• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 21, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Salesforce, Carvana, Lucid Group და Rivian.

Tesla

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერმა — Tesla-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა.

Tesla-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 47%-ით — $24.9 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $24.29 მილიარდს. კორექტირებულმა წმინდა მოგებამ 20%-ით — $3.1 მილიარდამდე მოიმატა, ანუ კორექტირებულმა EPS-მა $0.91-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.82). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ კი $2.7 მილიარდი შეადგინა (EPS — $0.78).

საოპერაციო ფულადი ნაკადები 30%-ით — $3.1 მილიარდამდე გაიზარდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა კი 62%-ით — $1 მილიარდამდე მოიმატა. Tesla-მ კვარტალი დაასრულა $23.1 მილიარდის ოდენობით ნაღდი ფულით, ფულადი სახსრების ეკვივალენტებითა და მოკლევადიანი ინვესტიციებით. წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი $22.4 მილიარდს შეადგენდა.

მეორე კვარტალში Tesla-მ გამოუშვა 479,700 ელექტრომობილი (460,000-ზე მეტი Model 3 და Y; თითქმის 20,000 Model S და X), რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 86%-ით აღემატება. გარდა ამისა კომპანიამ ბაზარს 466,140 ავტომობილი მიაწოდა (თითქმის 447,000 Model 3/Y და 19,000-ზე მეტი Model S/X). ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 83%-ით გაიზარდა. უოლ სტრიტის პროგნოზი დაახლოებით 448,600-ს შეადგენდა.

Tesla

Tesla-მ კვარტალი სუპერდამტენების 5,265 ლოკაციით დაასრულა, რაც გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. სუპერდამტენების კონექტორების რაოდენობა წლიდან წლამდე ასევე 33%-ით გაიზარდა და 48,082 შეადგინა.

გარდა ამისა, GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი საავტომობილო სეგმენტის მთლიანი მარჟა (მთლიანი მოგება გაყოფილი შემოსავალზე) 19.2% იყო. მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო ინდუსტრიასთან შედარებით, ეს ძლიერი შედეგია, მაჩვენებელი შემცირდა როგორც წლიდან წლამდე, ასევე თანმიმდევრულად. გასული წლის იმავე კვარტალში მთლიანი მარჟა 27.9%-ს შეადგენდა, ხოლო წინა კვარტალში — 21.1%-ს. ეს ვარდნა Tesla-ს მიერ ავტომობილების ფასების მუდმივი შემცირებით არის გამოწვეული.

ამასთან, საოპერაციო შემოსავალი 3%-ით — $2.4 მილიარდამდე შემცირდა. საოპერაციო მარჟა (საოპერაციო შემოსავალი გაყოფილი გაყიდვებზე) 9.6%-ს შეადგენდა, რაც ჩამოუვარდება როგორც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს —14.6%-ს, ასევე წინა კვარტლის შედეგს — 11.4%-ს.

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $291.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $252.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $335.00-ს, ხოლო მინიმალური — $112.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.5%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Salesforce

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, Salesforce-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 74%-ით არის მომატებული.

გუშინ Salesforce-ის მენეჯმენტმა გამოავლინა ფასები ახალი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) პროდუქტებისთვის, რომლებსაც ის გაყიდვებისა და მომსახურების შეთავაზებებში ჩართავს. Sales GPT-ის და Service GPT-ის სერვისების ღირებულება თითო მომხმარებლისთვის თვეში $50 იქნება და თითოეულს Einstein GPT კრედიტების შეზღუდული რაოდენობა ექნება. (Einstein არის Salesforce-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის სახელწოდება, რომელსაც კომპანია უკვე დიდი ხანია იყენებს თავისი წამყვანი საწარმოს პროგრამული შეთავაზებების გასაუმჯობესებლად.)

ერთი მაგალითი იმისა, რისი გაკეთებაც შეუძლია Sales GPT-ს, არის პერსონალიზებული ელფოსტის ავტომატურად გენერირება მომხმარებლის კონტექსტურ მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო Service GPT-ს შეუძლია შექმნას ავტომატური პასუხები კლიენტებისთვის და მომხმარებელთან ურთიერთქმედების ავტომატური შეჯამება გააკეთოს.

Salesforce

აღსანიშნავია, რომ Salesforce-ს საკუთარი გენერაციული AI მოდელები არ აქვს. ივნისში მენეჯმენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, Salesforce გამოიყენებს ფართო ენობრივ მოდელებს (LLM) Amazon Web Services-ის ბაზრიდან, მათ შორის არის დამწყები Anthropic, Cohere და სხვა. გარდა ამისა, Salesforce-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიას აქვს შეთანხმება Microsoft-ის პარტნიორ OpenAI-სთან.

Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $234-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $237.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $282.00-ს, ხოლო მინიმალური — $153.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.1%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Carvana

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Carvana-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 40%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 1100%-ზე მეტით არის მომატებული.

Carvana მეორეული მანქანების ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიაა. მისი კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 23.6%-ით — $2.97 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.6 მილიარდს. ამასთან აღსანიშნავია, რომ Carvana-მ ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა და წმინდა ზარალმა $105 მილიონი შეადგინა, ანუ თითო აქციაზე ზარალი $0.55 იყო, რამაც მნიშვნელოვნად აჯობა ანალიტიკოსების მოლოდინს — $-1.15-ს.

Carvana

Carvana-ს მენეჯმენტმა დააანონსა ხელსაყრელი შეთანხმება თავის მოვალეთა ჯგუფთან. გარიგება მომდევნო ორი წლის განმავლობაში არა მხოლოდ კომპანიის ფულად საპროცენტო ხარჯს შეამცირებს $430 მილიონზე მეტით, არამედ მის მთლიან დავალიანებასაც — $1.2 მილიარდზე მეტით.

Carvana-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $1.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Carvana-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 58.5%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Lucid Group

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ძვირადღირებული ელექტრომობილების მწარმოებლის — Lucid Group-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 17.5%-ით არის მომატებული.

საუდის არაბეთში მძღოლებს, რომლებიც თავიანთი შემდეგი ავტომობილის დაქირავებას აპირებენ, ახალი შესაძლებლობა ეძლევათ. The Saudi Post-ის ტვიტერის პოსტის მიხედვით ქვეყანაში სალიზინგო კომპანიებმა პირველად წამოიწყეს Lucid-ის ელექტრომობილების ლიზინგი. პოსტში ასევე ნახსენებია, რომ კომპანია საუდის არაბეთში ქარხანას ააშენებს და წარმოებას, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის დაიწყებს.

2022 წლის აპრილში Lucid-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მთავრობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში Lucid-ისგან 100 000-მდე ავტომობილის შეძენას დათანხმდა.

Lucid Group

150,000 ავტომობილის წლიური წარმოების სიმძლავრით, საუდის არაბეთის ქარხანა Lucid-ის პირველი საერთაშორისო ქარხანა იქნება. თავდაპირველად, აქ წარმოებული ავტომობილები საუდის არაბეთში გაიყიდება, მაგრამ მენეჯმენტი შემდგომში მოელის, რომ მანქანების ექსპორტს მთელი რეგიონის მასშტაბით განახორციელებს.

Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $7.2-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $8.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $10.00-ს, ხოლო მინიმალური — $6.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.6%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Rivian

გუშინ ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ — Rivian-მა ანალიტიკოსისგან დადებითი შეფასება მიიღო. შედეგად, მისი აქციების ფასი მცირედით — თითქმის 0.6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 43%-ზე მეტით არის მომატებული.

Mizuho-ს ანალიტიკოსმა — ვიჯაი რაკეშმა, რომელიც თვლის, რომ Rivian-ს ზრდისთვის სივრცე გააჩნია, კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $27-დან $30-მდე გაზარდა. გუშინდელი დახურვის ფასიდან გამომდინარე, ვიჯაის მიზნობრივი მაჩვენებელი თითქმის 22%-იან ზრდას გულისხმობს. TheFly.com-ის თანახმად, Mizuho წახალისებულია Rivian-ის ბოლოდროინდელი წარმადობით და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კომპანიას შეუძლია 2023 წლის მიწოდების პროგნოზს — 50,000 ავტომობილს გადააჭარბოს.

Rivian

ცოტა ხნის წინ ასეთივე ნაბიჯები გადადგეს სხვა ანალიტიკოსებმა. გასულ კვირას Barclays-ის ანალიტიკოსმა სამიზნე ფასი $22-დან $30-მდე გაზარდა, ხოლო Wedbush-მა 7 ივლისს $25-ის ტოლი სამიზნე ფასი $30-ით შეცვალა.

Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $24.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.5%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ნიშნავს რისკისადმი ტოლერანტობა?

შემდეგი

რატომ უნდა დავიწყოთ ინვესტირება?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ უნდა დავიწყოთ ინვესტირება?

რატომ უნდა დავიწყოთ ინვესტირება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved