გუშინ Centene-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის პროვაიდერის მენეჯმენტმა გაზარდა მომავლის პროგნოზები, რადგან კომპანიამ შეამცირა ხარჯები და გააძლიერა აქციების გამოსყიდვის პროგრამა.
მიმდინარე წლის განმავლობაში Centene-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.
Centene-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს თითო აქციაზე მოგება (EPS) $6.70-ს გადააჭარბებს (ძველი პროგნოზი — $6.60+). ასევე მოსალოდნელია, რომ შემოსავალი $142.5-$145.5 მილიარდს მიაღწევს, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს აღემატება. რაც შეეხება 2023 წელს, კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მითითებები — მინიმუმ $6.60-ის ტოლი EPS და $137.5-$139.5 მილიარდის ოდენობით შემოსავალი.
Centene-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სარა ლონდონმა თქვა, რომ კომპანია განაგრძობს საკუთარი სტრატეგიული გეგმის შესრულებას, რათა უზრუნველყოს ძლიერი, გრძელვადიანი შემოსავლის ზრდა და შექმნას მნიშვნელოვანი აქციონერი ფასეულობა. მან განმარტა, რომ მაღალი პროგნოზები იყო დადებითი საოპერაციო იმპულსის და გეგმის სათანადოდ შესრულების მაჩვენებელი.
გარდა ამისა, Centene-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დირექტორთა საბჭომ აქციების გამოსყიდვის არსებული გეგმის ($1.2 მილიარდი) $4 მილიარდით გაზრდა დაამტკიცა.
Centene-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $76.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $83.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $110.00-ს, ხოლო მინიმალური — $74.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Centene-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.