Coca-Cola მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, აღიარებული სამომხმარებლო ბრენდია. ლეგენდარული ინვესტორის — Berkshire Hathaway კი ამ კომპანიის აქციებს 1988 წლიდან ფლობს.
ომაჰას ორაკულს ნამდვილად მოსწონს Coca-Cola-ს ბიზნესის გამძლეობა და სტაბილურობა. ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ შეადგენს სასმელების კომპანიის აქციები ამჟამად Berkshire-ის საინვესტიციო პორტფელის დაახლოებით 7%-ს შეადგენს. ის სიდიდით მეოთხე ჰოლდინგია Apple-ის, Bank of America-სა და American Express-ის შემდეგ.
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ბაფეტს ჯერ კიდევ უყვარს Coca-Cola, არის ის უზარმაზარი პასიური შემოსავალი, რომელიც კომპანიას ინვესტორისთვის მოაქვს.
პასიური შემოსავლის წყარო
Berkshire Hathaway ამჟამად Coca-Cola-ს 400 მილიონ აქციას ფლობს. ეს ნიშნავს, რომ უორენ ბაფეტის კომპანია ამ ინვესტიციიდან ყოველწლიურად $736 მილიონის მოცულობის დივიდენდურ შემოსავალს გამოიმუშავებს. ეს არის უზარმაზარი პასიური შემოსავალი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ ინარჩუნებს ბაფეტი ამ ინვესტიციას.
უკვე დიდი ხანია, რაც Coca-Cola აქციონერებისთვის ფულის დაბრუნებაზეა ფოკუსირებული და ამჟამად მისი აქციების კვარტალური დივიდენდური სარგებელი $0.46-ს შეადგენს. Coca-Cola დივიდენდურ ანაზღაურებას უკვე ზედიზედ 61 წელია ზრდის და ეს მას ამ მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად აქცევს.
დადებითი თვისებები
კოკა-კოლას ბიზნესის დასაფასებლად მიზეზების პოვნა რთული არ არის. ეს წარმოუდგენლად მომგებიანი კომპანიაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი საშუალო საოპერაციო მარჟა 25.9%-ს შეადგენდა. ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, Coca-Cola-მ $7.9 მილიარდის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) გამოიმუშავა, რაც კომპანიას დივიდენდების გადახდაში ეხმარება.
ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოკა-კოლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდის მფლობელია. ეს კომპანიას ეხმარება, შეინარჩუნოს მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეამციროს ბიზნესის წარუმატებლობის შანსები.
ამან შექმნა სცენარი, რომლითაც კომპანიას გააჩნია ფასწარმოქმნის ძალა და ეს შეიძლება იყოს მახასიათებელი, რომელსაც ბაფეტი ყველაზე მეტად აფასებს. ბოლო კვარტალში Coca-Cola-ს წმინდა შემოსავალი წლიურად 8%-ით გაიზარდა ძირითადად ფასების ზრდის გამო. ეს ადასტურებს, რომ მომხმარებლები, ფულის დაზოგვის მიზნით, კონკურენტი კომპანიების პროდუქტებზე გადასვლას არ აპირებენ.
ეს Coca-Cola-ს მატებს სტაბილურობას, გააგრძელოს ჯანსაღი ფინანსური შედეგების მიღწევა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება მაკროეკონომიკური გარემო.
ანალიტიკოსების შეფასებები
Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $59.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $64.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Coca-Cola-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.