• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ბიზნესის შეფასების საფუძვლები

მაისი 20, 2022
in ინვესტიციის ანბანი
ბიზნესის შეფასების საფუძვლები
გაზიარება

ბიზნესის შეფასება არის ცოდნაზე დაფუძნებული განსაზღვრება იმის შესახებ, თუ რა არის ბიზნესის საბაზრო ღირებულება. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ინვესტორი ხართ და რა სტრატეგიით მოქმედებთ, თუ ბიზნესის ღირებულებას უგულებელყოფთ, ამ სფეროში თქვენს მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებთ.

აქციები კომპანიის ნაწილებს წარმოადგენს, შესაბამისად, მათი შეძენით ჩვენ ბიზნესის წილს ვყიდულობთ. მოკლევადიან პერსპექტივაში აქციების ფასის მოძრაობა, შეიძლება, შემთხვევითი ჩანდეს, რადგან ეს პროცესი უფრო მეტად ემოციებით არის განპირობებული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აქციების ფასს სწორედ ბიზნესის ღირებულება განსაზღვრავს.

მოდით გავარკვიოთ რა არის ბიზნესის შეფასება და როგორ უნდა გამოვთვალოთ ის.

Business Valuation

რა არის ბიზნესის შეფასება?

ბიზნესის შეფასება არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება იმის გამოანგარიშება, თუ რა დაუჯდება დამოუკიდებელ მყიდველს მთელი ბიზნესის შეძენა. სანამ გავაგრძელებთ, მოდით ერთი შესანიშნავი გამონათქვამი გავიხსენოთ, რომელიც ინვესტირებას ეხება: „ბიზნესის შეფასება ჰაბლის ტელესკოპს ჰგავს. თუ მას ოდნავ გადააადგილებთ, სრულიად სხვა გალაქტიკაში აღმოჩნდებით“.

არ აქვს მნიშვნელობა ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ტექნიკას იყენებთ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შეფასების სრულყოფილი მეთოდი არ არსებობს.

ბიზნესის ღირებულების შეფასება მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, ექნება თუ არა თქვენს შესყიდვას უსაფრთხოების ზღვარი. დავუშვათ, რომ ყიდულობთ მზარდი პოტენციალის აქციებს $50-ად (თითო) და ის მხოლოდ $40 ღირს (ამ ფასს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ბიზნესის შინაგან ღირებულებას) შეცდომის დასაშვებად სივრცე არ გაქვთ.

მეორეს მხრივ, თუ $100-ის ღირებულების აქციას $50-ად ყიდულობთ, ეს ფასი უკვე იმდენად დაბალია, რომ ნაკლებად სავარაუდოა რაიმე ნეგატიურმა ახალმა ამბავმა თქვენ მიერ შერჩეული აქცია გაანადგუროს. ინვესტორებს, რომლებიც ყურადღებას უსაფრთხოების მაღალი ზღვრის მქონე აქციებზე ამახვილებენ, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ეწოდებათ.

ბიზნესის შეფასების მეთოდები

მოდით, შეფასების ყველაზე პოპულარულ მეთოდებს გავეცნოთ და თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარეები განვიხილოთ.

საბაზრო კაპიტალიზაცია

საბაზრო კაპიტალიზაცია არის აქციების მიმდინარე ფასის აქციების რაოდენობაზე ნამრავლი. ის გვიჩვენებს თანხას, რომელიც ამჟამად მთელი ბიზნესის შესაძენად იქნება საჭირო.

ბევრი ანალიტიკოსი ამჯობინებს საბაზრო კაპიტალიზაციის სიდიდის კორექტირებას საწარმოს ღირებულების (EV) სიდიდის მისაღებად, რაც შემდეგნაირად გამოითვლება: საბაზრო კაპიტალი+მთლიანი ვალი-ნაღდი ფული. საწარმოს ღირებულების შეფასება არის უფრო ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა დაჯდება ბიზნესის შესყიდვა, რადგან ეს მაჩვენებელი ნაღდ ფულსა და მთლიან ვალს მოიცავს.

დისკონტირებული ფულადი ნაკადები

პროფესიონალი საინვესტიციო ბანკებისა და მკვლევარ-ანალიტიკოსების მიერ ყველაზე ხშირად დისკონტირებული ფულადი ნაკადების (DCF) მოდელი გამოიყენება.

პირველი ნაწილი ინტუიციური უნდა იყოს. ბიზნესის ღირებულება უდრის მომავალ შემოსავალს, რომელსაც ის მფლობელებისთვის გამოიმუშავებს. პრობლემა ის არის, რომ ფული ჩვენთვის ახლა უფრო ღირებულია, ვიდრე მომავალში.

ფული, რომელიც ახლა გვაქვს, შეგვიძლია ინვესტიციაში ჩავდოთ და მომავალში ბევრად უფრო დიდი თანხა გამოვიმუშაოთ. მოდელში ვიყენებთ დისკონტის განაკვეთს იმისთვის, რომ ფულადი სახსრების ნაკადს, რომელიც მომავალში წარმოიქმნება, ნაკლები ღირებულება მივანიჭოთ.

DCF არის მოდელი, რომლის ბოროტად გამოყენებაც მარტივად შეიძლება. ადვილია დავხატოთ ზედმეტად დიდი ზრდის პერსპექტივები ან საჭიროზე დაბალი დისკონტის განაკვეთი გამოვიყენოთ.

შედარებითი საზომები

ეს კიდევ ერთი პოპულარული შეფასების მეთოდია. პირველი ნაბიჯი არის ინდუსტრიისთვის სტანდარტი ფასის მულტიპლიკატორის იდენტიფიცირება, რომლის შედარებისთვის გამოყენებასაც შეძლებთ. ქვემოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მულტიპლიკატორია მოცემული:

  • P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი: P/E გამოითვლება აქციის მიმდინარე ფასის EPS-თან (მოგება თითო აქციაზე) შეფარდებით.
  • EV/EBITDA: ეს კოეფიციენტი გამოიყენება იმ კომპანიების შესადარებლად, რომლებსაც კაპიტალის განსხვავებული სტრუქტურა აქვთ, რადგან EBITDA (მოგება საპროცენტო ხარჯების, გადასახადების და ცვეთა/ამორტიზაციის გადახდამდე) კაპიტალურ დანახარჯებს არ მოიცავს.
  • P/S (ფასი/გაყიდვები): ეს თანაფარდობა გამოიყენება მაღალი ზრდის მქონე კომპანიებისთვის, რომლებიც ზრდაში დიდ ინვესტიციებს დებს.
  • Price/Book (ფასი/საბალანსო ღირებულება): საბალანსო ღირებულება არის ბიზნეს აქტივებს მინუს ვალდებულებები. მას ასევე აქციონერთა კაპიტალს უწოდებენ.

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ, თუ რომელი მულტიპლიკატორი უნდა გამოიყენოთ, მოიძიეთ შესადარებელი ბიზნესების მონაცემები და იპოვეთ საშუალო მაჩვენებელი. ეს საშუალო მაჩვენებელი შეიძლება გამოყენებულ იქნას აქციის შინაგანი ღირებულების საპოვნელად.

მაგალითად, დავუშვათ, რომ მზარდი პოტენციალის აქციის შეფასება გსურთ. აირჩიეთ იმავე ინდუსტრიის 3 ბიზნესი, რომელიც მსგავსი ტემპებით იზრდება და მათი საშუალოა P/S კოეფიციენტი იპოვეთ. ეს სიდიდე თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის თითო აქციაზე მოსული გაყიდვების წილზე გაამრავლეთ და სავარაუდო საბაზრო კაპიტალს მიიღებთ.

შედარებითი ანალიზი, შეიძლება, ისეთი მეცნიერული არ ჩანდეს, როგორც DCF მოდელი, მაგრამ ბევრი ინვესტორისთვის ეს უფრო სასარგებლო მეთოდია.

სალიკვიდაციო ღირებულება

სალიკვიდაციო ღირებულების მეთოდი, როგორც წესი, აქტივებით დატვირთული ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში გამოიყენება. ეს არის ღირებულება ინვესტორისთვის, თუ კომპანიამ ყველა დავალიანება გადაიხადა და ყველა აქტივი სასწრაფო წესით გაყიდა. ანალიზის დასაწყებად, თითოეული აქტივის ღირებულება კორექტირდება იმ ფასით, რომლის მიღებაც მისი გაყიდვის შედეგად შეიძლება:

  • ნაღდი ფული: ნაღდ ფულს, გასაგები მიზეზების გამო, საბალანსო ღირებულების 100% ენიჭება.
  • დებიტორული დავალიანება (AR): AR-ის შეფასება ხშირად 50%-80%-ის ფარგლებში მერყეობს.
  • ინვენტარი: ინვენტარს საბალანსო ღირებულების მხოლოდ 10% ენიჭება. წარუმატებელი ბიზნესის ინვენტარის საბაზრო ფასთან მიახლოებულ ფასად გაყიდვა აშკარად რთულია.
  • ქონება, საწარმო და აღჭურვილობა (PPE): PPE ღირებულებები ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა განისაზღვროს. კედელს შეჯახებული ტვირთამწე თავის საბალანსო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები ღირს, ხოლო შენობას, რომელიც 40 წლის წინ შეძენილი და სრულად ამორტიზებულია, გაცილებით მეტი ფასი აქვს.

აქტივების კორექტირებული ღირებულების პოვნის შემდეგ ამ სიდიდეს ყველა ვალდებულების ჯამი გამოაკელით და საბალანსო ღირებულებას მიიღებთ.

შეფასება მარტივი უნდა იყოს

მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტი DCF მოდელის ღირსებას ხაზს უსვამს, მისმა დიდი ხნის ბიზნესპარტნიორმა – ჩარლი მენგერის თქმით, მას არასოდეს უნახავს, რომ ბაფეტი ამ მოდელს იყენებდა. შეფასებები მარტივი და კარგად აღსაქმელი უნდა იყოს, რათა მან თქვენთვის რეალური შედეგი გამოიღოს.

წინა

რომელი დივიდენდური აქციის შეძენა სჯობს? Target vs. McDonald’s

შემდეგი

2 შესანიშნავი აქცია, რომლის ყიდვასაც ახლა $60-ზე იაფად შეძლებთ

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
2 შესანიშნავი აქცია, რომლის ყიდვასაც ახლა $60-ზე იაფად შეძლებთ

2 შესანიშნავი აქცია, რომლის ყიდვასაც ახლა $60-ზე იაფად შეძლებთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved