პირველი ამერიკული კორპორაციები 1790-იან წლებში ჩამოყალიბდნენ და ახალგაზრდა ერის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ინსტიტუტებად იქცნენ. უკვე საუკუნეებია, რაც მათ გლობალურ ეკონომიკაზე და ინოვაციებზე დიდი ზეგავლენა აქვთ.
პირველი კორპორაციები
მცირე საბანკო კორპორაციები აშშ-ში ამერიკის რევოლუციის შემდეგ პირველ წლებშივე არსებობდნენ. თუმცა ისტორიკოსთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ პირველი ინდუსტრიული კორპორაცია იყო Boston Manufacturing Co., რომელიც 1813 წელს დაარსდა. მისი ბიზნეს მოდელი იმპორტირებული იყო დიდი ბრიტანეთიდან, სადაც ინდუსტრიულ რევოლუციას ხელი ტექსტილის კორპორაციებმა შეუწყვეს.
კორპორაციებს შეეძლოთ კაპიტალის მოზიდვა სხვადასხვა წყაროდან, რაც უზრუნველყოფდა მექანიზმს შემნახველებისთვის და მწარმოებლებისთვის. ადრეულ წლებში ხმის მიცემის უფლებები გაცილებით ნაკლებად იყო დაცული, მაგრამ კორპორაციები მაინც განასახიერებდნენ ახალი ტიპის ინვესტიციას.
ინდუსტრიული რევოლუცია
კორპორაციებმა შეერთებული შტატების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ იდენტობაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. კაპიტალზე და ბიზნესის განვითარებაზე მარტივი წვდომა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო კორპორაციული სტრუქტურით, ინდუსტრიული რევოლუციის უკან მდგარ ძალას წარმოადგენდნენ.
ინდუსტრიულმა ზრდამ წარმოქმნა მდიდარი მრეწველების ახალი ჯგუფი, შეძლებული საშუალო კლასი და ხელი შეუწყო „ლურჯსაყელოიანებს“ (ფიზიკურად მომუშავეები აშშ-ში), რომლებსაც ახლად ჩამოსული ემიგრანტები შეადგენდნენ. აშშ გახდა მსოფლიოს უდიდესი ნოვატორი და მისი ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ძალა „ოქროს ხანის“ პერიოდში (დაახლოებით 1870-იანი წლების ბოლოდან 1900-იანი წლების დასაწყისამდე მონაკვეთი — სწრაფი ინდუსტრიალიზაციის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის დრო მდიდრებისთვის).
კორპორაციულ განვითარებას დარტყმა მიაყენა XX საუკუნის დასასრულს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებამ, რომელიც მიზნად ისახავდა, ანტიკონკურენტული ქცევისა და კორპორაციული გაერთიანებების აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ არსებობის 200 წელზე მეტი ხნის ისტორიის მანძილზე კორპორაციების სტრუქტურა შეიცვალა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სამთავრობო რეგულაციებით, გათვითცნობიერებული აქციონერების მოთხოვნებით და უცხოური კონკურენციით.
„ოქროს ხანა“
მარკ ტვენმა სამოქალაქო ომის შემდგომ ათწლეულებს „ოქროს ხანა“ უწოდა. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო პოლიტიკური სკანდალები, „ყაჩაღი ბარონები“, რკინიგზის განვითარება, ნავთობისა და ელექტროენერგიის დაზოგვა, ამერიკის პირველი გიგანტური ეროვნული და საერთაშორისო კორპორაციების დაარსება.
1929 წლის საფონდო ბირჟის კრახის შემდეგ, კორპორაციები და ფინანსური სექტორი დიდი დეპრესიის დაწყებაში დაადანაშაულეს. ამ განწყობის განმტკიცებას ხელი შეუწყო წიგნმა — The Modern Corporation and Private Property, რომელიც 1932 წელს გამოქვეყნდა. მისი ავტორები — ადოლფ ბერლი და გარდინერ მეინსი ამტკიცებდნენ, რომ აქციონერებმა, რომლებიც კანონიერად ფლობდნენ საჯარო კომპანიებს, დაკარგეს კონტროლის მექანიზმები და კორპორაციების რესურსებით სათავისოდ მანიპულირების შესაძლებლობა გაუჩნდათ მენეჯმენტს და დირექტორებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი და XXI საუკუნე
საზოგადოების თვალში კორპორაციების რეპუტაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგა. 1945 წლიდან ამერიკულმა კორპორაციებმა ზრდა დაიწყეს. როგორც წამყვანმა ძალამ, შეერთებულმა შტატებმა, აქტიური როლი ითამაშა საზღვარგარეთ ომით განადგურებული ქალაქების აღდგენაში. აშშ-ის ხელისუფლებამ დასავლეთ ევროპის ეკონომიკის რეგენერაცია განიხილა, როგორც ინვესტიცია, ამერიკული საქონლის ბაზრების დასაცავად.
ამერიკულ კორპორაციებს 1980-იან და 1990-იან წლებში მრავალეროვნული იაპონური კომპანიების სახით კონკურენტები გამოუჩნდნენ. იმ პერიოდში იაპონური კომპანიების მენეჯმენტის სტილმა და ინდუსტრიულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაზარდა.
ათწლეულის ან უფრო მეტი დროის შემდეგ, მრავალი კორპორაცია, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, სკანდალში გაეხვა. 2010 წელს ჩატარებული Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 49%-ს ჰქონდა დადებითი შეხედულება ამერიკულ კორპორაციებზე. 2021 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 46%-მდე დაეცა.
ტექნოლოგიების როლი
2023 წლის მონაცემებით, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით შედგენილ გლობალურ ათეულში რამდენიმე ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია მოხვდა. Apple, Amazon, Microsoft, Meta Platforms და Alphabet არიან ის გიგანტები, რომლებიც, ინოვაციების საშუალებით, ხელს უწყობენ სხვა ინდუსტრიების გარდაქმნას, როგორებიც არის უძრავი ქონება, წარმოება და საცალო ვაჭრობა. McKinsey-ის გლობალურ გამოკითხვაში, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებლებს მოიცავდა, COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა შეცვალა კომპანიების ოპერირების სპეციფიკა ყველა სექტორსა და რეგიონში. ამაში კი მათ მომხმარებელთან ინტერაქციის, მიწოდების ჯაჭვთან ურთიერთქმედების და შიდა ოპერაციების გაციფრულების დაჩქარება დაეხმარა.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.