• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 10, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Fisker, Bloom Energy, Rivian, Kura Sushi და Alibaba.

Fisker

პარასკევს ელექტრომობილების (EV) მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Fisker-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან მეორე კვარტლის წარმოების მაჩვენებლები წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები სრულად პოზიტიური არ იყო, როგორც ჩანს, ინვესტორები დადებით მხარეებზე არიან ფოკუსირებულნი.

მეორე კვარტალში Fisker-მა 1022 ჯიპი — Ocean აწარმოა და, მიწოდების ჯაჭვის სუსტი რგოლების გამო, წარმოების მიზნობრივ მოცულობას — 1400-1700-ს ჩამორჩა. მენეჯმენტის თქმით, კომპანიის რამდენიმე მიმწოდებელი აღმოჩნდა გამოწვევების წინაშე, რადგან მათ ქვემომწოდებლებისგან კომპონენტები დროულად ვერ მიიღეს.

Fisker

იმის ნაცვლად, რომ ამ შედეგიდან გამომდინარე ინვესტორები Fisker-ის მიმართ ნეგატიურად განწყობილიყვნენ, როგორც ჩანს, ისინი უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი მენეჯმენტის მტკიცებაზე, რომ გასული თვის ბოლოს კომპანიამ დღიურ სამიზნე წარმოებას — 80 ავტომობილს გადააჭარბა. შესაბამისად, Fisker უახლოეს კვირებში 1400 ავტომობილის წარმოებას მოელის. თუ კომპანია ამ შედეგს მიაღწევს, ეს ნიშნავს, რომ მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა მხოლოდ დროებითი შეფერხება გამოიწვია.

მენეჯმენტს არ გაუკეთებია კომენტარი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია Fisker-ს მიაღწიოს 2023 წლის საწარმოო მიზნებს — 32,000-36,000 ავტომობილის წარმოებას.

Bloom Energy

პარასკევს, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, წყალბადის ენერგიის სპეციალისტის — Bloom Energy-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.

RBC Capital-ის ანალიტიკოსმა — კრის დენდრინოსმა Bloom Energy-ის შეფასება წამოიწყო, მან კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $24-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა. ეს მაჩვენებელი Bloom Energy-ის აქციების მიმდინარე ფასს დაახლოებით 44%-ით აღემატება.

Bloom Energy

კრისი ფიქრობს, რომ გრძელვადიანი სვლა უფრო „მწვანე“ ენერგეტიკული გადაწყვეტილებებისკენ სარგებელს მოუტანს Bloom Energy-ს, რადგან მისი ტექნოლოგია სუფთა, ეფექტური და საიმედოა.

Bloom Energy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაოზე უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $24.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $32.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bloom Energy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Kura Sushi

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, სარესტორნო ქსელმა — Kura Sushi-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა.

Kura Sushi არის პატარა სარესტორნო ქსელი, რომელსაც აშშ-ში მხოლოდ 47 ლოკაცია გააჩნია. მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 29%-ით — $49.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $49.57 მილიონი). ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებმა კი 10%-ით მოიმატა.

Kura Sushi

მესამე კვარტალში Kura Sushi-ის ნამდვილი სიურპრიზი მისი მომგებიანობა იყო. კომპანიის წმინდა შემოსავალი წლიდან წლამდე გასამმაგდა და $1.7 მილიონს მიაღწია. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.16-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.04).

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტმა მთელი წლის შემოსავლის პროგნოზები გაზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ 2023 წლის შემოსავალი $187-$189 მილიონს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $185-$188 მილიონი).

Rivian

პარასკევს, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებლის — Rivian Automotive-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 42%-ზე მეტით არის მომატებული.

კომპანიის აქციების დადებითი იმპულსი განპირობებულია ბოლო კვარტლის წარმოებისა და მიწოდების განახლებით. გასულ წელს მიწოდების ჯაჭვის პრობლემებთან ბრძოლის შემდეგ, Rivian-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პირველი კვარტლიდან მეორე კვარტლამდე მიწოდება 60%-ით გაიზარდა. ამან უბიძგა Wedbush-ის ანალიტიკოსს — დენ აივსს, აღენიშნა, რომ Rivian თავისი გრძელვადიანი ბიზნეს მოდელის განხორციელებისკენ მნიშვნელოვან სვლას აკეთებს.

Rivian

დენმა Rivian-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $25-დან $30-მდე გაზარდა.

მეორე კვარტალში Rivian-მა ბაზარს 12,640 ელექტრო პიკაპი, ჯიპი და ფურგონი მიაწოდა. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 60%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, კომპანიამ თითქმის 14,000 ელექტრომობილი აწარმოა და მენეჯმენტმა გაიმეორა, რომ წლის განმავლობაში 50,000 EV-ს წარმოებას გეგმავს.

Alibaba

გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, Alibaba-ს აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული.

ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა პარასკევ დილით გამოაცხადეს, რომ Ant Group — Alibaba-ს ფინტექ განყოფილება, $984 მილიონით დაჯარიმდება და დაასრულეს გამოძიება, რომელიც დაიწყო 2020 წლის ბოლოს, როდესაც მთავრობამ მისი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაბლოკა.

როგორც Reuters იტყობინება, ჩინეთის სახალხო ბანკის ცნობით, Ant Group-მა დაარღვია კანონები კორპორატიულ მმართველობასა და მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებით, ასევე საბანკო და სადაზღვევო საქმიანობას შესაბამისი ლიცენზიის გარეშე აწარმოებდა.

Alibaba

როგორ ჩანს, ინვესტორებმა ეს სიახლე პოზიტიურად მიიღეს, რადგან გამოძიების დასრულება იმაზე მიანიშნებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე Alibaba-სთან დაკავშირებული გაურკვევლობაც დასრულდება. Ant Group ახლა გეგმავს, მოიპოვოს ფინანსური ჰოლდინგ კომპანიის ლიცენზია და, საბოლოოდ, IPO-სკენ ისწრაფვის.

გარდა ამისა, პოზიტიური სიახლე იყო ის, რომ Alibaba-მ ახალი AI (ხელოვნური ინტელექტი) გამოსახულების გენერატორი წარადგინა, სახელწოდებით Tongyi Wanxiang, რომელიც კომპანიის AI პროდუქტების ხაზს დაემატა.

წინა

როგორ უნდა დაიცვათ საინვესტიციო პორტფელი?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved