• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 12, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე საინტერესო სიახლეები გავრცელდა, რამაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Salesforce, Roku და Activision Blizzard.

Salesforce

გუშინ, ქლაუდ პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის — Salesforce-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა თავის ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდის შესახებ განაცხადა.

გუშინ დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში Salesforce-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გაზრდის ფასს საშუალოდ 9%-ით ძირითადი პროდუქტებზე. მათ ეს ნაბიჯი ახსნეს იმით, რომ კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში ფასები არ გაუზრდია მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში 22 ახალი პროდუქტი გამოუშვა. ამისთვის კი კვლევისა და განვითარების მიმართულებით $20 მილიარდზე მეტი დაიხარჯა. მენეჯმენტმა ასევე ხაზი გაუსვა თავისი ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალ პროდუქტებს, მათ შორის AI Cloud-ს, Einstein GPT-ს და სხვებს.

Raymond James-მა Salesforce-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფასების ზრდა გასაკვირი არ არის და ეს სიახლე ბაზრის მიერ პოზიტიურად უნდა იქნას მიღებული.

Salesforce

Evercore ISI-ის წარმომადგენლებმაც ფასების ზრდას „საკმაოდ გონივრული“ ნაბიჯი უწოდეს. ფირმამ Salesforce-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია და $240-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა.

Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $220-ს შეადგენს. კომპანიის სამიზნე ფასის მონაცემები უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსის პროგნოზებს ეყრდნობა. საშუალო სამიზნე ფასი $238.36-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $325.00-ს, ხოლო მინიმალური — $153.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Roku

გუშინ Roku-ს აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა ელექტრონული კომერციის კომპანიასთან — Shopify-სთან ინტეგრაციის შესახებ განაცხადა.

Roku ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს და ყიდის სხვადასხვა ციფრულ მედია ფლეერებს ვიდეო სტრიმინგისთვის, აუდიო აღჭურვილობისთვის და რეკლამით მხარდაჭერილ ვიდეო სერვისებს ოპერირებს.

2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, Roku-ს 71.6 მილიონი აქტიური ანგარიში ჰქონდა და ეს მომხმარებლები ახლა პლატფორმაზე ნახავენ რეკლამებს Shopify-ის სავაჭრო ობიექტებისგან. ისინი პროდუქტების პირდაპირ რეკლამებიდან შესაძენად Roku-ს დისტანციური პულტების გამოყენებას შეძლებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია ე. წ. „Roku Action Ads“-ს ახორციელებს. გასულ წელს Roku-ს მენეჯმენტმა Walmart-თან მსგავსი ინტეგრაციის შესახებ გამოაცხადა. თუმცა Shopify-თან პარტნიორობა საინტერესო განვითარებაა. ამ პლატფორმას მილიონობით მოვაჭრე იყენებს, რაც მას აშშ-ში ელექტრონული კომერციის მთელი აქტივობის დაახლოებით 10%-ის დაკავების საშუალებას აძლევს.

Roku

ამიტომ, ახალმა პარტნიორობამ შეიძლება Roku-ს სარეკლამო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდოს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, Roku-ს შემოსავლის 86%-ს პლატფორმის შემოსავალი შეადგენდა, რომელიც ძირითადად რეკლამებიდან წარმოიქმნება. ასე რომ, კომპანიის სარეკლამო შემოსავლის პოტენციურად გაზრდა Shopify-თან პარტნიორობით ნამდვილად საინტერესო პერსპექტივაა.

Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $75.4-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $68.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $89.00-ს, ხოლო მინიმალური — $41.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.7%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Activision Blizzard

ფედერალურმა სასამართლომ Microsoft-ს დართო ნება, დახუროს Activision Blizzard-ის $75 მილიარდად შესყიდვის გარიგება, რომელიც აშშ-ის მარეგულირებლების წინააღმდეგობის გამო იყო შეჩერებული. ამ სიახლის გავრცელების შემდეგ Activision-ის აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა.

Microsoft პირველად დათანხმდა Activision-ის შეძენას 2022 წლის იანვარში და შეთავაზება ვიდეო თამაშების გიგანტის თითო აქციისთვის ნაღდი ფულით $95-ის გადახდას ითვალისწინებდა.

მაგრამ გარიგება სწრაფად მოექცა მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში და აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) მოითხოვა, ორ კომპანიას არ მისცემოდა გარიგების დახურვის შესაძლებლობა მანამ, სანამ FTC მას გაასაჩივრებდა.

სამშაბათს, აშშ-ის ოლქის მოსამართლემ — ჟაკლინ სკოტ კორლის განაჩენის მიხედვით, FTC-მ ვერ აჩვენა, რომ Microsoft-ის მიერ Activision-ის შეძენა კონკურენტულ გარემოს აზიანებს. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ამჟამად აშშ-ის მთავრობა ვერაფერს გააკეთებს, ამ გარიგებისთვის ხელის შესაშლელად.

Activision Blizzard

Microsoft და Activision კვლავ მოელიან გაერთიანებული სამეფოს ანტიმონოპოლიური ორგანოებისგან დასტურს. სამშაბათს დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ადმინისტრაცია დათანხმდა სასამართლო პროცესის შეჩერებაზე, რათა მოლაპარაკებებისთვის დაეთმო დრო.

Activision Blizzard-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $100-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $92.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100-ს, ხოლო მინიმალური — $84.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Activision Blizzard-ის აქციების ამჟამინდელი ფასის თითქმის უცვლელად შენარჩუნებას. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved