• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ნოემბერი 21, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Zoom Video Communications, Bristol Myers Squibb, Boeing და Iovance Biotherapeutics.

Zoom Video Communications

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Zoom Video Communications-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა და პროგნოზები გაზარდა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ქლაუდზე დაფუძნებული საკომუნიკაციო კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია — მხოლოდ 1%-ით არის შემცირებული.

ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Zoom-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 3.2%-ით — $1.14 მილიარდამდე გაიზარდა. ეს შედეგი აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.12 მილიარდს და კომპანიის მენეჯმენტის მითითებების დიაპაზონს — $1.115-$1.120 მილიარდს.

ზრდა განპირობებული იყო Zoom-ის საწარმოთა ბიზნესით, რომლის შემოსავალიც 7.5%-ით გაიზარდა და $660.6 მილიონი შეადგინა. ონლაინ სეგმენტის შემოსავალი 2.4%-ით — $476.1 მილიონამდე შემცირდა.

საწარმოს ბიზნესის წლიური შემოსავლების ზრდამ შენელება განაგრძო. მიმდინარე ფისკალური წლის პირველ და მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 13% და 10% იყო. სრული ფისკალური 2023 წლისთვის კი ნიშნულმა 24%-ს მიაღწია.

საწარმოთა ბიზნესის მომხმარებლების წმინდა გაფართოების მაჩვენებელმა 105% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეგმენტის მომხმარებლებმა თავიანთი ხარჯები წლიდან წლამდე 5%-ით გაზარდეს. ეს ძლიერი შედეგი ნამდვილად არ არის.

ეს მაჩვენებელიც მცირდება. მიმდინარე ფისკალური წლის პირველ და მეორე კვარტლებში ის, შესაბამისად, 112%-ს და 109%-ს შეადგენდა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეს მაკროგარემოს გაურკვევლობით იყო გამოწვეული.

ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალმა $169.4 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის იმავე კვარტლის შედეგს 194%-ით აღემატება. კორექტირებულმა საოპერაციო შემოსავალმა კი $447.1 მილიონი შეადგინა, რაც წლიდან წლამდე 17%-იან მატებას წარმოადგენს.

Zoom Video Communications

GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ $141.2 მილიონს მიაღწია, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.45 იყო (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.25), რაც გასული წლის იმავე მეოთხედის მაჩვენებელს 181%-ით აჭარბებს. კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $401.2 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $1.29 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.08), რაც წლიდან წლამდე 21%-იანი ზრდაა.

მესამე კვარტალში Zoom-ის საოპერაციო ფულადი ნაკადები 67%-ით — $493.2 მილიონამდე გაიზარდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა კი 66%-ით მოიმატა და $453.2 მილიონს მიაღწია. კომპანიამ კვარტალი დაასრულა გრძელვადიანი ვალის გარეშე და $6.5 მილიარდის ოდენობით ხელმისაწვდომი ნაღდი ფულით, ფულადი სახსრების ეკვივალენტებით და ლიკვიდური ფასიანი ქაღალდებით.

რაც შეეხება მომავალს, Zoom-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავალი $1.125-$1.130 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $1.14-$1.15-ს.

გარდა ამისა, Zoom-ში მოელიან, რომ სრული ფისკალური 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 2.6%-2.7%-ით — $4.506-$4.511 მილიარდამდე გაიზრდება (წინა პროგნოზი — $4.485-$4.495 მილიარდი), ხოლო კორექტირებული EPS დაახლოებით 13%-ით მოიმატებს და $4.93-$4.95-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $4.63-$4.67).

Zoom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $66.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $79.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $62.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Zoom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 17-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Bristol Myers Squibb

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ფარმაცევტული კომპანიის — Bristol Myers Squibb-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის დაკლებული.

გუშინ დილით მედიკამენტების გერმანულმა მწარმოებლის — Bayer-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სისხლის გამათხელებელ “asundexian“-ზე ტესტირებას აჩერებს მას შემდეგ, რაც მედიკამენტმა, დამოუკიდებელი კომიტეტის თანახმად, საკონტროლო ჯგუფში ეფექტიანობის ნაკლებობა აჩვენა. ეს პრეპარატი მიეკუთვნება თერაპიული საშუალებების იმავე კლასს, რომელსაც Bristol Myers Squibb-ისა და Johnson & Johnson-ის ექსპერიმენტული გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტი — “milvexian”.

ამგვარად, როგორც ჩანს, ინვესტორები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ “asundexian“-ის ტესტირების ნეგატიური შედეგები შეიძლება “milvexian”-ის მომავლის საწინდარი იყოს. ეს უკანასკნელი ამჟამად 3 ფაზის კვლევებს გადის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვადასხვა ფორმებისთვის.

Bristol Myers Squibb,

BMS-ის მენეჯმენტის და ზოგიერთი ანალიტიკოსის პროგნოზით “milvexian”-მა, პოტენციურად, კომპანიას წელიწადში $5 მილიარდი უნდა მოუტანოს. ასე რომ, თუ მედიკამენტი ბაზარზე ვერ მოხვდება, კომპანია ხელიდან ზრდის ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას გაუშვებს.

BMS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $49.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $61.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $90.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი BMS-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგ, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Boeing

გუშინ, უოლ სტრიტის ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ავიაკოსმოსური კომპანიის — Boeing-ის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 11%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

პანდემიის დასრულების შემდეგ ავიაკომპანიები კვლავ აქტიურად ფუნქციონირებს და თვითმფრინავების შეკვეთებიც განახლდა. ერთი კვირის წინ დუბაის მთავრობის საკუთრებაში არსებული ავიაკომპანიის — Emirates-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Boeing-ისგან 95 ფართოკორპუსიანი თვითმფრინავის შეძენას აპირებენ. ამ გარიგების ღირებულება მთლიანობაში $52 მილიარდს შეადგენს.

Boeing-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ გარიგება მოიცავს 55 777-9 მოდელს, 35 777-8-ს და 5 787 Dreamliner-ს. შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, Emirates-ის მფლობელობაში, რომელიც უკვე 777-ების უმსხვილესი ოპერატორია, 205 ეს მოდელი იქნება. Dreamliner-ის შესყიდვები დაემატება მის ამჟამინდელ შეკვეთას, რომელიც 30 თვითმფრინავს მოიცავს.

Boeing

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი — სკოტ დოიშლი Boeing-ისთვის ნათელ მომავალს ხედავს. მან კომპანიის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $204-დან $270-მდე გაზარდა.

სკოტი მიიჩნევს, რომ Boeing ბაზარს წელს 520 თვითმფრინავს მიაწოდებს, ხოლო 2025 წლისთვის — 800-ზე მეტს. კომპანიას ამ მაჩვენებლისთვის 2018 წლის შემდეგ არ მიუღწევია.

Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $218.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $244.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Iovance Biotherapeutics

გუშინ, ანალიტიკოსის პოზიტიური შეფასების შემდეგ, ბიოტექნოლოგიური კომპანიის — Iovance Biotherapeutics-ის აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული.

ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც Iovance-ის აქციების შეფასება Goldman Sachs-მა წამოიწყო ყიდვის რეკომენდაციით.

ინვესტორებს უდავოდ მოეწონათ Goldman Sachs-ის 12-თვიანი სამიზნე ფასი – $12. საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსი — ანდრეა ტანი თვლის, რომ ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციებს მომდევნო 1 წლის განმავლობაში 100%-ზე მაღალი ზრდის პოტენციალი გააჩნია.

Iovance Biotherapeutics

გარდა ანდრეა ტანისა, Iovance-ის მიმართ უოლ სტრიტის სხვა ანალიტიკოსებიც პოზიტიურად არიან განწყობილნი. ამის მარტივი მიზეზი არსებობს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) 2024 წლის 24 თებერვალს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას კომპანიის მელანომის სამკურნალო მედიკამენტის — “lifileucel”-ის დამტკიცების შესახებ. Iovance Biotherapeutics ასევე ელოდება რამდენიმე სხვა მარეგულირებელ დასტურს 2024 წლის პირველ ნახევარში ევროპასა და სხვა ბაზრებზე გაფართოების იმედით.

Iovance Biotherapeutics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $5.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Iovance Biotherapeutics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 279%-იან ზრდას გულისხმობს.

წინა

შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს

შემდეგი

Amazon AI უნარების განვითარების ტრენინგ პროგრამას იწყებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Amazon-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

Amazon AI უნარების განვითარების ტრენინგ პროგრამას იწყებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved