• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ჩინეთის დასტურის შემდეგ, Broadcom-მა Vmware-ის შესყიდვის გარიგება დახურა

ნოემბერი 24, 2023
in სიახლეები
ჩინეთის დასტურის შემდეგ, Broadcom-მა Vmware-ის შესყიდვის გარიგება დახურა
გაზიარება

Broadcom-ის მენეჯმენტმა კონკურენტის — Vmware-ის შეძენის გადაწყვეტილების შესახებ წელიწად-ნახევრის წინ განაცხადა, მაგრამ ეს გარიგება საბოლოოდ ოთხშაბათს შედგა.

Broadcom არის ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელი.

$69 მილიარდის ღირებულების შეთანხმების დახურვა სამჯერ გადაიდო მარეგულირებლების მიერ იმ მიზეზით, რომ, შესაძლოა, ამ კომბინაციას ჯანსაღი კონკურენტული გარემო დაეზიანებინა. ბოლო დასტური კომპანიებმა სამშაბათს მიიღეს ჩინეთის ოფიციალური პირებისგან.

არსებობდა ეჭვი, რომ შეთანხმება არ შედგებოდა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის გამო, რომელიც ტექნოლოგიურ პროდუქტებზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალი საექსპორტო სანქციებით არის გამოწვეული. ეს დაძაბულობა გარკვეულწილად შემცირდა გასულ კვირას, როდესაც ბაიდენი შეხვდა ჩინეთის ლიდერს — სი ძინპინს კალიფორნიაში, ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაზე.

Broadcom Stock

Broadcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰოკ ტანმა განმარტა, რომ კომბინირებული კომპანია გლობალურ საწარმოებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ კერძო და ჰიბრიდული ქლაუდ გარემო, რაც მათ უფრო დაცულსა და მოქნილს გახდის.

ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) VMware-ის აქციები მიმოქცევიდან იქნა ამოღებული.

Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $972.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $990.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,050.00-ს, ხოლო მინიმალური — $900.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

სამშაბათს HP-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა

შემდეგი

ვინ არის კენეთ გრიფინი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ვინ არის კენეთ გრიფინი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ვინ არის კენეთ გრიფინი? — ინვესტორის ბიოგრაფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved