• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Alibaba-ს აქციების ფასი შემცირდა

ნოემბერი 27, 2023
in სიახლეები
კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Alibaba-ს აქციების ფასი შემცირდა
გაზიარება

16 ნოემბერს Alibaba-მ თავისი ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კვარტალური ანგარიში საოცარი არ ყოფილა, ეს იყო სოლიდური გაუმჯობესება შარშანდელთან შედარებით.

მიუხედავად ამისა, კვარტალური შედეგების წარდგენის შემდეგ ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციების ფასი 10-ზე მეტით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც ინვესტორებს ახლა აწუხებთ. მოდით, განვიხილოთ ფაქტორები, რომლებიც შეიძლება Alibaba-ს აქციების კლების გამომწვევი იყოს.

ქლაუდ სეგმენტის მომავალი გაურკვეველი ჩანს

გასულ კვარტალში Alibaba-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $30.8 მილიარდამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს დაახლოებით $189 მილიონით აღემატება, თუმცა წინა კვარტლის შედეგს 14%-ით ჩამორჩება.

მომგებიანობამ გაუმჯობესება განაგრძო — კორექტირებული EBITA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადებისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) წლიდან წლამდე 18%-ით — $5.9 მილიარდამდე გაიზარდა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი 21%-ით მოიმატა და $2.16-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $2.09-ს. თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $1.49 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.10-ით ჩამორჩა.

თუმცა ყველა ბიზნეს სეგმენტი ერთნაირად კარგად არ მუშაობდა. მაგალითად, მაშინ, როცა ლოჯისტიკისა და საზღვარგარეთული ელექტრონული კომერციის მიმართულებები მეორე კვარტალში წლიდან წლამდე ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, ძირითადმა ბიზნესებმა, როგორიცაა ქლაუდ გამოთვლები, მხოლოდ 2%-იანი ზრდა დააფიქსირა.

Alibaba Cloud-ის ბიზნესის სუსტი წარმადობა უსაფუძვლო არ ყოფილა. წარსულში ის განიცდიდა მენეჯმენტისგან ყურადღების ნაკლებობას, რადგან კომპანიის ლიდერებს უწევდათ, დრო Alibaba-ს უზარმაზარ და მრავალფეროვანი ბიზნეს იმპერიის მართვაზე გადაენაწილებინათ. გარდა ამისა, Alibaba-ს ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი — დანიელ ჯანგი, რომელიც იმ დროს ქლაუდ ბიზნესის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორიც იყო, სექტემბერში, მოულოდნელად, თანამდებობიდან გადადგა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სტრატეგიულმა ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ Alibaba Cloud-ს აკლდა სწორი ხელმძღვანელობა, რომელიც მას სწორი კურსით განვითარების საშუალებას მისცემდა.

სანამ ინვესტორები დანიელ ჯანგის მოულოდნელი წასვლის სიახლის კარგად გააზრებას მოასწრებდნენ, Alibaba-მ უფრო იმედგამაცრუებელი ამბები გამოაქვეყნა — კომპანიის მენეჯმენტმა თავისი Alibaba Cloud განყოფილების სპინ-ოფი გადაიფიქრა. Alibaba-ს წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას ხაზი გაუსვეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ წესებს და განაცხადეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება მატერიალურად და ნეგატიურად იმოქმედოს Cloud Intelligence Group-ის უნარზე, ბაზარს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, ამასთან შეასრულოს არსებული კონტრაქტები. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს შედეგებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე“.

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა კომპანიის 6 დამოუკიდებელ ერთეულად დაყოფა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა. Alibaba-ს დაყოფა იგეგმებოდა შემდეგ განყოფილებებად: 1. Cloud Intelligence Group — ქლაუდ გამოთვლების და ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით; 2. Taobao და Tmall — კომპანიის ელექტრონული კომერციის ბიზნესები, რომლებიც შემოსავლის უმეტეს ნაწილზეა პასუხისმგებელი; 3. ადგილობრივი მომსახურება, მათ შორის საკვების მიწოდება; 4. გლობალური ციფრული ბიზნეს ჯგუფი, რომელიც შედგება უცხოეთზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის ბიზნესებისგან, როგორიცაა Lazada და AliExpress; 5. Cainiao Smart Logistics — კომპანიის ჩინეთში დაფუძნებული ლოჯისტიკური ოპერაციები; 6. The Digital Media და Entertainment Group, სტრიმინგის სერვისების ჩათვლით, როგორიცაა Youku.

Alibaba Stock

Alibaba-ს დამფუძნებელმა — ჯეკ მამ კომპანიაში საკუთარი წილი შეამცირა

ინვესტორები უკვე შოკირებული იყვნენ Alibaba Cloud-ის სპინ-ოფის გაუქმების გადაწყვეტილებით და სწორედ ამ სენსიტიურ მომენტში კომპანიის თანადამფუძნებელმა — ჯეკ მამ გადაწყვიტა, Alibaba-ში საკუთარი წილი შეემცირებინა.

ბუნებრივია, ინვესტორებმა ეს სიახლე ნეგატიურად მიიღეს. თუმცა არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, დამფუძნებელმა კომპანიაში საკუთარი წილის შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს. ეს შეიძლება მიუთითებდეს კომპანიის პერსპექტივებისადმი ნდობის ნაკლებობაზე, ფულის სხვა ინვესტიციებში დაბანდების განზრახვაზე ან უბრალოდ პირად ფინანსურ საჭიროებებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, ჯეკ მას გადაწყვეტილება პირად საჭიროებებთან იყოს დაკავშირებული და არა — Alibaba-ს პერსპექტივებთან.

გარდა ამისა, დიდი ხანია, რაც ჯეკ მა Alibaba-ში საკუთარი მონაწილეობის ხარისხს ამცირებს — 2013 წელს მან აღმასრულებელი დირექტორის, 2019-ში კი თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. რადგან ჯეკი ამ ბიზნესისგან დისტანცირდა, დროთა განმავლობაში მისი მფლობელობის შემცირება სულაც არ გამოიყურება უსაფუძვლოდ. Alibaba-ში მისი წილი შემცირდა 4.8%-მდე 2020 წლისთვის (2015-ში — 7.6%) და, შესაძლოა, კიდევ უფრო დაკლებულიყო ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც მან მმართველი გუნდი დატოვა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ ჯეკ მას ნაბიჯი, მაგრამ მისი ამ გადაწყვეტილებით ზედმეტ შეშფოთებას უნდა მოერიდონ. ამის ნაცვლად, მათ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ამჟამინდელი მენეჯმენტის ხედვაზე და მომდევნო კვარტლებში მათ მიერ მიზნების განხორციელებაზე.

Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $78.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $93.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 61%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

გავრცელებული ინფორმაციით, Nvidia ჩინეთისთვის ახალი AI ჩიპის გამოშვებას აფერხებს

შემდეგი

გასული კვირის განმავლობაში VinFast Auto-ს აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გასული კვირის განმავლობაში VinFast Auto-ს აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში VinFast Auto-ს აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved