ანალიტიკოსების შემოსავლებზე მოლოდინების თანმიმდევრული დაკმაყოფილება ან გადაჭარბება ხარისხიანი აქციების ნიშანია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიის პროდუქტებსა და/ან მომსახურებაზე დიდი მოთხოვნაა, რაც კონკურენტული უპირატესობის მქონე კომპანიაზე მიგვითითებს.
Abbott Laboratories-ს შემოსავლებზე ანალიტიკოსების პროგნოზების გამართლების ან გადაჭარბების გამოცდილება აქვს. მაგრამ უნდა იყიდონ თუ არა ამ კომპანიის აქციები დივიდენდების ზრდაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა? მოდით, უფრო ჩავუღრმავდეთ Abbott-ის საფუძვლებსა და ღირებულებას, რათა კითხვაზე პასუხი ვიპოვნოთ.
ბიზნესი ყვავის
როდესაც Abbott Laboratories-მა მეოთხე კვარტლის შემოსავლების ანგარიში წარადგინა, ეს ბოლო 10-დან მერვე შემთხვევა იყო, როცა კომპანიამ ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. მთლიანმა შემოსავალმა $11.47 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შემდეგ 7.2%-იანი ზრდაა. ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი კი ამ პერიოდისთვის $10.71 მილიარდი იყო.
Abbott-ის ოთხივე საანგარიშო სეგმენტმა – დიაგნოსტიკამ, სამედიცინო მოწყობილობებმა, კვებამ და დამკვიდრებულმა ფარმაცევტულმა საშუალებებმა, შეძლო გაყიდვების გაზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო მოწყობილობები იყო. მიუხედავად იმისა, რომ Abbott-ის მეოთხე კვარტლის მხოლოდ ერთი მესამედი (32.7%) იყო, სამედიცინო მოწყობილობების სეგმენტი პასუხისმგებელი იყო მთლიანი გაყიდვების ზრდის თითქმის ორ მესამედზე (64.1%).
სამედიცინო მოწყობილობების სეგმენტმა წლიდან წლამდე შემოსავლის 15.1%-ით, $3.7 მილიარდამდე გაზრდა 2 მიზეზით შეძლო. პირველ რიგში კომპანიამ წლის დასაწყისში აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის ორი აღიარება მიიღო. ასევე, იყო სამედიცინო მოწყობილობის შექმნა მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ინსულტის რისკის ქვეშ იმყოფებიან და სიპტომატური, მძიმე აორტის სტენოზის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა ღია გულზე ოპერაციის ჩატარებაც რისკის შემცველია. სხვა მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო სამედიცინო მოწყობილობების სეგმენტის უზარმაზარ ზრდას, იყო არჩევით პროცედურებზე კოვიდ-19-ის გავლენის მუდმივი გამოცოცხლება.
კომერციული, ძირითადი და ადმინისტრაციული ხარჯების $491 მილიონით ზრდა, რომელიც მიწოდების ჯაჭვის ინფლაციამ გამოიწვია, მეოთხე კვარტალში წმინდა მარჟის 380 ბაზისური პუნქტით 20.6%-მდე დაცემის მიზეზი გახდა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ამ ხარჯებს მომხრარებლებს გადასცემს (განსაკუთრებით მომხმარებელზე ორიენტირებული კვების სფეროში) და ამ წელს, მოგვიანებით, ინფლაციაც კლებას იწყებს, ეს კომპანიისთვის დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
იმის გამო, რომ Abbott ამ წელს მისი კვლევისა და განვითარების ინვესტიციების ოდნავ ზრდას ($2.7 მილიარდამდე) ელოდება, კომპანიის სტაბილური პროდუქტების ჩაშვების რეპუტაცია უნდა გაგრძელდეს. მრავალ ზურგის ქართან ერთად, როგორიც არის დაბერებული გლობალური მოსახლეობა, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლოვბაში ეს წლიური შემოსავლების 13.2%-იან ზრდას გამოიწვევს.
დივიდენდების საიმედო წყარო
Abbott Laboratories ბაზარზე საკმაოდ კარგად პოზიციონირებული ჩანს იმისთვის, რომ მომდევნო წლებში ზრდა განაგრძოს. მაგრამ შეუძლია თუ არა მომავალი თავის ახალ „დივიდენდების მეფის“ სტატუსს დააშენოს? პასუხი არის დიახ, იმის საფუძველზე, თუ როგორი იქნება წელს მისი დივიდენდების გადახდის კოეფიციენტი.
Abbott Laboratories ინვესტორებისთვის 1.6%-იან დივიდენდურ შემოსავალს უზრუნველყოფს და კომპანიის პოტენციალიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, დივიდენდი ყოველწლიურად მაღალ ერთნიშნა ციფრებში უნდა გაიზარდოს.
კომპანია ფინანსურად გამართულია
Abbott Laboratories-ის ძლიერი ფინანსური მდგომარეობა არის აქციების მოწონების კიდევ ერთი მიზეზი.
მისი პროცენტების დაფარვის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2020 წელს 10.9-დან 2021 წლის 17.8-მდე. Abbott-ის ფინანსების ხარისხისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას საპროცენტო ხარჯების დაფარვა, კომპანია თითქმის დანამდვილებით განაგრძობს მრავალი წლის განმავლობაში მუშაობას.
Abbott-ის აქციები გონივრულად არის შეფასებული
Abbott Laboratories, როგორც ჩანს, ფუნდამენტურად ჯანსაღი ბიზნესია, რაც თავდაპირველ კითხვასთან გვაბრუნებს: უნდა ვიყიდოთ Abbott-ის აქციები?
როგორც ჩანს, ამ დროისთვის, დივიდენდების ზრდით დაინტერესებული ინვესტორებისთვის ეს აქცია შესაფერისია. აქცია ბაზარზე მიმოიქცევა 23.4-ის ტოლი ფორვარდული ფასის მოგებასთან თანაფარდობით, რაც სამეციდინო მოწყობილობების ინდუსტრიის საშუალო მაჩველებელზე – 25.3-ზე ოდნავ დაბალია. ვინაიდან აქციების შემოსავლების ზრდის წლიური მაჩვენებელი – 13.2% ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე – 15.2%-ზე ოდნავ დაბალია, როგორც ჩანს, ეს აქციები სამართლიანად არის შეფასებული.
უნდა განახორციელოთ თუ არა $1000-ის ინვესტიცია Abbott Laboratories-ში ახლა?
გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს გააცნობიერეთ:
ანალიტიკოსთა ჯგუფმა გამოავლინა იმ 10 კომპანიის სია ინვესტორებისთვის, რომელთა აქციების ყიდვაც, მათი აზრით, მომგებიანია… და Abbott Laboratories ამ სიაში არ არის.