• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური შოკი?

დეკემბერი 27, 2024
in ეკონომიკა
რა არის ეკონომიკური შოკი?
გაზიარება

ეკონომიკური შოკი არის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ცვლადების ან ურთიერთობების ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც აქვს არსებითი გავლენა მაკროეკონომიკურ შედეგებზე და ეკონომიკური წარმადობის მაჩვენებლებზე, როგორებიც არის უმუშევრობა, მოხმარება და ინფლაცია. ეკონომიკური შოკები არის არაპროგნოზირებადი მოვლენები, რომლებსაც ფართო გავლენა აქვს ეკონომიკაზე და გამოწვეულია მიზეზებით, რომლებიც ეკონომიკური მოდელების ფარგლებს სცდება.

ეკონომიკურ შოკებს ეკონომიკაზე ფართო და ხანგრძლივი გავლენა აქვს და, რეალური ბიზნეს ციკლის თეორიის (RBC) თანახმად, რეცესიებისა და ეკონომიკური ციკლების ძირეულ მიზეზად ითვლება.

ეკონომიკური შოკების გაგება

ეკონომიკური შოკები შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც, პირველ რიგში ეკონომიკაზე მოთხოვნის ან მიწოდების საშუალებით მოქმედი მოვლენა. მათი კლასიფიცირება ასევე შესაძლებელია წარმოშობის ან ეკონომიკის კონკრეტულ სექტორზე გავლენის მიხედვით. დაბოლოს, შოკები შეიძლება ჩაითვალოს როგორც რეალურად, ისე ნომინალურად, იმის მიხედვით, ისინი რეალური ეკონომიკური აქტივობის ცვლილებებიდან გამომდინარე წარმოიქმნება, თუ ფინანსური ცვლადების ნომინალური მნიშვნელობების შეცვლის მიზეზით.

გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკაში ბაზრები და ინდუსტრიები ურთიერთდაკავშირებულია, ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში მიწოდების ან მოთხოვნის დიდმა შოკებმა შეიძლება ფართო მაკროეკონომიკური გავლენა იქონიოს. ეკონომიკური შოკები შეიძლება იყოს პოზიტიური (სასარგებლო) ან უარყოფითი (მავნე).

ეკონომიკური შოკების ტიპები

მიწოდების შოკები

მიწოდების შოკი არის მოვლენა, რომელიც მთელი ეკონომიკის მასშტაბით წარმოებას ართულებს, აძვირებს ან შეუძლებელს ხდის მას ზოგიერთი ინდუსტრიისთვის მაინც. ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის ღირებულების ზრდამ, როგორიცაა ნავთობი, შეიძლება საწვავის ფასების მატება გამოიწვიოს, რაც ბიზნეს მიზნებისთვის მის გამოყენებას გააძვირებს.

მიწოდების შოკი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ბუნებრივმა კატასტროფებმა, ისე ადამიანის მოქმედებებით განპირობებულმა მოვლენებმა, მაგალითად, ომებმა. ზოგჯერ ეკონომისტები მიწოდების მხარეს არსებული შოკების უმეტესობას „ტექნოლოგიურ შოკს“ უწოდებენ.

მოთხოვნის შოკები

მოთხოვნის შოკს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ხდება უეცარი და მნიშვნელოვანი ცვლილება კერძო დანახარჯების შაბლონებში. დიდი საექსპორტო ბაზრის მქონე ქვეყანაში ეკონომიკურმა ვარდნამ შეიძლება შექმნას უარყოფითი შოკი ბიზნეს ინვესტიციებზე, განსაკუთრებით საექსპორტო ინდუსტრიებში.

საფონდო ბირჟაზე ან საბინაო ბაზარზე ფასების ვარდნამ შეიძლება მოთხოვნის ნეგატიური შოკი გამოიწვიოს, რადგან შინამეურნეობები სიმდიდრის დაკარგვაზე სამომხმარებლო ხარჯების მკვეთრი შემცირებით რეაგირებენ. ხანდახან ეკონომისტები მოთხოვნის მხარეს არსებულ შოკებს „არატექნოლოგიურ შოკებს“ უწოდებენ.

ფინანსური შოკები

ფინანსური შოკი არის მოვლენა, რომელიც სათავეს ეკონომიკის ფინანსური სექტორიდან იღებს. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ეკონომიკა, ნორმალური ოპერაციებისა და ხელფასების დასაფინანსებლად, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლიკვიდობისა და კრედიტის ნაკადებზე, ფინანსურმა შოკებმა შეიძლება ზეგავლენა ეკონომიკის ყველა ინდუსტრიაზე იქონიოს.

საფონდო ბირჟის კრახი, ლიკვიდობის კრიზისი საბანკო სისტემაში, მონეტარული პოლიტიკის არაპროგნოზირებადი ცვლილებები ან ვალუტის სწრაფი დევალვაცია ფინანსური შოკის მაგალითებს წარმოადგენს. ფინანსური შოკები ნომინალური შოკების პირველადი ფორმაა, თუმცა მათმა ეფექტებმა შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს რეალურ ეკონომიკურ აქტივობაზე.

პოლიტიკის შოკები

პოლიტიკის შოკები წარმოადგენს ცვლილებებს სამთავრობო პოლიტიკაში, რომლებსაც ღრმა ეკონომიკური ეფექტი აქვს. შეიძლება მთავრობის ქმედების მიზანი სწორედ პოლიტიკის შოკის ეკონომიკური ზემოქმედება იყოს. ამასთან, შესაძლოა, ეს მოვლენა მოსალოდნელ გვერდით ეფექტს ან სრულიად გაუთვალისწინებელ შედეგსაც წარმოადგენდეს.

ფისკალური პოლიტიკა, ფაქტობრივად, არის მიზანმიმართული ეკონომიკური მოთხოვნის შოკი (პოზიტიური თუ ნეგატიური), რომელიც დროთა განმავლობაში მთლიანი მოთხოვნის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. ტარიფების დაწესებამ და ვაჭრობის სხვა ბარიერებმა შეიძლება შექმნას პოზიტიური შოკი შიდა მრეწველობისთვის, მაგრამ უარყოფითი — შიდა მომხმარებლებისთვის. ზოგჯერ პოლიტიკის პოტენციურმა ცვლილებამ ან სამომავლო პოლიტიკის მიმართ გაურკვევლობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური შოკი პოლიტიკის რეალურ ცვლილებამდე ან მის გარეშეც.

ტექნოლოგიური შოკები

ტექნოლოგიური შოკი გამოწვეულია ტექნოლოგიური განვითარებით, რომელიც პროდუქტიულობაზე ზემოქმედებს. კომპიუტერებისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების დანერგვა, შედეგად კი მრავალ სხვადასხვა პროფესიაში პროდუქტიულობის ზრდა დადებითი ტექნოლოგიური შოკის თვალსაჩინო მაგალითია.

ხშირად ეკონომისტები ტერმინს — „ტექნოლოგია“ ბევრად უფრო ფართო გაგებით იყენებენ, ასე რომ, ეკონომიკური შოკის მრავალი ზემოაღნიშნული ტიპი, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობის ფასების ზრდა, ასევე ტექნოლოგიური შოკების კატეგორიაში შედის.

წინა

5 გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც დამწყები ინვესტორები შეიძლება უშვებენ

შემდეგი

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

მსგავსი სტატიები

როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?
ეკონომიკა

როგორ ზემოქმედებს საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკაზე?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „ახალი ეკონომიკა“?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
რა არის ეკონომიკური ციკლი?
ეკონომიკა

რა არის ეკონომიკური ციკლი?

by Giorgi
ნოემბერი 4, 2024
რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?
ეკონომიკა

რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?

by Giorgi
ოქტომბერი 23, 2024
რა არის უმუშევრობის განაცხადი?
ეკონომიკა

რა არის უმუშევრობის განაცხადი?

by Giorgi
აგვისტო 9, 2024
მეტი
შემდეგი
რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved