• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Berkshire Hathaway-მ შეამცირა წილები Apple-ში, HP-სა და Paramount Global-ში

თებერვალი 16, 2024
in სიახლეები
Berkshire Hathaway-მ შეამცირა წილები Apple-ში, HP-სა და Paramount Global-ში
გაზიარება

2023 წლის ბოლო კვარტალში უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ ტექნოლოგიური გიგანტის — Apple-ის დაახლოებით 10 მილიონი აქცია გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამაც თითქმის $2 მილიარდი შეადგინა. გარდა ამისა, Berkshire-ის პორტფელში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც დაფიქსირდა.

Apple-ის, HP-ისა და Paramount-ის დიდი შემცირება

გასული წლის მეოთხე კვარტალში ბაფეტმა მნიშვნელოვნად შეამცირა წილები სამ ისეთ კომპანიაში, რომელთა აქციებსაც ინვესტორი დიდი ხანია ფლობს — Apple, HP და Paramount Global. Berkshire-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიამ Apple-ში წილი დაახლოებით 10 მილიონი აქციით, ანუ თითქმის $2 მილიარდით შეამცირა და ამჟამად უორენ ბაფეტის კომპანია ტექნოლოგიური გიგანტის 900 მილიონს აქციას ფლობს.

გარდა ამისა, Berkshire-მა გაყიდა თავისი პოზიციების უმეტესი ნაწილი HP-ში — წილი დაახლოებით 80 მილიონი აქციით შეამცირა და წელი კომპანიის დაახლოებით 23 მილიონი აქციით დაასრულა. Paramount Global-ის წილი კი Berkshire-ის პორტფელში 30 მილიონით აქციით შემცირდა დაახლოებით 63 მილიონამდე.

Berkshire Hathaway Stock

პორტფელში ორ ენერგეტიკული კომპანიის პოზიცია გაძლიერდა

2023 წლის ბოლო თვეში Berkshire-ის პორტფელში სამი მნიშვნელოვანი დანამატი დაფიქსირდა. კომპანიამ შეიძინა Chevron-ის დამატებით 16 მილიონი აქცია და Occidental Petroleum-ის 19 მილიონი აქცია. გარდა ამისა, Berkshire-მა Sirius XM-ის დამატებით დაახლოებით 30 მილიონი აქცია შეიძინა და ამით კომპანიაში თავისი წილი გააოთხმაგა.

სრულად დახურული პოზიციები

Berkshire-მა წლის ბოლო კვარტალში სრულად გაყიდა ოთხი კომპანიის აქციები. ამ მხრივ ორი ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო ფინანსური მომსახურების კომპანიის — StoneCo თითქმის 11 მილიონი აქციის და სახლების სამშენებლო ფირმის — D.R Horton-ის დაახლოებით 6 მილიონი აქციის გაყიდვა. ამასთან, Berkshire-მა დახურა უფრო მცირე პოზიციები სადაზღვევო კომპანიებში — Globe Life და Markel.

ინვესტირებისადმი “buy-and-hold” მიდგომით განთქმულ უორენ ბაფეტს ამ პერიოდის განმავლობაში ახალი პოზიციები არ გაუხსნია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

2023 წელს Stellantis-ის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

შემდეგი

Shake Shack-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Shake Shack-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

Shake Shack-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved