• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Campbell Soup-ის აქციების ფასი გაიზარდა

დეკემბერი 7, 2023
in სიახლეები
კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Campbell Soup-ის აქციების ფასი გაიზარდა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Campbell Soup-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საკვები პროდუქტების კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით არის შემცირებული.

ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში Campbell Soup-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 2%-ით — $2.52 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს შეესაბამებოდა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.91 შეადგინა (პროგნოზი — $0.88). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS $0.78 იყო — ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.09-ით ჩამორჩა.

Campbell Soup-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე კომპანიის გაყიდვების მოცულობის 5%-იანი ვარდნა ნაწილობრივ ფასების 3%-იანი ზრდით იყო კომპენსირებული.

Campbell’s Meals & Beverages განყოფილებაში გაყიდვები, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 4%-ით შემცირდა, სნექების სეგმენტის გაყიდვებმა 1%-იანი კლება განიცადა, მაგრამ Emerald Nuts ბიზნესის დივესტიციის გავლენის გამოკლებით, ორგანული გაყიდვები 1%-ით გაიზარდა. Campbell Soup-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მოთხოვნა დიდი იყო ფუნთუშებსა და კრეკერებზე, განსაკუთრებით Lance და Goldfish ბრენდებზე. სნექების განყოფილებამ ასევე ისარგებლა ფასების 5%-იანი ზრდით.

Campbell Soup Stock

Campbell Soup-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ კლოუზმა თქვა, რომ კომპანია განაგრძობს ეფექტიან ნავიგაციას მიმდინარე სამომხმარებლო გარემოში. მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანი სადღესასწაულო სეზონი კომპანიისთვის წამახალისებლად დაიწყო.

Campbell Soup-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი ფისკალური 2024 წლის განმავლობაში EPS $3.09-$3.15-ს მიაღწევს და ეს დიაპაზონი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს აღემატება.

Campbell Soup-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $43.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $50.00-ს, ხოლო მინიმალური — $44.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Campbell Soup-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.6%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Nvidia აშშ-ის ექსპორტის რეგულაციებთან შესაბამის ჩიპებს დაამზადებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Nvidia აშშ-ის ექსპორტის რეგულაციებთან შესაბამის ჩიპებს დაამზადებს

Nvidia აშშ-ის ექსპორტის რეგულაციებთან შესაბამის ჩიპებს დაამზადებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved