საუკეთესო გრძელვადიანი აქციების ძიებაში, თქვენი ტიპური მზარდი აქციები შეიძლება ეზოპეს ცნობილ გმირს, ფეხმარდ კურდღელს დაემსგავსოს. მას მზარდი შემოსავალი და გაყიდვები აქვს, აქციამ შეიძლება ახალ მწვერვალებს მიაღწიოს და რამდენიმე თვეში 50, 100 ან 200 %-ს მიაღწიოს. ამასთან ერთად, ჭეშმარიტი გრძელვადიანი აქციის გამარჯვებული შეიძლება იყოს ეზოპეს იგავის მეორე გმირის, ნელი და სტაბილური კუს მსგავსი.
საკმარისი დროის გათვალისწინებით, საუკეთესო გრძელვადიანმა აქციამ ყველაზე სწრაფ კურდღელსაც კი შეიძლება აჯობოს. Მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს მოსაწყენია, ასეთმა აქციებმა შეიძლება ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და შემოსავლებისკენ სტაბილური მოგზაურობა უზრუნველყოს.
თუკი დამწყები ინვესტორი ხართ და კარგ გრძელვადიან ინვესტიციას ეძებთ, უორენ ბაფეტისა და უილიამ ჯ. ო‘ნილის – ცნობილი ინვესტორების მიდგომებს გადახედეთ. ბაფეტი კლასიკურ სტრატეგიას იყენებს – “შეიძინე და შეინარჩუნე”, რაც გულისხმობს გრძელვადიანი ინვესტიციის შოვნასა და მის ბევრი წლით, ზოგჯერ კი სამუდამოდ შენარჩუნებას.
ბილ ონილი, Investor’s Business Daily-ის დამფუძნებელი, იყენებს CAN SLIM-იმის მეთოდს, რაც გულისხმობს კვირებისა და თვეების განმავლობაში მზარდი აქციებით აქტიურ ვაჭრობას, რაც განსხვავდება ბაფეტის ათწლეულების სტრატეგიისაგან.
ორი სტრატეგიის შერწყმამ კი, შექმნა Investor’s Business Daily და IBD Long-Term Leaders (LTL), გრძელვადიანი, ეფექტური აქციების სია, რომელიც ორიენტირებულია მოგების სტაბილურობაზე, ზრდასა და ფასების დინამიკაზე. ეს მიდგომა ბევრი ინვესტორის პრობლემას აგვარებს, რადგან ყველა მათგანს მოსწონს მზარდი აქციები, მაგრამ არ ჰყოფნის დრო ყოველდღიური ან კვირეული ვაჭრობისათვის.
საუკეთესო გრძელვადიანი აქციები: Domino’s Pizza Apple-ს წინააღმდეგ.
Domino’s Pizza 2020 წლის პირველ კვარტალში IBD-ის LTL სიის მოწინავე იყო, მაგრამ შეუძლია კი სწრაფ და კომფორტულ პიცის მიწოდების სერვისს Apple Watch-ისთვის კონკურენციის გაწევა?
Domino’s Pizza მსოფლიოში უმსხვილესი პიცერიაა, რომელიც 1960 წელს ერთი მაღაზიით გამოჩნდა, ახლა კი 17,000 ობიექტის მფლობელია მსოფლიო მასშტაბით. 2009 წლიდან მოყოლებული, მისი აქციები 12800%-ით გაიზარდა, იგი კლასიკური კუს პროტოტიპია, რომელიც ნელა და სტაბილურად იგებს რბოლას.
როგორ გამოიყურება კლასიკური გრძელვადიანი ინვესტიცია?
ყოველთვიურ სტატისტიკებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გრძელვადიანი აქციები ერთმანეთს ჰგავს. სტაბილურად წარმატებული აქციები S&P 500-ის საორიენტაციო ნიშნულთან შედარებით იზომება. ხაზი ზევით იწევა, როცა აქცია საბაზრო ინდექსს აღემატება და ქვევით ეცემა, თუკი ის დაბალია. კონცენტირდით ამ ხაზის უფრო გრძელ ტენდენციაზე. როდესაც ჩარტში არაფერია ყველაზე მაღალ პოზიციაზე, ყურადღება მიაქციეთ საშუალო ხაზებს. როგორც წესი, კარგი და სტაბილური აქციები ამ საშუალო ხაზის ქვემოთ არ ჩამოდიან. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ეს ხაზი საშუალო ნიშნულის ქვევით ჩამოდის, ესე იგი ამ აქციის გაყიდვის დროა.
ჩარტების ყოველდღიური ან კვირეული დაკვირვება კვეთს აქციების დაბალ ცვალებადობას. Შეადარეთ ერთმანეთს გრძელვადიანი აქციების ლიდერი და ტიპური მზარდი აქცია, ნახავთ, რომ გრძელვადიანი ინვესტიციები კუებია კურდღლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ ინვესტიციებს ყოველთვის კარგი დღეები აქვთ, უბრალოდ ისინი უფრო რბილად არიან საფონდო ბირჟასთან შედარებით.
ანალიტიკა გვიჩვენებს, რომ საუკეთესო გრძელვადიანი აქციების გარანტს სამი რამ წარმოადგენს: ფუნდამენტი, ტექნიკა და სპონსორი. ყველაზე გავრცელებული ფუნდამენტური მახასიათებელია ის, რომ საუკეთესო გრძელვადიან აქციებს აქვს სტაბილური მოგება. IBD-ის საკუთრებაში არსებული მოგების სტაბილურობის რეიტინგი და აქციების სამწლიანი წლიური ზრდის ტემპი შეგიძლიათ იხილოთ IBD Long-Term Leaders გვერდზე. მონაცემები ასევე ხელმისაწვდომია MarketSmith-ის ყოველკვირეულ სქემებზე.
საუკეთესო გრძელვადიანი აქციების ტექნიკური მახასიათებლები
ყოველდღიური ჩარტის ყურებისას, გრძელვადიანი აქციების სრულყოფილმა ლიდერმა შეიძლება ძილიც მოაგვაროთ, რადგან მისი დინამიკა შედარებით შენელებულია. ყოველკვირეული გრაფიკის დაკვირვებაც კი მაინცდამაინც ვერ ააჩქარებს თქვენს გულისცემას, რადგან თქვენ ჯერ დაიწყებთ რამდენიმე კვირით, შემდეგ 1 ან 2 კვირას დააკვირდებით, რის მერეც ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება.
განსაკუთრებით მოგეწონებათ ყოველთვიური რეიტინგის გადახედვა, რადგან აქ უკვე ჩანს ის პატარა ნაბიჯები, რომლებიც სტაბილურ და ეფექტურ ზრდას ასახავს საფონდო ბირჟაზე. გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვიური სტატისტიკის გადახედვისას, ყურადღება უნდა გაამახვილოთ საშუალოდ 24 თვეზე, თუმცა 12 თვეც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.
მიზანი ისაა, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძინოთ, შემდეგ კი ზომიერად დაამატოთ მცირე შესყიდვები, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავდაპირველი პოზიციები შენარჩუნებულია რამდენიმე თვის განმავლობაში. მეორე მნიშვნელოვანი გზა სტაბილური აქციების შესაძენად, არის ლოგიკურ დროს ყიდვა. ხშირად ხდება, რომ ბაზარი საერთო ჯამში სუსტია და ამ დროს ისეთი აქციის ყიდვაა შესაძლებელი, რომელიც ლიდერობს გრძელვადიან პერსპექტივებში.
როდის გავყიდოთ გრძელვადიანი აქცია?
ნებისმიერი სტრატეგიის ფარგლებში, იქნება ეს can slim თუ სხვა, ყიდვა ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე გაყიდვა. გრძელვადიან ლიდერებში უნდა დააკვირდეთ მინიშნებებს, რომლებც გიკარნახებთ, რომ ისინი აღარ აკმაყოფილებენ თქვენს კრიტერიუმებს. ამის კარგი მაგალითი იქნება სტაბილური შემოსავალი, რომელიც თანდათან უფრო არამდგრადი ხდება. თვალყური ადევნეთ მახასიათებლების ცვლილებას – ნელი და მუდმივად წარმატებული პოზიციიდან დაბალ შედეგამდე.
კიდევ ერთი სიგნალი, რომ უნდა გავყიდოთ აქცია, არის მისი ვარდნა. Როგორც კი აქციები ვარდება 25%-ით და ქვემოთ, ესე იგი, საფრთხე უფრო ახლოსაა.
როგორია გრძელვადიანი ლიდერების პორტფელი?
IBD-ის გრძელვადიანი აქციების ლიდერთა პორტფელი გულისხმობს სიას, 20 საუკეთესო აქციით. ძიება იწყება საკუთარი მახასიათებლებით, რომლებიც ფოკუსირებულია გრძელვადიანი ლიდერების საერთო მახასიათებელზე. IBD ბაზრის ლიდერები არჩევენ სამოდელო პორტფელს დამატებით 20-30 აქციას შორის, რომელიც არ ჩანს IBD-ის გრძელვადიანი ლიდერების დაკვირვების სიაში.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია IBD-ის გრძელვადიანი ლიდერების პორტფელის სწორად გამოყენება. არ იყიდოთ სიაში მოცემული ყველა აქცია ერთდროულად, მით უმეტეს, თუ ის კორონავირუსული საფრთხის დროს დაფუძნდა. სიაში მოცემული სახელების უმეტესობას უზარმაზარი სვლები აქვს და კორექტირების ეტაპზე იმყოფებიან.
სიაში გრძელვადიანი ლიდერები ყოველთვის ხაზგასმული იქნება. ამას გარდა, IBD შეტყობინებებს გაუგზავნის თავის აბონენტებს. იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება ბაზარი, სანამ ყველა აქცია არ წარმოადგენს სიაში შესვლის ლოგიკურ წერტილებს, შეიძლება რამდენიმე თვეც კი გავიდეს.
წყარო: www.investors.com