაში შევინარჩუნებთ. მისი თქმით, აქციების გამუდმებით ყიდვა-გაყიდვა გონივრული არ არის.

ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმაზე ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ბიზნესი მომდევნო ერთ ან ორ წელიწადში, არამედ კონცენტრირებას იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება თქვენი ინვესტიცია 10-20 წლიან ვადაში. ასე რომ, უნდა იფიქროთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გრძელვადიანი ბიზნეს ტენდენციები, მმართველი გუნდი და ა. შ. ნაცვლად ფასების მოკლევადიანი მოძრაობებისა.

კონცენტრირდით ბიზნესზე, რომელიც გესმით

მიუხედავად იმისა, რომ ბილ აკმანის ზოგიერთი ინვესტიცია კომპლექსურ საინვესტიციო თეზისებს ეყრდნობა, იგი ხაზს უსვამს ისეთ კომპანიებში ინვესტირებას, რომლის საქმიანობაშიც ინვესტორი ერკვევა. ბილი ამბობს, რომ მიუხედავად კომპანიის კარგი მონაცემებისა, სჯობს ინვესტორმა მასში ინვესტიცია არ ჩადოს, თუ მას არ ესმის, როგორ გამოიმუშავებს ეს კომპანია ფულს.

იყავი თავდაჯერებული, მაგრამ არა ამპარტავანი

„არსებობს განსხვავება ქედმაღლობასა და თავდაჯერებულობას შორის. ინვესტირებაში, თუ ამპარტავანი ხართ, დამარცხდებით, ხოლო თუ თავდაჯერებული არ ხართ, ვერასოდეს გადადგამთ პირველ ნაბიჯს“ — ამბობს ბილი.

ინვესტორის აზრით, წარმატებული ინვესტირების გასაღები სწორი ბალანსის დაცვაა. თქვენ უნდა იყოთ საკმარისად დარწმუნებული თქვენს ინვესტიციებში, რომ შეინარჩუნოთ ისინი მაშინაც კი, როდესაც სხვების აზრით, ცდებით. თუმცა, ასევე მზად უნდა იყოთ საპირისპირო მოსაზრებების მოსასმენად და ახალი მონაცემების საფუძველზე გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად.

გამორიცხეთ ემოციები ინვესტირების პროცესისგან

ბევრი წარმატებული ინვესტორის მსგავსად, ბილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ინვესტირების პროცესისგან ემოციები გამოვრიცხოთ. „მე არ ვარ ემოციური ინვესტიციების მიმართ. ინვესტირება არის სფერო, რომელშიც წმინდად რაციონალური უნდა იყოთ და ემოციებს თქვენს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების უფლება არ მისცეთ“ — ამბობს იგი.

რა თქმა უნდა, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციების სრულიად „გამორთვა“ შეიძლება რთული იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სტრატეგიის ქონა, დისციპლინის შენარჩუნება და მკაფიოდ განსაზღვრული გეგმის მიყოლა.

მოკლევადიან პერსპექტივას ყურადღებას ნუ მიაქცევთ

ბილ აკმანი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გრძელვადიან პერსპექტივაში აზროვნებს. ბილი სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. „ინვესტიციები უნდა ჩავდოთ სტრატეგიის მიხედვით, რომელიც მოკლევადიან საბაზრო ან ეკონომიკურ შეფასებებზე დაყრდნობის აუცილებლობას დიდწილად არარელევანტურს ხდის“ — ამბობს იგი.

პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის საფუძვლებზე, ბიზნეს სტრუქტურებსა და ზრდის შესაძლებლობებზე უნდა ვფოკუსირდეთ.

წინა

რას ნიშნავს სატრანსფერო რისკი?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved