• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს სატრანსფერო რისკი?

ოქტომბერი 5, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს სატრანსფერო რისკი?
გაზიარება

სატრანსფერო რისკი განისაზღვრება, როგორც საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივი ვალუტა ვერ კონვერტირდება სხვა ქვეყნის ვალუტაში ნომინალური ღირებულების ცვლილების, კონკრეტული მარეგულირებელი ან გაცვლითი შეზღუდვების გამო.

სატრანსფერო რისკი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კონვერტაციის რისკი, შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც კონკრეტული ვალუტით ფართო ვაჭრობა არ მიმდინარეობს და კაპიტალის კონტროლი ხელს უშლის ინვესტორს ან ბიზნესს, თავისუფლად გადაიტანოს ვალუტა ქვეყანაში ან მის გარეთ. კაპიტალის კონტროლი წარმოადგენს ნებისმიერ ზომას, რომელსაც იღებს მთავრობა, ცენტრალური ბანკი ან სხვა მარეგულირებელი ორგანო, რათა შეზღუდოს უცხოური კაპიტალის ნაკადების შემოდინება/გადინება შიდა ეკონომიკაში.

როგორ მუშაობს სატრანსფერო რისკი?

სატრანსფერო რისკის კონცეფცია მნიშვნელოვან საკითხად იქცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობამ ბიზნესების ნორმალური ოპერაციების დიდი ნაწილი შეადგინა. საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული სარგებელი მოიცავს სხვადასხვა საზღვრის გადაკვეთით საქონლისა და სერვისების ნაკადის გაზრდას და სხვადასხვა საქონელზე დაბალი ფასების შენარჩუნებას. თუმცა, მსოფლიოს მეორე მხარეს მდებარე კომპანიისგან საქონლის ყიდვასთან საკმაოდ ბევრი რისკია დაკავშირებული.

მაგალითად, როდესაც ამერიკული კომპანია საქონელს იაპონური კომპანიისგან ყიდულობს, ტრანზაქცია, როგორც წესი, აშშ დოლარში ან იაპონურ იენშია დენომინირებული. ეს არის ვალუტები, რომლებზეც ვაჭრობა ხშირად მიმდინარეობს, ამიტომ აშშ-ში დაფუძნებული კომპანიისთვის დოლარის იენში კონვერტირება შედარებით ადვილია. გარდა ამისა, როგორც აშშ-ს, ისე იაპონიას კარგად რეგულირებული და სტაბილური ეკონომიკა აქვს და ეს საშუალებას იძლევა, ტრანზაქციები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განხორციელდეს. როდესაც ორი საერთაშორისო კომპანია აწარმოებს ბიზნესს, ტრანზაქციაში ვალუტის შერჩევა ხშირად იქნება დამოკიდებული თითოეული ინდივიდუალური ბიზნესის საჭიროებებსა და სურვილებზე.

ზოგიერთ შემთხვევაში, ტრანზაქცია არც ისე მარტივად ხორციელდება. ბიზნესმა შეიძლება საქონელი შეიძინოს უცხო ქვეყანაში მდებარე კომპანიისგან, სადაც ვალუტის კონვერტაცია უფრო რთულია. კომპანიები ექვემდებარება იმ ქვეყნის კანონებს, რომლებშიც ისინი საქმიანობას ეწევა. შედეგად, ამ კანონებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბიზნესის წარმართვაზე, საბანკო ოპერაციების დამუშავებაზე და პროდუქციის მიწოდებაზე.

არსებობს გარკვეული ზომები, რომლებიც შეიძლება კაპიტალის დაკარგვის შესაზღუდად განხორციელდეს. ზოგიერთი ფირმა, ამ გამოწვევის სამართავად, ქმნის ნაღდი ფულის რეზერვს, რომელიც ხშირად ცნობილია, როგორც სატრანსფერო რისკის რეზერვი.

სატრანსფერო რისკის მაგალითი

დავუშვათ, რომ ქვეყანაში ბიზნესს, გაყიდვის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, საბანკო რეგულაციები ხელს უშლის უცხოურ ბანკში თანხების გადატანაში. ამ თანხის შენახვის პერიოდში, უცხოური ვალუტის ღირებულება მცირდება იმ ქვეყნის ვალუტის ღირებულებასთან მიმართებით, სადაც კომპანია მდებარეობს.

საბოლოო შედეგი არის ფულის დაკარგვა მთლიან ტრანზაქციაზე მხოლოდ იმ ვადის გამო, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა იქნას დაცული. ეს არის სატრანსფერო რისკი, რომელსაც ზოგიერთი ბიზნესი უცხო ქვეყნების კომპანიებთან კომერციული ტრანზაქციების განხორციელების დროს აწყდება.

წინა

დავითისა და გოლიათის ისტორია — GameStop-ის “Short Squeeze”

შემდეგი

ბილ აკმანის საინვესტიციო რჩევები

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ბილ აკმანის საინვესტიციო რჩევები

ბილ აკმანის საინვესტიციო რჩევები

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved