• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ გავზარდოთ დივიდენდური შემოსავალი ძალისხმევის გარეშე?

ივნისი 9, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ გავზარდოთ დივიდენდური შემოსავალი ძალისხმევის გარეშე?
გაზიარება

დივიდენდური აქციები არის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი საშუალება იმისთვის, რომ ფული ძილშიც კი გამოიმუშაოთ. ამისთვის უბრალოდ დივიდენდური აქციების შერჩევა და მათი თქვენს საინვესტიციო პორტფელში დამატებაა საჭირო. საუკეთესო ნაწილი კი ის არის, რომ, შესაძლოა, ეს შემოსავალი, თქვენ მიერ გაწეული ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, გაიზარდოს.

ამ სტატიაში განვიხილავთ აპრობირებულ და ჭეშმარიტ სტრატეგიას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში თქვენი დივიდენდური შემოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ.

Relax and Earn Money

დაიწყეთ დივიდენდური შემოსავლის გამომუშავება

პირველ რიგში თქვენ გარკვეული კვლევის ჩატარება და ისეთი კომპანიების მოძიება მოგიწევთ, რომლებიც დივიდენდებს გასცემენ, რადგან ყველა კომპანია აქციონერებს დივიდენდებით არ აჯილდოებს.

როდესაც კომპანია ფულს გამოიმუშავებს, მას ორი რამის გაკეთება შეუძლია:

  • ფულის ბიზნესში რეინვესტირება
  • აქციონერების დამატებითი შემოსავლით დაჯილდოება

ზოგიერთი კომპანია ფულად სახსრებს ორივე მიმართულებით ანაწილებს. მაგალითად, Microsoft – ეს ტრილიონ დოლარიანი ტექნოლოგიური კომპანია ქლაუდ მიმართულებაში ინვესტირებას აგრძელებს და, იმავდროულად, აქციონერებს წლიურ დივიდენდებს უხდის $2.48-ის ოდენობით (2022 წლის ივნისის მდგომარეობით). თუ Microsoft-ისგან დივიდენდების სახით $1,000-ის მიღება გსურთ, დაახლოებით 404 აქციის შეძენა დაგჭირდებათ.

სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ თქვენი მიზანი და რისკისადმი ტოლერანტობის დონე განსაზღვროთ, შემდეგ კი ამ კრიტერიუმებთან შესაბამისი კომპანიები მოიძიოთ.

დივიდენდების ზრდის შესაძლებლობები

ზოგიერთი კომპანია ყოველწლიურად დივიდენდური სარგებლის ერთსა და იმავე დონეს ინარჩუნებს, მაგრამ თუ თქვენი მიზანი ისეთ კომპანიებში ინვესტირებაა, რომლებიც დივიდენდურ ანაზღაურებას ყოველწლიურად ზრდიან, მაშინ დივიდენდ არისტოკრატებსა და დივიდენდ მეფეებზე უნდა კონცენტრირდეთ.

დივიდენდ არისტოკრატები არიან კომპანიები, რომლებიც დივიდენდებს ყოველწლიურად სულ მცირე ზედიზედ 25 წლის განმავლობაში ზრდის. მაგალითისთვის, ასეთი კომპანიები არის:

  • Chevron
  • Cardinal Health
  • Caterpillar

დივიდენდ მეფეები კი დივიდენდებს ყოველწლიურად სულ მცირე ზედიზედ 50 წლის განმავლობაში ზრდის. ასეთი კომპანიებია:

  • Procter & Gamble
  • Colgate-Palmolive
  • Johnson & Johnson

გაზარდეთ თქვენი შემოსავალი მაშინაც კი, როდესაც გძინავთ

ვთქვათ, თქვენ ჩადეთ ინვესტიცია დივიდენდ არისტოკრატში, რომლის დივიდენდური ანაზღაურება ახლა ერთ აქციაზე $3.48-ს შეადგენს და კომპანია მიმდინარე წელს ამ მაჩვენებლის $3.65-მდე გაზრდა გეგმავს. შესაძლოა, ეს ძალიან დიდი რიცხვი არ იყოს, მაგრამ ბევრი აქციის დიდი ხნის განმავლობაში ფლობის შემთხვევაში, საქმე საკმაოდ დიდ შემოსავალთან გვაქვს.

თუ ამ კომპანიის 1,000 აქციას ფლობთ, შარშან $3,480-ს გამოიმუშავებდით. ამ წელს დივიდენდების ზრდა $3,650-ს მოგიტანთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დამატებით $170-ის გამომუშავებას შეძლებთ.

წარმოიდგინეთ, რომ ამ დივიდენდურ ანაზღაურებას ყოველწლიურად მომდევნო 20 ან 30 წლის განმავლობაში იღებთ. თუ კომპანია დივიდენდური ანაზღაურებას გააგრძელებს, ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი შემოსავალიც ავტომატურად გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ წარსული მაჩვენებლები მომავლის გარანტიას არასოდეს გვაძლევს, მაინც უფრო გონივრულია ისეთი კომპანიების არჩევა, რომლებსაც დივიდენდური ანაზღაურების გაზრდის დიდი გამოცდილება აქვს.

კომპანიები, რომლებიც დივიდენდებს ზრდის პორტფელის დივერსიფიკაციისთვის გამოიყენეთ

მზარდი დივიდენდების გადამხდელ კომპანიებზე ორიენტირება იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპის აქციები და ინვესტიციები უნდა დაივიწყოთ. დივიდენდური აქციები, შესაძლოა, კარგად მოერგოს დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს, რომელიც თქვენს მიზნებსა და რისკისადმი ტოლერანტობის დონეს შეესაბამება.

ჩაატარეთ კვლევა და დააკვირდით კომპანიებს, რომლებსაც დივიდენდების გაზრდის გამოცდილებას აქვს. ამ მცირე ზრდამ, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველწლიურად ათასობით დამატებითი დოლარი მოგიტანოთ. საუკეთესო ნაწილი კი ისაა, რომ ამ ჯილდოს მოსაპოვებლად დამატებითი ძალისხმევის გაწევა არ გჭირდებათ.

წინა

განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირების 3 მიზეზი

შემდეგი

რატომ არის Netflix-ის აქციები აქტუალური განხილვის საგანი?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ არის Netflix-ის აქციები აქტუალური განხილვის საგანი?

რატომ არის Netflix-ის აქციები აქტუალური განხილვის საგანი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved