ბაფეტის რჩევები გამოგადგებათ როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობაში
Forbes-ის თანახმად, უორენ ბაფეტს, რომელსაც ხშირად ორაკულსაც უწოდებენ, $102,2 მილიარდი ქონება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი ცნობილია როგორც ბრწყინვალე ბიზნესმენი, იგი ხშირად იძლევა რჩევებს, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესშია გამოსადეგი.
1. გადაწყვიტეთ, რომ გსურთ გახდეთ მდიდარი
იმისთვის, რომ მდიდარი გახდე, უნდა გჯეროდეს, რომ ერთ დღეს გახდები კიდეც. Huffington Post-ის თანახმად, ბაფეტმა ერთხელ აღნიშნა, რომ ყოველთვის იცოდა, რომ მდიდარი უნდა ყოფილიყო. მეტიც, ერთხელაც კი არ შეპარვია ეჭვი ამ ამბავში. ამის მისაღწევად საუკეთესო გზა კი არის საკუთარ თავს ხშირად შემოვუძახოთ და დავისახოთ მიზნები.
2. დანაზოგების კეთება ადრეული ასაკიდანვე დაიწყეთ
CNBC-ის ცნობით, 15 წლის ასაკში უორენმა $2000 იშოვა ჟურნალების გაყიდვითა და საბუთების მიწოდების სერვისით. ამ ფულის $1200 ფერმაში ჩადო, ფერმერს გაუფორმა ხელშეკრულება მოგების გაზიარების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რაში განახორციელებთ პირველ ინვესტიციას – შეიძენთ სახლს თუ წამოიწყებთ ბიზნესს.
3. მოგების რეინვესტიცია
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას, ბაფეტმა მეგობართან ერთად პინბოლის მანქანა იყიდა, რომელიც სილამაზის სალონში დადგეს. მათ მალევე გამოიმუშავეს იმდენი, რომ ახალი მანქანები შეეძინათ და განეთავსებინათ ახალ–ახალ ობიექტებზე.
ასე რომ, თუ გსურთ თქვენი ქონება გაიზარდოს, საჭიროა მისი რეინვესტირება თქვენსავე ბიზნესში
4. დაასრულეთ სწავლა ადრე
ბაფეტმა სამი წელი ისწავლა ნაცვლად ოთხისა. აქედან 2 წელიწადს უორტონის ბიზნეს სკოლაში სწავლობდა, 1 წელი კი ნებრასკას უნივერსიტეტში. იმის მიუხედავად, რომ მის დროს სწავლის გადასახადი მაღალი არ იყო, მან ადრე დამთავრებით, ერთი წლის თანხა დაზოგა, რაც სწავლაში უნდა გადაეხადა.
5. უარის შემდეგ დაბრუნება
ჰარვარდში ინტერვიუს შემდეგ, ბაფეტმა უარი მიიღო, თუმცა ყურების ჩამოყრის ნაცვლად, იგი კოლუმბიაში გაემგზავრა და შეხვდა ბენჯამინ გრეჰემს, რომელიც ინვესტიციებში ლეგენდარულ პერსონად ითვლებოდა. გრეჰემი ბაფეტის მენტორად იქცა.
მაშინაც კი, თუ უარი გითხრეს სადმე სწავლაზე ან დასაქმებაზე, განაგრძეთ წინსვლა. წარმოიდგინეთ, ბაფეტს რომ ყველაფერზე უარი ეთქვა მას მერე, რაც ჰარვარდში ვერ გაიარა გასაუბრება, დღეს ის არ იქნებოდა ის, ვინც არის.
6. პირადი კომუნიკაცია
1951 წელს ბაფეტი ეძებდა საინვესტიციო კომპანიებს და GEICO-ს წააწყდა. მეტის გასაგებად ის სათავო ოფისში გაემგზავრა, მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტზე მითითებული იყო, თითქოს ოფისი დაკეტილია. დამლაგებელმა იგი შეუშვა, სადაც მას აღმასრულებელი დირექტორი შეხვდა და ბაფეტმა თავისი ერთ–ერთი პირველი ინვესტიცია განახორციელა.
მიჰყევით ბაფეტის რჩევას პირად კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ზოგჯერ დიდი საქმეები უბრალოდ არ კეთდება, სატელეფონო ზარებითა და ელფოსტებით.
7. იყავით ჯიუტი
ბაფეტს დიდი დრო დასჭირდა გრეჰემთან, რომ მას დაექირავებინა იგი. თავიდან გრეჰემი არ იყო თანახმა, მაგრამ ბაფეტი არ შეჩერებულა, მუდმივად იდეებს აწვდიდა მენტორს, რის მერეც მან ბაფეტი დაიქირავა.
თუ თქვენ უარს მიიღებთ დამსაქმებლისგან, რომელთანაც ნამდვილად გსურთ მუშაობა, განაგრძეთ ცდა, სანამ ეს უარი დადებით პასუხად არ გარდაიქმნება.
8. საჯარო გამოსვლის ოსტატობა
საჯარო გამოსვლის კარგმა უნარებმა შეიძლება შორს წაგიყვანოთ თქვენს პროფესიაში, თუმცა ბევრს, მათ შორის უორენ ბაფეტს უჭირდა ამ ოსტატობის შემუშავება, მაგრამ Forbes-ის თანახმად, მან გაიარა დეილ კარნეგის საჯარო გამოსვლის კურსი გახდა შესანიშნავი ორატორი.
9. გამოიმუშავეთ დაზოგვის ჩვევები
როდესაც გრეჰემმა პარტნიორობა შეწყვიტა, ბაფეტი ომაჰაში დაბრუნდა, თუმცა, საბედნიეროდ, მას ფინანსები წესრიგში ჰქონდა, რადგან მუდამ ზოგავდა თანხებს. ამის შემდეგ მან დაიწყო Buffett Associates, Ltd.-ის შექმნა.
10. იპოვეთ ბიზნეს პარტნიორი
შეიძლება ითქვას, რომ ბაფეტი მარტო ბევრს ვერ მიაღწევდა, რომ არა ჩარლი მანგერი, მისი მარჯვენა ხელი. Economist-ის ცნობით, ერთმანეთს 1959 წელს შეხვდნენ და დღეს მანგერი Berkshire Hathaway-ის ვიცე–თავმჯდომარეა. ბაფეტი წერდა, რომ ჩარლიმ გააფართოვა მისი თვალსაწიერი.
თუ გსურთ იყოთ წარმატებული, მნიშვნელოვანია, იპოვოთ სანდო პარტნიორი – იქნება ეს საქმიანი ნაცნობი, მეგობარი თუ მეუღლე – რომელიც გიბიძგებთ იყოთ უკეთესი
11. საკუთარ თავთან მართალნი იყავით
Berkshire Hathaway-ის ოფისი საკმაოდ საშუალო დონეზე გამოიყურება. ვინც ბაფეტს იცნობს, იცის, რომ მას არ სჭირდება ბრწყინვალე ვიზუალი, რადგან პირადი იმიჯი შეიძლება განსხვავებული იყოს იმისგან, ხართ თუ არა წარმატებული ადამიანი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ფლობდეთ საკუთარ თავს, ასე გარშემომყოფებიც უფრო დაგაფასებენ.
12. იცხოვრეთ ეკონომიურად
ეკონომიურად ცხოვრება შესაძლებლობას გაძლევთ, წინ წაიწიოთ ცხოვრებაში და უფრო მეტ მიზანს მიაღწიოთ. სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით ბაფეტი არ ცხოვრობს ფუფუნებაში. მისი პარტნიორი, მანგერიც აღნიშნავს, რომ Berkshire Hathaway-ის წარმატება ეკონომიურმა ხარჯებმა განაპირობა.
“არის რაღაცები, რასაც ფულით ვერ იყიდი”, – თქვა ერთხელ ბაფეტმა, – ჩემი ცხოვრება არ შეიძლება იყოს ძალიან ბედნიერი და კომფორტული. ვფიქრობ, ცუდი იქნება, თუ 7 ან 8 სახლი მექნება”.
13. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში
Berkshire Hathaway-ის წარმატების ნაწილი განპირობებულია იმით, რომ ბაფეტმა თავისი ფული საკუთარ თავში ჩადო. ითვლება, რომ თუკი წარმატების მიღწევა გსურთ, ეს აუცილებელია. თუ გამოიმუშავებთ იმას, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავს გადაუხადოთ ხოლმე, თქვენ წარმატებით შეიძენთ სიმდიდრეს.
14. გქონდეთ თქვენი იარაღები
Berkshire Hathaway არ იხდის დივიდენდებს, რადგან ბაფეტს ისინი არ მოსწონს, ისინი ხომ იბერგება, როგორც შემოსავალი. ბევრ ინვესტორს ეს მიდგომა არ მოსწონს, მაგრამ ბაფეტის გადაწყვეტილება არ იცვლება. ბიზნესში საკუთარი იარაღების ქონა წარმატების საწინდარია.
15. იყავით დინების საპირისპირო ინვესტორი
ბაფეტი იმითაა ცნობილი, რომ ის ხშირად ყიდულობს აქტივებს, რომლებიც კარგად არ მუშაობს და ყიდის მათ, როცა ისინი ამუშავდება. New York Times-ში მან ერთხელ დაწერა:
“იყავი მშიშარა, როცა სხვები ხარბები არიან და იყავი ხარბი, როცა სხვებს ეშინიათ”.
16. არ მიუდგეთ ინვესტიციებს ემოციურად
როდესაც ბაზარი ეცემა, ბევრ ინვესტორს უჩნდება სურვილი, გაყიდოს აქციები, თუმცა ბაფეტი გვირჩევს, რომ ბიზნესის კეთებისას გვერდზე გადავდოთ ემოციები. თუ გსურთ წარმატების მიღწევა, მოერიდეთ ცხელ გულზე გადაწყვეტილებების მიღებას.
17. განახორციელეთ რთული ნაბიჯები
Berkshire Hathaway-ის ძირითადი ბიზნესი თავდაპირველად ტექსტილის ქარხნები იყო და ბაფეტი მათ მრავალი წლის განმავლობაში ინახავდა. 1985 წელს მან გაყიდა წისქვილის აღჭურვილობა, რადგან ის ფულს არ გამოიმუშავებდა. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მატივი არ იყო, მაგრამ მას მოუწია მისი მიღება. მძიმე ნაბიჯის გადადგმა ხშირად გვიწევს ცხოვრებაში, მაგალითად, შეიძლება გამოტოვოთ შვებულება იმის გამო, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოთ საქმეში და სხვა.
18. განახორციელეთ ინვესტიცია იქ, რაც კარგად იცით
1980-იანი წლების ბოლოს ბაფეტმა “კოკა–კოლას” 6.3% შეიძინა. რა თქმა უნდა, ის კარგად იცნობდა ამ ბრენდს. მან ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ სისტემატურად მოიხმარდა ამ პროდუქტს. “ჩემში კოკა–კოლას ერთი მეოთხედია”, – დასძინა ბაფეტმა.
19. იყავით გულწრფელი
ბაფეტი ცნობილია თავისი პატიოსნებით. პატიოსანი ბიზნეს პრაქტიკა ამყარებს ნდობას კოლეგებს, პერსონალს და კონკურენტებს შორისაც კი. უფრო მეტიც, ინვესტორები სანდო პირებსა და კომპანიებს ყოველთვის მეტად აფინანსებენ.
20. დაბრუნება
რაც შეეხება ქველმოქმედებას, ბაფეტი ერთ–ერთი ყველაზე გულუხვი ადამიანია მსოფლიოში. მისი სიტყვებია: „თუ კაცობრიობის ყველაზე იღბლიან 1%-ში ხარ, ვალდებული ხარ, იფიქრო დანარჩენ 99%-ზე“.
21. შემოსაზღვრეთ საქმიანობის არეალი
Berkshire Hathaway-ის წარმატებების ასახსნელად, მანგერმა დაწერა, რომ ბაფეტმა თავიდანვე შემოსაზღვრა საქმიანობების არეალი რამდენიმე მიმართულებით და მას ემსახურებოდა 50 წლის განმავლობაში.
გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რაც შთაგაგონებთ და შესაძლოა ისეთ წარმატებასაც კი მიაღწიოთ, რაც თავად უორენ ბაფეტსაც კი გააოცებდა.
წყარო: gobankingrates