• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 19 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

იანვარი 22, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 19 იანვარს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის IBM, Chegg, Broadcom და Fiverr.

IBM

პარასკევს, ანალიტიკოსების პოზიტიური შეფასებების შემდეგ, International Business Machines-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში, S&P 500 ინდექსმა 1.23%-იანი მატება დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში IBM-ის აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაუმჯობესდა.

Evercore ISI-ის ანალიტიკოსთა გუნდმა, ამიტ დარიანის ხელმძღვანელობით, IBM-ის ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $165-დან $200-მდე გაზარდა.

მათი აზრით, IBM ახლა კარგად არის პოზიციონირებული, რათა ტექნოლოგიურ სექტორში მიმდინარე განვითარებისგან წელს მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიის მენეჯმენტი, პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით, IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) ძალისხმევას გაზრდის. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციებისა და ფუნქციების ფეთქებადმა აღმასვლამ უნდა გაზარდოს საწარმოების ხარჯები ისეთ სეგმენტებში, როგორებიც არის კონსულტირება და პროგრამული უზრუნველყოფა. IBM ორივე მიმართულებით აქტიურია.

IBM

Evercore ISI-ის გუნდმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისგან IBM-ის პოტენციური სარგებელი ამჟამად შეუმჩნეველია.

Evercore ISI-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ კონსულტირება და პროგრამული უზრუნველყოფა არ იქნება ის მიმართულებები, რომლებიც კომპანიას სარგებელს მოუტანს. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ათვისება დადებითად იმოქმედებს კომპანიის მონაცემთა ბიზნესზე და მის ძალისხმევაზე AI მიმართულებით.

IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $161.55-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $120.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chegg

პარასკევს, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, ამერიკული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანიის Chegg-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 55%-ით დაიკლო.

პარასკევ დილით Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — ერიკ შერიდანმა Chegg-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $10-დან $8-მდე შეამცირა. ამ ნაბიჯის ასახსნელად ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ამცირებს შემოსავლის პროგნოზს Chegg-ისთვის იმის გათვალისწინებით, რომ იკლებს კომპანიის გამომწერების რაოდენობა და იზრდება კონკურენცია სხვა პლატფორმებისგან, რომლებიც იყენებს გენერაციულ AI გადაწყვეტებს, როგორიცაა ChatGPT.

მართლაც, Chegg-ის სააბონენტო სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა 2023 წლის მესამე კვარტალში წლიდან წლამდე 8%-ით — 4.4 მილიონამდე შემცირდა.

Chegg ასევე აქტიურად ებრძვის იმ აზრს, რომ გენერაციული AI ნეგატიურ, დამანგრეველ ძალად ჩამოყალიბდება. 2023 წლის ნოემბერში გავრცელებულ პრესრელიზში, კომპანიის მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა ბოლო გლობალურ გამოკითხვას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაკალავრიატის სტუდენტების 40% კოლეჯში/უნივერსიტეტში სწავლისას გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, მაგრამ გამოკითხულთა დაახლოებით 55%-მა აღნიშნა, რომ უპირატესობას ანიჭებს ადამიანის კომპეტენციის ჩართვას პასუხების გენერირებაში.

Chegg

Chegg 2023 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშს 5 თებერვალს წარადგენს. ამჟამად მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ კვარტალური შემოსავალი $186 მილიონს შეადგენს, ხოლო EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) — $63 მილიონს.

Chegg-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $9.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $13.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chegg-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Broadcom

პარასკევს, ანალიტიკოსის პოზიტიური შეფასების შემდეგ, ნახევარგამტარული პროდუქტების კომპანიის — Broadcom-ის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 100%-ით გაუმჯობესდა.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — ტოშია ჰარიმ Broadcom-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $1,325-ის ოდენობით სამიზნე ფასი მიანიჭა.

თავისი კეთილგანწყობის ასახსნელად ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა Broadcom-ის AI-სთან დაკავშირებული პროდუქტების ორნიშნა პროცენტულ ზრდაზე. ჰარი ასევე ამტკიცებს, რომ Broadcom მზად არის, ისარგებლოს ციკლური აღდგენით მის ძირითად ნახევარგამტარულ სეგმენტში, რადგან მომდევნო კვარტლებში საწარმოების ხარჯები იზრდება. დაბოლოს, მან ასევე აღნიშნა, რომ Broadcom-ს ჯერ არ წარმოუჩენია მნიშვნელოვანი ოპერაციული ბერკეტი და სინერგია VMware-ის შეძენის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ შესყიდვის გარიგება 2023 წლის ნოემბერში დაიხურა.

Broadcom

Broadcom ფისკალური 2024 წლის პირველი კვარტლის შედეგებს მარტის დასაწყისში წარადგენს. კომპანიის მენეჯმენტს კონკრეტული კვარტალური პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ მისი სრული ფისკალური წლის პერსპექტივა მოითხოვს შემოსავლის 39.5%-ით — $50 მილიარდამდე ზრდას.

Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,211.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,170.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,320.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,000.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Fiverr

პარასკევს, ცნობილი ანალიტიკოსისგან პოზიტიური შეფასების მიღების შემდეგ, ფრილანს პლატფორმის — Fiverr International-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით შემცირდა.

StreetInsider ინფორმაციით, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — ერიკ შერიდანმა Fiverr-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $43-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2023 წელს Fiverr-ის აქციების ფასი შემცირდა, რადგან ინვესტორებს აშფოთებთ ის პოტენციური ზარალი, რომელიც შეიძლება ბიზნესმა ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო განიცადოს. ისინი მიიჩნევენ რომ ადამიანებს Fiverr-ის გამყიდველებისგან ნაკლები სერვისი დასჭირდებათ, რადგან გენერაციულ AI აპებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

შერიდანი აღიარებს ამ რისკს. თუმცა ანალიტიკოსი თვლის, რომ Fiverr ჯერ კიდევ ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და კომპანიის აქციების ფასი ახლა საკმაოდ დაბალია იმისთვის, რომ ამ რისკზე წასვლა გამართლებული იყოს.

Fiverr

Fiverr-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2023 წლის შემოსავალი 6%-8%-ით გაუმჯობესდება, რაც საკმაოდ ნელი ტემპია. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ კომპანიამ შეინარჩუნა ბაზრის წილი, რომელიც პანდემიის დროს მოიპოვა, რაც გამამხნევებელია.

უცნობია, გაუძლებს თუ არა Fiverr ზეწოლას გენერაციული ხელოვნური ინტელექტისგან. თუ კომპანია 2024 წელს უფრო სწრაფად განვითარებას და ხარჯების კონტროლს მოახერხებს, შეიძლება ის ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობა იყოს.

Fiverr-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $26.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $36.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $43.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Fiverr-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გალტ & თაგარტი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საფონდო ბირჟის ტენდენციების შესახებ ვებინარს გამართავს

შემდეგი

Super Micro Computer-მა წინასწარი კვარტალური შედეგები წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Super Micro Computer-მა წინასწარი კვარტალური შედეგები წარადგინა

Super Micro Computer-მა წინასწარი კვარტალური შედეგები წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved