• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

საფონდო ბირჟის საშუალო ანაზღაურება

აგვისტო 11, 2022
in სიახლეები
საფონდო ბირჟის საშუალო ანაზღაურება
გაზიარება

აქციებისთვის გასული ათწლეული შესანიშნავი იყო. 2012 წლიდან 2021 წლამდე საფონდო ბირჟის საშუალო წლიური შემოსავალი S&P 500 ინდექსისთვის 14.8%-ს შეადგენდა. შესაძლოა, ანაზღაურება ერთი წლიდან მეორემდე რადიკალურად განსხვავდებოდეს და რეალობაში სწორედ ასე ხდება. ამ ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ერთი წელი – 2014 მიუახლოვდა 14.8%-ს. არავინ იცის რომელი წლები იქნება საშუალოზე მაღალი ან დაბალი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელობა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირება.

საფონდო ბირჟის საშუალო ანაზღაურებები

ზოგადად როდესაც ადამიანები „საფონდო ბირჟას“ ახსენებენ ისინი S&P 500-ს გულისხმობენ. ეს ინდექსი 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ასობით აქცია მიმოიქცევა, S&P 500 მთლიანი ბირჟის ღირებულების დაახლოებით 80%-ს შეადგენს, რაც მას ზოგადად საფონო ბირჟის ეფექტურობის სასარგებლო ინდიკატორად აქცევს.

სხვადასხვა წლებში ბაზრის ანაზღაურება, შესაძლოა, საშუალო მაჩვენებლისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იყოს. მაგალითისთვის გამოვიყენოთ 2012-2021 წლების პერიოდი:

  • 4%-იანი კლება: 1 წელი
  • ზრდა 2%-ით ან ნაკლებით: 1 წელი
  • 20%-ზე მეტით მატება: 4 წელი
  • 12%-19%-იანი ზრდა: 4 წელი

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ 10 წლიდან ექვსის ანაზღაურება საშუალო მაჩვენებლისგან ძალიან განსხვავდებოდა. ამ 6 წლიდან ორმა მნიშვნელოვნად დაბალი ანაზღაურება გამოიმუშავა, ხოლო ოთხმა – საშუალოზე არსებითად მაღალი. ორმა წელმა (2013 და 2019) გამოიმუშავა 30%-ზე მეტი შემოსავალი, რამაც დააბალანსა ის წლები, როდესაც ანაზღაურება საშუალოზე დაბალი იყო.

საფონდო ბირჟის 10-წლიანი, 30-წლიანი და 50-წლიანი საშუალო ანაზღაურება

მოდით, გადავხედოთ საფონდო ბირჟის საშუალო წლიურ შემოსავალს ბოლო 10, 30 და 50 წლის განმავლობაში S&P 500-ის გამოყენებით.

პერიოდი წლიური ანაზღაურება (ნომინალური) წლიური ნამდვილი ანაზღაურება (ინფლაციის გათვალისწინებით) ინვესტირებული $1-ის ღირებულება (ნომინალური) ინვესტირებული $1-ის ღირებულება (ინფლაციის გათვალისწინებით)
10 წელი (2012-2021) 14.8% 12.4% $3.79 $3.06
30 წელი (1992-2021) 9.9% 7.3% $11.43 $5.65
50 წელი (1972-2021) 9.4% 5.4% $46.69 $6.88

აღსანიშნავია, 1972 წლიდან მოყოლებული თითოეული წლის შედეგები რამდენად განსხვავდება საშუალო წლიური მაჩვენებლისგან:

  • 20%-იანი ან უფრო მაღალი ანაზღაურება: 19 წელი
  • 10%-20%: 13 წელი
  • 0%-10%: 9 წელი
  • 0%-10% ზარალი: 4 წელი
  • 10%-20% ზარალი: 2 წელი
  • 20%-ზე მეტი ზარალი: 3 წელი

საფონდო ბირჟის ანაზღაურება vs ინფლაცია

სშუალო შემოსავლის გარდა, ზემოთ მოყვანილი ცხრილი ასევე გვიჩვენებს სასარგებლო ინფორმაციას აქციების ინფლაციით კორექტირებული ანაზღაურების შესახებ. მაგალითად, 1972 წელს დაბანდებული $1 დღეს $46.69-ის ღირებულების იქნებოდა. თუმცა, ახლა $46-ს არ გააჩნია იგივე ღირებულება, რაც 1972 წელს. ინფლაციის გათალისწინების საშუალებით ნახავთ, რომ ეს $46 დღეს იყიდის იმავე რაოდენობის საქონელს ან მომსახურებას, რასაც 1972 წელს $6.88-ად იყიდდით.

აქციების ყიდვა და შენარჩუნება

ზემოთ განხილული წლიური ანაზღაურებების განხილვის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, დიდი ალბათობით, ინვესტორები საუკეთესო ანაზღაურებას გრძელვადიანი ინვესტირებით მიიღებენ. უბრალოდ არ არსებობს საიმედოდ ზუსტი გზა იმის პროგნოზირებისთვის, თუ რომელი წელი იქნება წარმატებული და რომელი – არაეფექტური.

თუმცა, ისტორიიდან ერთი რამ კარგად ვიცით: საფონდო ბირჟა უფრო მეტი წლის განმავლობაში გაიზარდა, ვიდრე დაეცა. ბოლო 50 წლიდან 40 შემთხვევაში S&P 500-ს ღირებულება გაიზარდა და 9.4%-ის ტოლი საშუალო წლიური შემოსავალი გამოიმუშავა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემთხვევაში იყო ანაზღაურება საშუალო წლიურ მაჩვენებელზე მაღალი. გაცილებით მეტ შემთხვევაში ანაზღაურება აჭარბებდა ან ჩამორჩებოდა საშუალო ნიშნულს.

რა იქნება გონივრული ნაბიჯი? შეიძინეთ ხარისხიანი აქციები (იდეალურ შემთხვევაში ბაზრის ნებისმიერ პირობებში ეს რეგულარულად გააკეთეთ) და ინვესტიციები მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნეთ. როგორც წესი, ინვესტორები, რომლებიც ცდილობენ, რომ საშუალო წლიურ ანაზღაურებაზე მეტი მოკლევადიანი სვლებით გამოიმუშაონ, საბოლოოდ საშუალოზე დაბალ შემოსავალს იღებენ. უფრო მეტიც, ასეთ სტრატეგიებს არსებითად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ამასთან, მათმა გამოყენებამ, შესაძლოა, უფრო მაღალი გადასახადები გამოიწვიოს, რაც მოგებას კიდევ უფრო შეამცირებს.

თუ სიმდიდრის დაგროვება გსურთ, აქციებში ინვესტირება შესანიშნავი დასაწყისია. იმისათვის, რომ საფონდო ბირჟის ინვესტიციებიდან საუკეთესო ანაზღაურება მიიღოთ, გამოიყენეთ აპრობირებული და ჭეშმარიტი მეთოდი: შეიძინეთ აქციები და შეინარჩუნეთ ისინი მაქსიმალურად დიდხანს.

წინა

რომელი კომპანიაა ამჟამად ქლაუდ გამოთვლების მიმართულებით საუკეთესო?

შემდეგი

3 მიზეზი Apple-ში ახლავე ინვესტირებისთვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 მიზეზი Apple-ში ახლავე ინვესტირებისთვის

3 მიზეზი Apple-ში ახლავე ინვესტირებისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved