• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

აგვისტო 2, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Uber, Caterpillar, Trex და AudioCodes.

Uber

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Uber-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 84%-ით არის გაზრდილი.

მეორე კვარტალში მგზავრობისა და საკვების მიწოდების სპეციალისტის მთლიანი ჯავშნები წლიდან წლამდე 16%-ით — $33.6 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა 14%-ით მოიმატა და $9.23 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.34 მილიარდი).

როგორც მგზავრობა, ასევე საკვების მიწოდება კარგი წარმადობით ხასიათდებოდა. პირველი მათგანის მთლიანი ჯავშნები 25%-ით — $16.7 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო მიწოდების მთლიანმა ჯავშნებმა 12%-ით მოიმატა და $15.6 მილიარდს მიაღწია.

კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 152%-ით — $916 მილიონამდე გაიზარდა, რადგან Uber-ის მომგებიანობა გაუმჯობესებას განაგრძობს. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF) კი სამჯერ მოიმატა და $1.14 მილიარდი შეადგინა.

Uber

GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) საფუძველზე კომპანიამ $326 მილიონის მოცულობის საოპერაციო მოგება გამოიმუშავა. გასული წლის იმავე კვარტალში Uber-მა $713 მილიონის ოდენობით საოპერაციო ზარალი დააფიქსირა. GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.18 შეადგინა, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.01-ის მოცულობის ზარალს თითო აქციაზე.

ფინანსურმა დირექტორმა ნელსონ ჩაიმ განაცხადა: „Uber-ის პლატფორმის უნიკალური შესაძლებლობა და გუნდის ფოკუსირება მომგებიან ზრდაზე მეორე კვარტალში გამოვლინდა რეკორდულ მომგებიანობაში და $1 მილიარდზე მეტი კვარტალური თავისუფალ ფულად ნაკადებში. მე წარმოუდგენლად ვამაყობ მიღწეული პროგრესით და Uber შესანიშნავად არის პოზიციონირებული, რომ მომდევნო წლებში აქციონერებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს“.

რაც შეეხება მომავალს, Uber-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში მთლიანი ჯავშნები $34-$35 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EBITDA — $1.025 მილიარდს (წინა პროგნოზი — $975 მილიონი). მთლიანი ჯავშნების პროგნოზი გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 18.5%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო წინა კვარტლიდან — 3%-იან მატებას, რაც, როგორც ჩანს, იწვევს ეჭვებს კომპანიის ზრდის პოტენციალის შესახებ.

Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $47.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს და მის აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $55.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.5%-იან ზრდას წარმოადგენს.

Caterpillar

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Caterpillar-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 21%-ით არის გაუმჯობესებული.

Caterpillar ხშირად განიხილება აშშ-ის ეკონომიკაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რადგან ის მძიმე ტექნიკის, სამშენებლო და სამთო მრეწველობის მიმართულებით ლიდერობს. აქედან გამომდინარე, როდესაც Caterpillar, გლობალური შენელების შიშის ფონზე, ძლიერ შედეგებს წარადგენს, ბაზრები აუცილებლად დადებითად რეაგირებს.

აი, ძირითადი მაჩვენებლები Caterpillar-ის მეორე კვარტლის ანგარიშიდან:

  • შემოსავალი წლიდან წლამდე 22%-ით გაიზარდა და $17.3 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $16.41 მილიარდს.
  • საოპერაციო მარჟამ 21% შეადგინა. გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 6%-ს გაუტოლდა.
  • EPS წლიდან წლამდე მკვეთრად, 81%-ით გაიზარდა და 5.67$-ს მიაღწია. ანალიტიკოსების პროგნოზი $4.57 იყო.
Caterpillar

Caterpillar-ის მეორე კვარტლის შედეგებში უფრო ღრმად ჩახედვა ცხადყოფს ძლიერ მოთხოვნას მის ყველა სეგმენტზე: სამშენებლო ინდუსტრიები, რესურსების მრეწველობა (ძირითადად სამთო), ენერგეტიკა და ტრანსპორტი (E&T). თითოეულ სეგმენტში გაყიდვების ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია უფრო მაღალი მოცულობებით და ასევე ფასებით. E&T იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი, რომლის გაყიდვები წლიდან წლამდე 27%-ით გაიზარდა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ სამივე სეგმენტმა დააფიქსირა გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში საწარმოო და სამშენებლო აქტივობა მაღალია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკა ნავარაუდევზე ძლიერია.

Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $289.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $266.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $283.00-ს, ხოლო მინიმალური — $234.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Trex

ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, კომპოზიციური დეკორაციული პროდუქტების მწარმოებელმა — Trex-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 74%-ით არის მომატებული.

მესამე კვარტალში Trex-ის შემოსავალმა $356.5 მილიონს მიაღწია, ხოლო EPS-მა — $0.71-ს. ორივე მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $318.5 მილიონს და $0.53-ს შეადგენდა. Trex-ის მთლიანმა მარჟამ 43.9% შეადგინა, ხოლო EBITDA მარჟამ — 32.8%, რაც ადრე კომპანიის მენეჯმენტის მიერ დაანონსებული ხარჯების შემცირების პროგრამის შედეგებს ასახავს.

აღმასრულებელმა დირექტორმა — ბრაიან ფერბენკსმა განაცხადა: „Trex-მა მიაღწია მარჟის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რაც წარმოების ოპტიმიზაციითა და სწრაფი დაბრუნების ხარჯების დაზოგვის პროგრამებით არის გამოწვეული. გარდა ამისა, ინვესტიციები ბრენდინგის პროგრამებში და ჩვენი პროდუქტების გაფართოებული პორტფელი კომპანიას ძლიერი შემოსავლით უზრუნველყოფს“.

Trex

ეს ყველაფერი უოლ სტრიტზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას შემდეგ, რაც Trex-მა ორშაბათს კვარტალური ანგარიში წარადგინა, სამშაბათს სულ მცირე 8 ანალიტიკოსმა კომპანიის აქციების სამიზნე ფასები გაზარდა.

რაც შეეხება მომავალს, Trex-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $280-$290 მილიონს მიაღწევს, რაც ბევრად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინს — $264 მილიონს. გარდა ამისა, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მთელი წლის განმავლობაში EPS $1.04-$1.06-ს შეადგენს.

Trex-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $76.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $73.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $87.00-ს, ხოლო მინიმალური — $47.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Trex-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.2%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AudioCodes

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, AudioCodes-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 16%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 33%-ზე მეტით არის შემცირებული.

AudioCodes არის კომპანია, რომელიც საწარმოებს ხმოვან სერვისებს და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტებს სთავაზობს. მეორე კვარტალში, გასულ მეოთხედთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი 1%-ით — $60 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა წინა წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $68.4 მილიონი შეადგინა.

მომგებიანობის თვალსაზრისით დინამიკა იგივე იყო. კორექტირებულმა მოგებამ $5.1-ს მიაღწია (EPS — $0.16). ეს მაჩვენებელი, წინა კვარტალთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა, თუმცა გასული წლის იმავე მეოთხედში კორექტირებულმა მოგებამ $11.3 მილიონი შეადგინა. ანალიტიკოსების პროგნოზები კი ასეთი იყო: შემოსავალი — $60.25 მილიონი; კორექტირებული EPS — $0.10.

AudioCodes

ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანმა სიახლემ შეუწყო ხელი. AudioCodes-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია 31 აგვისტოს $0.18-ის ოდენობით ნახევარწლიური დივიდენდების გაცემას დაიწყებს. პირველ დივიდენდს მიიღებენ ის ინვესტორები, რომლებიც 17 აგვისტოს მდგომარეობით AudioCodes-ის აქციონერთა რიგებში იქნებიან. გარდა ამისა, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიამ ისრაელის სასამართლოსგან დამატებით $25 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის უფლება მიიღო.

AudioCodes-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $10.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $16.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AudioCodes-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.5%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

საფონდო ბირჟები განვითარებად ქვეყნებში

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საფონდო ბირჟები განვითარებად ქვეყნებში

საფონდო ბირჟები განვითარებად ქვეყნებში

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved