• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Micron Technology კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

ივნისი 25, 2024
in სიახლეები
დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Micron Technology კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს
გაზიარება

დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Micron Technology ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგებს გამოაქვეყნებს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება განახლებებს იმის შესახებ, თუ როგორ სარგებლობს ჩიპების მწარმოებელი კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მზარდი მოთხოვნით და პარტნიორობით AI სივრცეში ყველაზე პოპულარულ კომპანია Nvidia-სთან.

Visible Alpha-ს მიერ შედგენილი შეფასებით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Micron-ის შემოსავალი ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში $6.7 მილიარდს შეადგენს, რაც აღემატება როგორც წინა კვარტლის, ისე გასული წლის იმავე პერიოდის შედეგებს.

უოლ სტრიტზე ასევე მოელიან, რომ წმინდა მოგება $399.39 მილიონს მიაღწევს, ანუ კორექტირებული მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $0.30 იქნება. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ $1.9 მილიარდის ოდენობით — ანუ თითო აქციაზე -$1.73 — წმინდა ზარალი დააფიქსირა.

 მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზი ფისკალური 2024 წლის II კვ. ფისკალური 2023 წლის III კვ.
შემოსავალი $6.7 მილიარდი $5.82 მილიარდი $3.75 მილიარდი
კორექტირებული EPS $0.3 $0.71 ($1.73)
წმინდა მოგება $399.39 მილიონი $793 მილიონი ($1.9 მილიარდი)

ძირითადი მეტრიკა — ძლიერი პროგნოზი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით

J.P. Morgan-ისა და Citi-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ Micron-ის მენეჯმენტი მეოთხე კვარტლისთვის მოსალოდნელზე ძლიერ პროგნოზებს წარადგენს, რამაც შეიძლება ინვესტორები გააოცოს და აქციების ფასი გაზარდოს.

Citi-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $8 მილიარდს მიაღწევს. მათ Micron-ის აქციების სამიზნე ფასი $150-დან $175-მდე გაზარდეს.

გარდა ამისა, ერთი კვირის წინ BofA-მ Micron Technology-ის აქციების სამიზნე ფასი $144-დან $170-მდე გაზარდა და Micron-ს უწოდა „მეხსიერების პროდუქტების საუკეთესო ამერიკული კომპანია“.

ანალიტიკოსების განმარტებით, მათ სჯერათ, რომ მოწყობილობებში AI მახასიათებლების დანერგვა, იგივე Edge AI, ნელა, მაგრამ სტაბილურად შეავსებს ბირთვულ ან მონაცემთა ცენტრის AI აპარატურას. მათ აღნიშნეს, რომ Edge AI-ის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარები კომპიუტერული და მეხსიერების ჩიპების მწარმოებლები იქნებიან.

ანალიტიკოსების თქმით, AI პერსონალურ კომპიუტერებზე მზარდი მოთხოვნისა, მათთვის მეტი მეხსიერების საჭიროების და ამ პროდუქტების მაღალი ფასის გამო, ისინი მიიჩნევენ, რომ Micron-ის გაყიდვები, კალენდარულ 2025 და 2026 წლებში, შესაბამისად, 10%-ით და 12%-ით გაუმჯობესდება. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე ამ წლებში, შესაბამისად, 20%-ით და 21%-ით გაიზრდება.

Nvidia-სთან პარტნიორობა

Micron ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს პარტნიორია და მას უზრუნველყოფს მეხსიერების გადაწყვეტებით AI ჩიპებისთვის.

კომპანია აწარმოებს მაღალი გამტარობის მეხსიერების (HBM) ჩიპებს, რომლებიც გამოიყენება Nvidia-ს AI გრაფიკული დამუშავების ერთეულებში (GPU), რაც მას საშუალებას აძლევს, Nvidia-ს წარმატებისგან სარგებელი მიიღოს.

როგორ აფასებს უოლ სტრიტი Micron-ის აქციებს?

Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $139.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $152.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $3.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Micron Technology-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

დღეს, ბაზრის დახურვის შემდეგ, Chipotle-ის აქციები 1/50 პროპორციით დაიყოფა

შემდეგი

ჩინეთში Novo Nordisk-ის პოპულარული მედიკამენტი — Wegovy დაამტკიცეს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Novo Nordisk-ის მედიკამენტმა — Wegovy-მ ახალ კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა

ჩინეთში Novo Nordisk-ის პოპულარული მედიკამენტი — Wegovy დაამტკიცეს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved