შესაძლოა, მეტავერსი ახლა საწყის სტადიაზე იმყოფება, მაგრამ რეალურ და ვირტუალურ სამყაროებს შორის საზღვრების დანგრევის იმ პოტენციალიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია, მოსალოდნელია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის უზარმაზარი გახდება.
მესამე მხარის შეფასებით, 2028 წელს მეტავერსის ბაზრის ზომა $830 მილიარდს შეადგენს, რაც შეიძლება გასაკვირი არც იყოს, რადგან ეს ტექნოლოგია ადამიანებს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად, სამგანზომილებიან ვირტუალურ სამყაროში რეალურ დროში დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
მოულოდნელი არ არის, რომ რამდენიმე ტექნიკური გიგანტი რბოლაშია ჩაბმული იმ მომგებიანი შესაძლებლობის წილის მოსაპოვებლად, რომელიც მეტავერსს გააჩნია. Apple და Microsoft გამონაკლისები არ არიან. ერთ-ერთმა მათგანმა მეტავერსის მასიური ბაზრის უკვე დაიწყო, მეორე კი ახალ მოწყობილობებზე მუშაობს, რათა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას.
მოდით, Apple-სა და Microsoft-ის მეტავერსულ პერსპექტივებს უფრო ახლოს შევხედოთ და გავიგოთ, თუ რომელს შეუძლია გამოიყენოს ეს ტექნოლოგიური ტენდენცია თავის სასარგებლოდ.
Apple
Apple-ის პროდუქტებს მთელ მხსოფლიოში მილიარდობით მომხმარებელი იყენებს, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია არსებული ეკოსისტემა, რომელსაც შეუძლია, მეტავერსთან დაკავშირებული შეთავაზებები ბუნებრივად აითვისოს. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რატომ თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა – ტიმ კუკმა იანვრის საშემოსავლო კონფერენციაზე, რომ Apple „იკვლევს ახალ და განვითარებად ტექნოლოგიებს“ და მეტავერსი „ძალიან საინტერესოა ჩვენთვის“.
ერთ-ერთი გზა, რომლითაც Apple შეიძლება მეტავერსისგან სარგებელს ეძებდეს, არის მისი სპეციალური ცოდნა სამომხმარებლო ელექტრონიკის მოწყობილობების დამზადებაში. კომპანიის iPhone-ებს, iPad-ებსა და სხვა სატარებელ მოწყობილობებს, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 1.8 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Apple-ს შეუძლია ამ მომხმარებელთა ბაზას წარუდგინოს მეტავერსული მოწყობილობა და მათზე ჯვარედინული გაყიდვების სტრატეგია აამუშაოს.
სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ მუშაობს Apple ისეთი შერეული რეალობის ხელსაწყოზე, რომელიც გაფართოებულ რელოაბასა (AR) და ვირტუალურ რეალობას (VR) აერთიანებს. ეს შეიძლება გონივრული სვლა აღმოჩნდეს. მოწყობილობა, მილიონობით მომხმარებლისთვის ფანჯარა იქნება მეტავერსში, რომლის მორგებითაც ადამიანი ვირტუალურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ის მუშაობას, თამაშს, სწავლას ან სხვებთან ურთიერთობას შეძლებს.
IDC მიიჩნევს, რომ AR/VR მოწყობილობების მიწოდება შეიძლება 2025 წლამდე წლიურად დაახლოებით 46%-ით გაიზარდოს, დაახლოებით 44 მილიონ ერთეულამდე. Apple-ს ამ მოწყობილობის პოტენციური ფასის წერტილი მიუთითებს, რომ კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზარზე დომინირების საშუალება ექნება. TF International Securities-ის ანალიტიკოსი – მინგ-ჩი კუო ვარაუდობს, რომ Apple-მა შეიძლება თავისი პირველი მოწყობილობა ხმარებაში წლის ბოლოს ჩაუშვას.
გარდა ამისა, ბლუმბერგის ტექნოლოგიურმა რეპორტიორმა მარკ გურმენმა 2020 წელს განაცხადა, რომ Apple ამ მოწყობილოობას სავარაუდოდ 2022 წელს გამოუშვებდა. კომპანია ასევე შეიძლება მუშაობდეს მოწყობილობისთვის ცალკეული აპლიკაციების მაღაზიის შექმნაზე, რომელიც 3 ძირითად არეალს ისახავს მიზნად: ვიდეო თამაშები, კომუნიკაცია და მედიის მოხმარება.
ისეთი მოწყობილობის შექმნით, რომელიც მომხმარებლისთვის მეტავერსის კონცეფციის განსაცდელად საკვანძო რგოლი იქნება, როგორც ჩანს, Apple ყველაზე აშკარა მარშრუტით მიემართება მეტავერსის სამყაროში შესაბიჯებლად.
Microsoft
Microsoft-ს შეუძლია მეტავერსით რამდენიმე მიმართულებით ისარგებლოს, დაწყებული ქლაუდ გამოთვლებით, დამთავრებული ვიდეო თამაშებითა და სამუშაო სივრცის კოლაბორაციის პროგრამული უზრუნველყოფით.
სწორედ მას შემდეგ, რაც Meta Platforms-მა 2021 წლის ოქტომბერში დააანონსა თავისი განზრახვა მეტავერსზე დიდი ფსონების დადების შესახებ, Microsoft-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს Mesh-ს Microsoft Teams-ისთვის. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა განმარტა, რომ Mesh for Teams ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი სმარტფონის, ლეპტოპის ან შერეული რეალობის მოწყობილობის საშუალებით და Mesh for Teams ორგანიზაციებისთვის შეიძლება იყოს მეტავერსში შესასვლელი კარიბჭე.
Microsoft-ის პრესრელიზში ითქვა, რომ Mesh for Teams-ის საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ პროექტებზე ერთობლივად მუშაობა და იმ ბედნიერი შეხვედრების განცდა, რომლებიც ინოვაციებს ასტიმულირებდ. ორგანიზაციების ლიდერებს შეეძლებათ, თავიანთი მეტავერსები Teams-ში შექმნან. ამრიგად, Microsoft მეტავერსის ათვისებას გეგმავს Teams-ის საშუალებით, რომლის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 270 მილიონია.
მეორე მხრივ, Microsoft-ის სათამაშო განყოფილებას კომპანიისთვის კიდევ ერთი მასიური მეტავერსული შესაძლებლობის გახსნა შეუძლია. კრიპტოვალუტის საინვესტიციო ფირმა – Grayscale-ის შეფასებით, მეტავერსის გეიმინგ ბაზარი 2025 წლისთვის შეიძლება $400-მილიარდიან ბაზრად იქცეს, რაც ძირითადად თამაშში არსებულ ატრიბუტებზე ფულის ხარჯვით არის განპირობებული. Microsoft ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად, რადგან მას ამ მიმართულებით გააჩნია გამომწერების სოლიდური ბაზა და ასევე, მან, უფრო მეტი გეიმერის მოსაზიდად, სათამაშო კოლექცია აგრესიულად გააფართოვა.
კომპანია თვლის, რომ Activision Blizzard-ის $68.7 მილიარდად შეძენა Microsoft-ის სათამაშო ბიზნესის ზრდას ყველა მოწყობილობის მიმართულებით დააჩქარებს. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ Microsoft-ის Xbox Game Pass სერვისს 25 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და, შესაბამისად, კომპანიას უკვე გააჩნია მომხმარებლების უზარმაზარი ბაზა, რომელსაც მეტასამყაროსთვის ოპტიმიზებულ თამაშებს შესთავაზებს.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ Microsoft-ს შეუძლია მეტავერსის შესაძლებლობის ერთზე მეტი გზით გამოყენება. კარგი ნაწილი ის არის, რომ, Mesh for Teams-ის წყალობით, კომპანია უკვე ამ გზაზე დგას და ახალი აპლიკაციების დამატებასთან ერტად ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეს.
ვერდიქტი
როდესაც Apple-ს სწრაფვა მეტავერსში დიდების მოპოვებისკენ, როგორც ჩანს, ინკუბაციურ ფაზაშია, Microsoft-მა ამ მიმართულებით სვლები უკვე გააკეთა. ბაზარს ჯერ კიდევ არ უნახავს ეფლის მოწყობილობა, როცა მაიქროსოფთის მომხმარებლები, Mesh-ის საშუალებით, უკვე გრძნობენ და გამოცდიან მეტავერსს. გარდა ამია, Microsoft-ის წინ ვიდეო თამაშების მიმართულებით უზარმაზარი შესაძლებლობების არეალი იშლება.
დამატებით, ინვესტორებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ Microsoft ამჟამად უფრო სწრაფი ნაბიჯებით იზრდება, ვიდრე Apple. მოსალოდნელია, რომ კომპანიის შემოსავალი 2022 ფისკალურ წელს 18%-ით გაიზრდება, 2023-ში კი – 14%-ით. Apple-ს შემოსავალი კი, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს 8%-ით, ხოლო 2023 წელს 5.7%-ით გაიზრდება. Microsoft-ის ადრეული მეტავერსული უპირატესობა და მისი ფართო შესაძლებლობები შეიძლება დაეხმაროს კომპანიას, რომ Apple-ს დიდი ხნის განმავლობაში აჯობოს. შესაბამისად, ამჟამად, მეტავერსული თვალსაზრისით, Microsoft უკეთესი ფსონია.