• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ინფლაციის საშიშროების გამო S&P 500-ის “სასიკვდილო გადაკვეთა” ახლოვდება

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საფონდო ბირჟაზე ინვესტორები შეაშფოთა

მარტი 9, 2022
in სიახლეები
ინფლაციის საშიშროების გამო S&P 500-ის “სასიკვდილო გადაკვეთა” ახლოვდება
გაზიარება

S&P 500 ინდექსი უახლოვდება „სასიკვდილო გადაკვეთას“, ავბედით ფიგურას გრაფიკზე, რომელიც აქტივების კლების ტენდეციას უსვამს ხაზს.

„სასიკვდილო გადაკვეთა“ ჩნდება მაშინ, როდესაც 50-დღიანი მოძრავი საშუალო კვეთს 200-დღიან მოძრავ საშუალოს. ამ მოვლენას, მრავალი გრაფიკზე დამკვირვებელი მიიჩნევს როგორც წერტილს, რომლიდანაც მოკლევადიანი კორექცია გრძელვადიან დაღმავალ ტრენდად გარდაიქმნება.

ბოლო შემოწმებისას, S&P 500 ინდექსი 0.6%-ით იყო შემცირებული. მისი 50-დღიანი მოძრავი საშუალო იყო 4,508.56 და 200-დღიანი მოძრავი საშუალო – 4,466.34, დიფერენციალი 42,22 პუნქტით, რომელიც, დაღმასვლის ასეთი ტემპებით, შეიძლება მომავალი კვირისთვის დაარღვიოს.

S&P 500 Close To A ‘Death Cross’

სამშაბათს Dow Jones Industrial Average (DJIA)-სთვის „სასიკვდილო გადაკვეთა“ მატერიალიზდა, 50-დღიანი მოძრავი საშუალო (34,990.79) 200-დღიან მოძრავ საშუალო ნიშნულზე (35,008.55) დაბლა ჩამოვიდა.

Dow Jones ‘Death Cross’ On March 23

უამრავ სხვა აქტივშიც დაფიქსირდა „სასიკვდილო გადაკვეთები“, მათ შორის იყო ტექნოლოგიური აქციებით დატვირთული Nasdaq Composite Index.

Nasdaq Composite Index ‘Death Cross’

S&P 500-მა ბოლოს „სასიკვდილო გადაკვეთა“ 2020 წლის 30 მარტს, პანდემიით გამოწვეული გაყიდვების მწვერვალზე დააფიქსირა. DJIA-მ კი „სასიკვდილო გადაკვეთის“ მატერიალიზება 2020 წლის 23 მარტს იხილა. ეს თარიღი ფართოდ განიხილება, როგორც Bear ბაზრის ფსკერი.

სპეციალისტების თქმით, ასეთი „გადაკვეთები“ შეიძლება სულაც არ იყოს საბაზრო დროის კარგი ინდიკატორი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი კარგად არის ტელეგრაფირებული, ამ „ჯვრებს“ შეუძლია დაგვეხმაროს ეს მასიური ფასდაკლებით გაყიდვების მოვლენა ისტორიულ პერსპექტივაში ჩავსვათ.

ორშაბათს, Nasdaq Comoposite-მა 19 ნოემბრის პიკიდან 20%-იანი კლება აჩვენა, DJIA-მა კი ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი კორექტირება დააფიქსირა – მინიმუმ 10%-იანი (მაგრამ არა უმეტეს 20%-ისა) კლება.

ფართო ბაზარზე ვარდნა გრძელდებოდა, „თავშესაფარმა აქტივებმა“, როგორიც არის ოქრო ან 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციები, მოვაჭრეების ყურადღება მიიპყრო, რადგან მძაფრი შეტაკებები აღმოსავლეთ ევროპაში, გლობალური ეკონომიკის შენელებისა და სასაქონლო ფასების ზრდის პერსპექტივას აჩენს.

მაგალითად, ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე ავიდა, რადგან აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტეს რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენის აკრძალვა. რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული. ევროკავშირი, რომელიც რუსეთის ნავთობსა და ბუნებრივ აირზე არის დამოკიდებული, იმედოვნებს, რომ მომავალ ზამთარში მოსკოვის ენერგეტიკულ აქტივებს ჩამოშორდება.

გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც იმ შიშთან არის შერწყმული, რომ აშშ-ის ცენტრალურ ბანკსა და სხვა გლობალური მონეტარული პოლიტიკის შემქმნელებს, მზარდი ინფლაციური წნეხის წინააღმდეგ საბრძოლველად, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების აწევა დასჭირდეთ, ხელს უწყობს ბაზრის დაცემის საერთო ტონს.

წინა

პუტინის ბრძანებულება კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ობლიგაციების გადახდის საკითხს

შემდეგი

ობლიგაციების „გარდაუვალი“ დეფოლტის გამო, Fitch-მა რუსეთის რეიტინგი შეამცირა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ობლიგაციების „გარდაუვალი“ დეფოლტის გამო, Fitch-მა რუსეთის რეიტინგი შეამცირა

ობლიგაციების „გარდაუვალი“ დეფოლტის გამო, Fitch-მა რუსეთის რეიტინგი შეამცირა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved